1 სექტემბერს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთის მერიასთან. მოსახლეობა სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს და რამდენიმე დღეში მერიასთან კარვების გაშლას აპირებს. მოთხოვნები უცვლელია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ადგილობრივების განცხადებით, ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც დაზარალდნენ, ამიტომ ხელისუფლებას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ, რომ  გაიყინოს დარიცხული პროცენტი. აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი გამოეხმაურა. მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელგუჯა ბაგრატიონმა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, შუახევის მერობის კანდიდატი როინ ზოიძე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის მაჟორიტარების სია კი ასეთია: იოსებ ზოიძე - შუახევის დაბა; ამირან ხიმშიაშვილი - ზამლეთის თემი; ჯემალ ამაღლობელი - ჭვანის თემი; გენადი ფუტკარაძე - ღვანის თემი; ავთანდილ მახარაძე - შუბანი/ოლადაური;
„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს საარჩევნო სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაარეგისტრირა. სია ცესკო-ში ლაშა დონაძემ და ათეულის პირველმა წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა მიიტანეს. „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ სიაში გიორგი ნონიაშვილი, დათო ჟღენტი, ნინო ორდენიძე, ბესო დონაძე, ლაშა ჯანჯღავა, თეა კოტუა, გიორგი ბახტაძე, ალექსანდრე გურაბანიძე, მალორიტა ედიშერაშვილი, თეიმურაზ გვაძბაია არიან. „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ კანდიდატებს გამარჯვების მაღალი შანსი აქვთ.
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება. როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს, თბილისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა, თამარ კეკენაძეს, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა, მუშაობის საკმაოდ ფართო გამოცდილება აქვს. „თბილისის მერობის კანდიდატი „მესამე ძალის მხრიდან“ არის თამარ კეკენაძე. თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილების მქონე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, პროექტების მართვის და...
"ერთიან ნაციონალური მოძრაობაში'' ქალაქში ამორტიზებულ გზებსა და სატრანსპორტო კოლაფსზე საუბრობენ. რეზო ხარაზი ამბობს, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომელიც  ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, მოსახლეობას მუდმივად საცობში დგომა და ფაქტობრივად  არ არსებულ საფეხმალო ბილიკზე სიარული უწევთ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.  პარტიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე საცობის პრობლემას ჭოროხის გზის მშენებლობა გადაწყვეტდა, თუმცა პროექტი როგორც ირწმუნებიან, კორუფციული გარიგების შედეგად შეჩერდა. მისივე თქმით, ამორტიზებულია ხახულის ქუჩის გარკვეული მონაკვეთებიც,  სადაც...
მოიფიქრეს მორიგი თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა. ეს ძალიან მარტივი გასაგებია. ჩვენ 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმებაზე ხელმოწერას. პრემიერის განცხადებით, ტრაგედიაა, რომ ეს ძალა არის მეორე ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, ეს ტრაგედიაა, რომ მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ მკვლელების კორპორაციას. მისივე თქმით,  პრიმიტიულობა...
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელგუჯა ბაგრატიონმა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სიის ათეული წარადგინა. პარტიის მაჟორიტარების სია კი ასეთია: ამირან თედორაძე - შარაბიძეების ოლქი; ირაკლი კომახიძე - მახინჯაური განთიადის ოლქი; ირაკლი ჩხაიძე - ორთაბათუმის ოლქი; მამუკა ჯევაიში - სარფი, ახალსოფელი/ჭაგნარის ოლქი; დავით დუმბაძე -მახო თხილნარის ოლქი; გიორგი ფარტენაძე - მაჭახელას...
შოვის კურორტის ყაზახი ინვესტორი და მმართველი კომპანია „შოვი რეზორტი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საინვესტიციო პროექტისა და კურორტის ერთიანი განვითარების შეფერხების საფრთხეებიდან გამომდინარე სახელმწიფო მიწების რეალიზაციის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. უნდა აღინიშნოს, რომ BM.GE შოვის კურორტის განვითარების 50 მლნ დოლარის ღირებულების პროექტსა და ყაზახური ინვესტიციის განხორციელებისას არსებული შეფერხების შესახებ ჯერ კიდეც აგვისტოში წერდა. დღეს კი ინვესტორების მიერ გავრცელებული განცხადების პირველ ნაწილში საუბარია...
"იმედია, საარჩევნო კამპანია ნორმალურ გარემოში ჩატარდება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდობიანი და სამართლიანი იქნება. „არჩევნების შედეგი ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და თვითონ ეს შედეგი გამოჩნდება 2 ოქტომბერს. იმედია, კამპანია ჩატარდება ნორმალურ გარემოში და მშვიდობიანად. იმედი მაქვს, ამ კამპანიის მთავარი ორიენტირი მოსახლეობის ყოველდღიურობის გაუმჯობესება იქნება. ასევე, რა თქმა უნდა, იმედია, კანდიდატები ისაუბრებენ; კამპანია...
სიღნაღის საკრებულოს წევრმა „ოცნება“ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ ოთარ ალადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “მეგობრებო, მოგეხსენებათ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, ამომრჩევლის გადაწყვეტილებით გავხდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ამის პარალელურად დღემდე ვმუშაობდი დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს მონიტორინგის სამმართველოში. სიღნაღის საკრებულოში ჩემი ყოფნის ერთადერთი საფუძველი და სურვილი იყო, რომ მეკეთებინა ჩემი მშობლიური კუთხისთვის რაიმე სასარგებლო სქმე, განსაკუთრებით ჩემი სოფლისთვის, რომლის...
დოკუმენტზე ხელმოწერა ჩათლახობის აქტია და დღეს პოლიტიკური უმანკოების უკანასკნელი ბასტიონი დაეცა ნაცების სახით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს. „სულ ორი ვარიანტი გამოდის: 1. დოკუმენტზე თავიდანვე ხელის მომწერები კაი ხალხი ვიყავით, სწორად ვიქცეოდით, მაგრამ ტყუილად გვაბრალებდნენ ჩათლახობას. ამ დაშვების შემთხვევაში, ამას სპეციალურად აკეთებ, თუ უცოდინრობისგან გეშლება, მობოდიშების აუცილებლობას ეს არ ცვლის. 2. ზოგადად, დოკუმენტზე ხელმოწერა ჩათლახობის აქტია...
ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” ბიზნესის თანადაფინანსების ახალი პროგრამა - “ბიზნეს უნივერსალი” წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 10 მილიონ ლარამდე მოცულობის ბიზნეს სესხებზე პროცენტის სუბსიდირება მოხდება. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კომპონენტი არ შემოიფარლება კონკრეტული სექტორებით და მასში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა დარგში მოღვაწე ბიზნესებს შეეძლებათ. “პროგრამა მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას,...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ამ მიზნით მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა,...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. კახა კალაძემ კანდიდატებს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებები უსურვა. „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ჩვენი გუნდის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას, მივესალმები თბილისს და თბილისელებს. 2 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვე რჩება და მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად პროდუქტიულად წარვმართოთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვიყოთ საზოგადოებასთან, გავაცნოთ ჩვენი გეგმები, პროგრამა...
წინა სტატია ვინ იქნებიან პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოების წევრობისა და მერობის კანდიდატები რეგიონებში – პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ თბილისთან ერთად, რეგიონებში მერობის კანდიდატების სია წარადგინა. რეგიონებში მერობის კანდიდატები: რუსთავი – ბექა ლილუაშვილი აჭარა 2. ბათუმი – ირაკლი მიქელაძე გურია 3. ოზურგეთი – გია ცეცხლაძე 4. ლანჩხუთი – ელგუჯა კალანდარიშვილი 5. ჩოხატაური – პაატა ბერიშვილი იმერეთი 6. ქუთაისი – გიორგი გოგუაძე 7. ხარაგაული – ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი 8. ზესტაფონი – ლაშა ცხადაძე 9....
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, გიორგი გახარია „მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას“. „კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს? კახი პირველივე ტურში იგებს“, – წერს მამუკა მდინარაძე. გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ