ჩვენი ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური გაძლიერებისათვის აუცილებელია მათი ინსტიტუციური განვითარების და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, ასევე - კრიტიკულ და საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2019 წლიდან ქვეყნის რეგიონებში მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 10 000-მდე ბავშვისთვის 41 სკოლის მშენებლობა დაასრულა.
„2022 წლისთვის, სულ 65 ახალი სკოლა...
დეცენტრალიზაცია არის ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინსიტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, დეცენტრალიზაცია და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება არის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც აუცილებელია, როგორც ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, ისე მისი ევროპული წევრობისთვის.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია და...
კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა, ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძეს თბილისისთვის არაფერი გაუკეთებია.
„ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან" გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, ეს ნახატები ნახატებად დარჩა, სად...
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნისათვის ახალგაზრდების ჯგუფმა კამპანია დაიწყო. პროექტის ერთ-ერთი ავტორის რუსლან ომაროვის თქმით, დიდი ხანი ოცნებობდა რომ სოფელში ბიბლიოთეკა ყოფილიყო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ოცნების განსახორციელებლად მან და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ ორბელიანი საქართველოს ფონდს მიმართეს და იდეის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს. ფონდ ორბელიანი საქართველოს მხარდაჭერით საფარლოს ბიბლიოთეკის გახსნისათვის საჭირო თანხის შეგროვბის კამპანია დაიწყო.
"ბიბლიოთეკისთვის საჭირო ინვენტარის, წიგნების, მაგიდის,...
ქვეყნის რეგიონების წყალმომარაგება რჩება ჩვენს მთავარ გამოწვევად და ამავდროულად, მთავარ პრიორიტეტად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მან, ასევე, შეაფასა 2020 წელი და აღნიშნა, რომ, ამ მიმართულებით, შედეგები შთამბეჭდავი იყო, რადგან პირველად მათი არსებობის განმავლობაში, 4 დიდი ქალაქი - ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა და წნორი, გადავიდა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.
„წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სამუშაოებს აქტიურად...
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარება ეკონომიკის სიძლიერის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, გზებზე თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევით, ვქმნით ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას, უმთავრესი პრიორიტეტი მაგისტრალებია.
„აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონულ ჭრილში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი...
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი სახელმწიფო პროგრამა - „განახლებული რეგიონები“ უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომლის მსგავსიც, ჩვენი წარმატებული ურბანული განახლების პროექტების მიუხედავად, ჯერ ჩვენ არ გაგვიკეთებია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63-ვე მუნიციპალიტეტში, შესაბამისი არეალების მიხედვით, მოხდება პროექტების განვითარება.
„მთლიანობაში, ყველგან, შესაბამისი კონცეფციები დამტკიცებულია, წარმოდგენილია და უმეტეს მდებარეობაში უკვე მოსამზადებელი და სამობილიზაციო...
ჩვენს კანდიდატს თბილისში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენ ყველა ქალაქში, დედაქალაქში, ყველგან, მუნიციპალიტეტებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად. „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმიტომ, რომ სხვა პარტიები რეალურად აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც ვერ...
ჩვენი სამინისტროს მიზანია რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ამ მიზნის მისაღწევად კი მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სხვადსხვა სფეროში 31 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, - ამის შესახებ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, 2030 წლისთვის ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდება და წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება...
ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება არის მაქსიმალური - ამ დროისთვის 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, საწოლფონდი კიდევ გაიზრდება.
„დაემატა კოვიდ სასტუმროები იმისათვის, რომ არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდ კლინიკებში გადაყვანის პრობლემა. სრულად არის მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაბამისი. საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, ვინც მკურნალობას ბინაზე აგრძელებს,...
ორივეს ვიცნობ, თინა ბოკუჩავასაც და შალვა პაპუაშვილსაც. რომ არა ის კონცერტები, რომელიც სასესიო დარბაზში იდგმევა, ჩვეულებრივ სიტუაციაში, ხომ წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ასე იქცეოდეს, ერთი ან მეორე?! - ანუ, იქ რაღაც უცნაურობა ხდება, დაპირისპირებულ როლებში მყოფთ, უცნაურად ქცევას აიძულებს , - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განაცხადა და ამით, 18 ივლისს, პარლამენტში შს მინისტრის მისვლასა და ოპოზიციის...
„საქართველოს მელიორაციამ“ კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე ახალი წყალგამანაწილებლის სამშენებლო პროექტი დაასრულა.
„საქართველოს მელიორაციოს“ ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები - (წყალმიმღები კვანძი, ჰიდრანტები, დამცლელი კვანძი, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭები).
„ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.
პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარამდეა”, -...
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით დანერგილი ახალი ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ქართველი ფერმერები მოსავლიანობას ზრდიან და ხარჯებს ამცირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად, ამ სფეროში ნებისმიერი წინსვლა დიდი შედეგის მომტანია.
„2019 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO- მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, დაწესებულებების რაოდენობა, სადაც „ფაიზერზე“ აცრა იქნება შესაძლებელი, გაიზრდება და ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონულ და რაიონულ დონეზე მიმართონ ამ დაწესებულებებს. რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების დროს, როგორც...
მოვუწოდებთ ოპოზიციას, თბილისში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ, ეს წაგების ფორმულაა და „ქართული ოცნების" თამაში, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით კახა კალაძე ფავორიტია. თუმცა, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, ასე არ იყოს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია სწორ სტრატეგიას შეარჩევს.
„ალბათ, მოცემულ სიტუაციაში ნიკა მელია შესაფერისი კანდიდატია ამ ბრძოლისთვის, თუმცა ამ წუთას, მას არ აქვს ლიდერის პოზიცია. მთელ ოპოზიციას მოვუწოდებთ, დედაქალაქში...
მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 - წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 32 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს მოხმარდება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აქტიური დახმარებისთვის დონორებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































