წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურიზმის პოტენციალზე აქცენტით განსაკუთრებით გამოირჩევა. გამონაკლისი არც გურია იყო. „აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი. ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური“, - ამ განცხადების ავტორი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშია კურორტი ბახმარო, რომელიც ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარეობს და ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს...
8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი და სწორედ ამ მშვიდობამ და სტაბილურობამ მოიტანა განვითარება ყველა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა მიმართულებით არის პროგრესი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული, ხელშესახები პროგრამების ამოქმედება, როგორიც არის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეულმა პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, პოლონეთში თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პედაგოგები ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის პარტნიორ ქალაქ ოჟიშში, სადაც მათ, პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით, ორმოცსაათიანი სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდათ.
„თამარ ლურსმანაშვილს, ნათია ტორონჯაძეს, ლანა ვაიცეხოვსკის, ნინო ბექაურსა...
ჩვენი მთავარი ხედვა დაფუძნებულია განვითარებაზე; ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მის უფრო მეტად განმტკიცებაზე და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, განვითარებაზე. განვითარება, განვითარება და განვითარება - მუშაობა სჭირდება ყველაფერს და ყველა საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა ბოლო...
გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ არსებითად შევამციროთ საარჩევნო ბარიერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი მეორე მოსმენაზე თითოეულ მუხლს ჩაუღრმავდება და განისაზღვრება, თუ როგორი ბარიერია ყველაზე მეტად მიზანშეწონილი ქვეყნისთვის შემდეგი ერთი თუ ორი არჩევნებისთვის.
„ნებისმიერი კანონპროექტი პარლამენტში განიხილება სამი მოსმენით. პირველი მოსმენის დროს განიხილება ზოგადი პრინციპები. ჩვენ სწორედ ასეთი სახით განვიხილეთ და დავამტკიცეთ პირველი მოსმენით...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშენდება გუდაურის შემოვლითი გზა, რომლითაც გუდაურში თბილისიდან ჩასვლა მხოლოდ 1 საათში იქნება შესაძლებელი.
პრემიერის თქმით, ეს გზა გუდაურს ევროპული ტიპის კურორტად აქცევს.
„აშენდება გუდაურის შემოვლითი გზა, რომლითაც გუდაურში 1 საათში იქნება შესაძლებელი ჩასვლა თბილისიდან, რაც განტვირთავს მას და აქცევს ევროპული ტიპის კურორტად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, გზა 5-კილომეტრიანი იქნება.
„...
ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის მთავრობა, ვინც მიიღო გენერალური გეგმა და ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის ურბანული პოლიტიკის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ვექტორს.
„ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული პოლიტიკა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ვექტორს. გვახსოვს...
ლანჩხუთში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მერობის კანდიდატად ლია მუხაშავრია დაასახელა.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე დასახელდა გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი კანდიდატი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.
მერობის კანდიდატმა, ლია მუხაშავრიამ მთავარ პრიორიტეტად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვა, სოფლის მეურნეობის აღორძინება და ინვესტორების მოძიება დაასახელა.
„ძალიან ბევრი პრობლემა არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უპირველესია, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ამისთვის უნდა მოხდეს მთელი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც...
ქვეშეთი-კობის ახალი, ცხრა კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაობის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და მოსახლეობისთვის, ასევე – მთლიანად რეგიონისთვის.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ამიერკავკასიაში უნიკალური ცხრა კმ-იანი გვირაბი არის საუკუნის პროექტი და ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი.
ღარიბაშვილის თქმით, დღის განმავლობაში გზაზე დაახლოებით 3-4 ათასი...
"ლელოს საქართველოსთვის" ლიდერებმა, პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილი და გენერალურმა მდივანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას - "ლელოს 9 ნაბიჯი - თბილისის მარშალის გეგმა" წარუდგინეს.
„ქალაქი ქალაქში“ – 21 საუკუნის თბილისი
მზრუნველი და სამართლია ნითბილისი
უსაფრთხო და სუფთა ქალაქი
მწვანე ქალაქი
საქმიანი თბილისი
Connected თბილისი
ჯანმრთელი და განათლებული თაობის თბილისი
მასპინძელი თბილისი
ძველით ბილისი
„თბილისი სიტი-...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციაზე განხორციელებული ზეწოლისა და ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე მიმდინარეობს უპრეცედენტო ზეწოლა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად დააზიანონ საარჩევნო პროცესი.
„უსაფუძვლო ბრალდებები და ზეწოლა განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ მიმდინარეობს. ამის მაგალითია დღეს მომხდარი...
თბილისის მერად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძე მოსახლეობას ავარიული სახლების ჩანაცვლებას ჰპირდება. კონკრეტული პროგრამა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად ურბანული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების ფარგლებში წარადგინა.
როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ამჟამად დედაქალაქში 10 000-მდე ავარიული შენობა აღირიცხება, რომელშიც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
„ამ პრობლემის გადასაწყვეტად მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც მრავალწლიანია, ითვალისწინებს ავარიული...
პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ცაგერისა და ლენტეხის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა. ცაგერის მერობის კანდიდატი - ბესარიონ ბენდელიანია.
ხოლო სიის წევრები არიან:
1. მალხაზ მურცხვალაძე
2. გიორგი კოპალიანი - სიის მეორე ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ქვედა ცაგერის და ლუხვანოს თემში
3. ირმა ყურაშვილი.
4. იმედა მეშველიანი
5. რევაზ გუგავა.
მაჟორიტარობის კანდიდატები:
1. ბეჟან ღურჭუმელიძე - ქალაქ ცაგერის მაჟორიტარი
2. დავით მურცხვალაძე - სოფელ ჩხუტელის თემის მაჟორიტარი
3. სალომე ერისთავი...
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებას დღეს სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა, რომელიც მისივე თქმით, იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ მას მოქალაქეები თბილისის მერად აირჩევენ.
კალაძე, მისი არჩევის შემთხვევაში, საზოგადოებას მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის ზრდას, სატრანსპორტო დერეფნების მოწყობას, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემის ამოქმედებას და შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარისა და ტევადობის გაზრდას პირდება“.
კახა კალაძის თქმით, დაპირებისამებრ, მიკროავტობუსების პარკის განახლება წელსვე დასრულდება.
„380 ახალი ავტობუსი შეემატება...
კახა კალაძის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული თბილისის ურბანული პოლიტიკის პროექტების ფარგლებში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, კაპიტალური რეაბილიტაცია დედაქალაქში 5 ძირითად გამზირსა და 1000-მდე ქუჩას ჩაუტარდება“,-ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის ურბანული პოლიტიკის პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე პანდემიის გამო იყო შეჩერებული, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ინტენსიურ...
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ტვიტერზე წერს, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად დელეგაციის გაგზავნა გადაწყვიტა. ევროპარლამენტარი ამ გადაწყვეტილებას შესანიშნავ სიახლეს უწოდებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 25 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































