ყვარლის მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების გასაცნობად, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ოლეგ თორთლაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სისტემური რეგისტრაციის პროცესში მოქალაქეების ინფორმირებასა და აზომვით სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ყვარლის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში: შილდაში, ენისელში, საბუეში, გრემში, ქალაქ ყვარელში,...
ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის პრესტურებს აგრძელებს. ადმინისტრაცია ბრიტანული გამოცემის Calvert Journal-ის რედაქტორსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს. Calvert Journal-ი სამოგზაურო და კულტურის ჟურნალია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შესახებ სტატიებსა და ფოტორეპორტაჟებს ამზადებს. Calvert Journal-ის წარმომადგენლები თუშეთში იმყოფებოდნენ, სადაც ომალო, ბოჭორნა, შენაქო, დიკლო და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ადგილი დაათვალიერეს და გადაიღეს. ტურის განმავლობაში, ბრიტანელი ჟურნალისტები გაეცნენ თუშეთის კულტურას, ტრადიციებს, თუშური კერძების მომზადების...
ფიზიკური დაპირისპირება და მუქარა გურიაში. კოტე შარაშენიძეს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.  გამოძიება დაწყებულია, ოზურგეთის მოქმედი მერს, სავარაუდოდ, პოლიციაში მოუწევს მისვლა. პოლიციამ დაზარალებული უკვე გამოკითხა. ის ვლადიმერ ჩავლეშვილია. „ქრონიკის“ წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება მერის სახლში მოხდა, სადაც შეხვედრა მისი ინიციატივით გაიმართა და საუბარი შეეხო წინასაარჩევნო კამპანიას. ანგარიშწორების მიზეზი კი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება გახდა. კონსტანტინე შარაშენიძე შეხვედრას არ უარყოფს,...
22 აგვისტოს ოკუპანტებმა ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. მიმდინარე წლის 22 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართს მიღმა უკანონოდ აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე...
გორში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირმა ამბარდნიშვილს თავს დაესხნენ. ქალი ყვება, რომ მას 5 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ესროლეს სხვადასხვა ნივთები, მინის ნატეხი და იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. დეპუტატი ამბობს, რომ 5 თავდამსხმელიდან 3 წარსულში მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მოძალადეებიდან ერთი მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ნათესავია, გარდა ამისა, მას ნათესაური კავშირის შსს-ს მაღალჩინოსანთანაც აქვს. დეპუტატი ვარაუდობს,...
"გთხოვთ, კურორტ შოვში შეაჩეროთ მიწის აუქციონები“, - ამ თხოვნით შოვის კურორტის ყაზახი ინვესტორი პრემიერს მიმართავს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. აღნიშნულის შესახებ შოვის კურორტის ტერიტორიის 60%-ის მფლობელმა კომპანია „შოვი რეზორტმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სახელწმიფო აუქციონების გზით შოვის ტერიტორიაზე მიწების პრივატიზება კურორტის ერთიანები განაშენიანებისა და განვითარების გეგმის განხორციელებას ხელს შეუშლის. აღსანიშნია, რომ 2016 წლიდან ყაზახმა ინვესტორმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში - ფოთის საკრებულო) 2020 წელს გაწეულ საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ფოთის საკრებულოს საქმიანობა 2020 წელსაც შეაფასა, რომლის საანგარიშო პერიოდი მოიცავდა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით დროის მონაკვეთს. ძირითადი მიგნებები ფოთის საკრებულო საანგარიშო...
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბევრ სკოლაში სწავლა 4 ოქტომბერს აუცილებლად უნდა აღდგეს. "დიდ პროექტს ვახორციელებთ განათლების სამინისტროსთან ერთად. შეირჩა დიფერენცირებულად 400-500 სკოლა ჯერჯერობით რეგიონებში, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია და აქ გვინდა ძალიან სწრაფად, 4-ში უნდა აღდგეს, აუცილებლად უნდა აღდგეს, როგორც გამოცხადდა, სწავლა საკმაოდ დიდ რაოდენობა სკოლებში, ამიტომ ჩვენ ყველა მოსწავლე, ყველა მასწავლებელი იქ უნდა გამოვიკვლიოთ. მხედველობაში მაქვს...
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო დახვდება, ხოლო საარჩევნო ადმინისტრატორები ეკიპირებულები იქნებიან ყველა საჭირო და აუცილებელი საშუალებებით, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კალანდარიშვილმა განაცხადა, ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლისას ტემპერატურას არ გაუზომავენ, თუმცა, მათ პირბადის გამოყენების ვალდებულება ექნებათ. „კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებამოსილების მქონე პირები გაივლიან თერმოსკრინინგს, თუმცა, ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ეს იმას არ...
პირველად ხდება ის, რომ კენჭისყრის დღეს, ხმის დათვლის დროს, გვექნება ვიდეოფიქსაცია, გარდა იმისა, რომ 3 200 უბანზე მოხდება ხმების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის განხორციელება. თუ ახლა ვიღაცამ არ მოიტაცა და გაიქცა, სხვა შემთხვევაში ეს ჩანაწერები არსად გაქრება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, შემდეგ ეს ვიდეოჩანაწერები აიტვირთება პლატფორმაზე, რისი ნახვის...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მასა და მის გუნდს ხანდახან უკვირს, თუ რა მასშტაბური პროექტებია საქართველოში განხორციელებლი. ამის შესახებ კუჭავამ საჩხერის მერობის კანდიდატის წარდგენისას თქვა. წერს on.ge "ხანდახან ჩვენც გვიკვირს ხოლმე, გვისაუბრია, ამა თუ იმ რეგიონში ჩავდივართ, თუ რა პროექტები და რა მასშტაბის პროექტებია განხორციელებული და თვითონ ციფრები მეტყველებს ამაზე, ნამდვილად საამაყოა", — აღნიშნა კუჭავამ. მსგავსი შინაარსის განცხადება გუშინ, პირველ...
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, თეონა ჭალიძის განცხადებით, ის იზრუნებს, რათა ისანი სოციალური სოლიდარობის სამაგალითო რაიონად იქცეს. როგორც მან აღნიშნა, როგორც ქალს სურს, ბიუჯეტის დაგეგმვისას ქალებზე ორიენტირებული და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკა გაატაროს. „ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მე არ ვარ მდიდარი ოჯახიდან, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და ისნის რაიონის მცხოვრებლების ყოველდღიური პრობლემები....
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის მერობის კანდიდატი, საკრებულოს პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი არის კახა კალაძე. დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ არიან: 1. ლევან ჟორჟოლიანი; 2. ოთარ გრიგოლია; 3. თინათინ ნიბლოშვილი; 4. გიორგი ჩაკვეტაძე; 5. ნიკო კახეთელიძე; 6. ნინო ვარდოსანიძე; 7. აკაკი ალადაშვილი; 8. გიორგი ახვლედიანი; 9. ნინო რუხაძე; 10. ლევან აბაშიძე; 11....
,,შენი იდეა ბათუმს” - პროექტის ფარგლებში 2022 წლის იდეების მიღება დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, იდეების რეგისტრაცია მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობითა და მოქმედი ტელეფონის ნომრით, შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე -www.idea.batumi.ge. იდეების კატეგორიებს დაემატა კოვიდ-19-ის კატეგორია, რაც კოვიდ-19-ით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართულ ღონისძიენებებს გულისხმობს. „პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით შემუშავდება...
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატებს კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. გახარია ამბობს, რომ მზადაა კალაძესა და მელიასთან ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის. "დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია ქართული ოცნება სულ უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!", - წერს გიორგი გახარია Facebook-ზე. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ქართული ოცნებიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის,...
ჭიათურაში მრავალი მიმართულებით ვმუშაობთ და მათ შორის, ერთ-ერთი იყო საბაგირო გზა, რომლითაც ხალხი უკვე სარგებლობს და პროექტში არსებული გაუთვალისწინებელი ფაქტორებიც მოხსნილია , -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჭიათურის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ჭიათურის 24 საათიანი წყალმომარაგების შემდეგ, მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებაზე. „შარშანდლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს ქალაქს და ეს ჩვენი დიდი მონაპოვარია, დარჩენილი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ