„ყაზბეგი გარკვეულწილად „ბრენდი” გახდა - საქართველოში თუ ჩამოდიხარ, არ შეიძლება არ ამოხვიდე აქ და არ დატკბე ამ ულამაზესი ხედებით, ამ სითბოთი, რომელსაც აქ გახვედრებენ. არჩევანი ნამდვილად არის - საკმაოდ მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც ცნობილია უკვე საქართველოში და არამხოლოდ და რაც ყველაზე მთავარია, ის დიდი სითბო და სტუმარ-მასპინძლობა, რაც თითოეულ ოჯახში გხვდება, იმ ოჯახურ სასტუმროებში, რომელიც ძალიან პოპულარულია და ბევრი ვიზიტორი...
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ლაგოდეხში კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. ამჯერად საუბარია ვარდისუბანი - ცოდნისკარი - ჭიაურის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე, ბესიკ ბებრიშვილზე. მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა.
"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში საკრებულოს პროპორციული სია დაასახელა. სიაში მერიის, საკრებულოს თანამშრომლები, წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორები და საჯარო სკოლის დირექტორია წარმოდგენილი. ვის შეყვანას გეგმავს მმართველი გუნდი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნახეთ ჩამონათვალი: 1. დიმიტრი მხეიძე - შპს დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა "გიდი"-ს ექიმი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2. გია ბასილაძე - შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წყალტუბოს სერვის ცენტრის მენეჯერი, მ.პ.გ. "ქართული...
სამწლიანი დაპირების შემდეგ, ქუთაისის მერიამ ბალახვანის კიბის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. მუნიციპალიტეტს სამუშაოებისთვის ბიუჯეტში თანხა ისევ არ აღმოაჩნდა და სამი წლის წინ გასაკეთებელი პროექტის დაფინანსება ევროკავშირისა და სახელმწიფოს ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში ითხოვა. რეგიონების განვითარების მიზნით შერჩეულ პროექტებს შორის ასსაფეხურიანი კიბეც მოხვდა, რისთვისაც 740 928 ლარი დაიხარჯება. ბალახვანის კიბე "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში,  ქუთაისში ერთ-ერთი მასშტაბური დაპირებაა. მერიამ ჯერ პროექტი შეცვალა, შემდეგ კი...
თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, გაოგნებულია დედაქალაქის მერობის სხვა კანდიდატების იმ განცხადებებით, რომელიც ნარკოტესტის ჩაბარებას ეხება. ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, გაუგებარია, რა კავშირშია ერთმანეთთან ნარკოტესტის ჩაბარება და დებატები. „დებატებზე ღიად განვაცხადე, რომ ყველასთან მზად ვარ დავჯდე დებატებზე, ვერანაირ პრობლემას ვხედავ. რაც შეეხება ტესტს, გაოგნებული ვარ ისეთი განცხადებები მოვისმინე. არ ვიცი, უბრალოდ, რა დავარქვა ამ ყველაფერს. საზოგადოება თვითონ გააკეთებს სწორ ანალიზს”. განაცხადა კახა კალაძემ.
„საქართველოსთვის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ კანდიდატებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. გახარიას პარტიის საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ მათი სიის მე-19 ნომერმა, გიორგი ჯოჯუამ კანდიდატურა ზეწოლის შედეგად მოიხსნა. მისივე მტკიცებით, მუქარა უშუალოდ ჯოჯუას მიმართ განხორციელდა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.  „ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ოცნება“ არის შეშინებული  და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული პარტია....
ქალაქ გურჯაანის #1 მაჟორიტარულ ოლქში სამი კანდიდატია. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ეს კანდიდატები არიან: ,,ქართული ოცნებიდან" ცნობილი პედიატრი ნაირა სეხნიაშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი და ,,გახარია- საქართველოსთვის" პარტიიდან სიმონ ქოჩორაშვილი. სასურველ კანდიდატს #1,#2 და 47-ე უბანზე რეგისტირებულმა ამომრჩევლებმა უნდა მისცეს ხმა.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტების მერების გარდა, საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა მოუწევთ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა წინასაარჩევნო აგიტაცია უკვე დაიწყო. პარტიებმა  უკვე დაასახელეს კახეთის რეგიონში მერობის და საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც. ამ დროისთვის კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში კანდიდატები წარადგინა პოლიტიკურმა პარტიამ ,,ლელო საქართველოსთვის”, პარტიამ ,,თავისუფალი საქართველო”, ,,პატრიოტთა ალიანსმა”, გიორგი გახარიას პარტიამ ,,საქართველოსთვის”, „ევროპულმა საქართველომ”, ...
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, ყველა დიდი გამზირი მიწისქვეშა კომუნიკაციებით განახლდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდება. როდესაც მთელი გულით ცდილობ, ყველაფერი გამოდის, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ამჯერად, კახა კალაძე საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, კაპანაძის #4-ში და ქინქლაძის #24 ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კახა კალაძე ჩუღურეთის მცხოვრებლებს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებსა და...
დღევანდელი დღე დასაწყისია ქვეშეთი-კობის უმნიშვნელოვანესი პროექტის, რომლის შედეგადაც მივიღებთ გზას, რომელიც კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება. რეალურად ეს არის გზა, რომელიც ერთსაათიან მონაკვეთს, იდეალურ შემთხვევაში, გადააქცევს 17-20 წუთიან მონაკვეთად, საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის გათვალისწინებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, დაიწყო 9 კილომეტრიანი გვირაბის ბურღვა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ...
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტში 18 უბანია გახსნილი. მაჟორიტარული კანდიდატები კი ოთხმა პარტიამ  წარადგინა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ 11–11 მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს, 1–1 კანდიდატი დაასახელა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“. მაჟორიტარული სიით ადიგენში კენჭს ორი დამოუკიდებელი კანდიდატიც იყრის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ადიგენის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, N1 ადიგენის საარჩევნო უბანზე კენჭს სამი კანდიდატი იყრის: N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ადიგენის საარჩევნო ოლქში, პროპორციული სიით შვიდი პარტიაა დარეგისტრირებული. გთავაზობთ პარტიების მიერ წარდგენილი სიების პირველ ათეულებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. N2 „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გურამ მგელაძე გელა სარაშვილი კანდიდატურა მოხსნა ნუგზარ გიგოლაშვილი მალხაზ გიქოშვილი მეგი კაჭკაჭიშვილი მერაბი კაჭკაჭიშვილი ნუგზარ კაჭკაჭიშვილი ჟუჟუნა როსტომაშვილი ლევანი აბულაძე "ევროპული საქართველოს" პარტიულ სიაში 25 კანდიდატი ყავს შეყვანილი, რომელთაგან ერთმა, მესამე...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის მერობის სამი კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი, მეორე კი მოქმედი მერია. ამის სესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მერობის კანდიდატები ნინოწმინდაში: N5  - ავაკ ბდოიან  - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” N41 - ანივარდ მოსოიან  - “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” N51 – სურენ მოსოიან - საინიციატივო ჯგუფი - კარენ თარზიან, არტიუშ ვარტანიან, ვაღარშაკ ხანოიან, იურიკ ჰარუთიუნიან, რაფიკ...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე  ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. N2 - არსენ კარაპეტიან - „ევროპული საქართველო” N5 - მელიქ რაისიან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” N41 - მელქონ მაკარიან - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”
video
ფატი ჯაბნიძე, საწარმო „კერკში“ მუშაობს. სოფელ ზვარეში მცხოვრებმა  სამსახური სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანაში, პანდემიის ფონზე ათასობით მოქალაქე შემოსავლისა და სამსახურის გარეშე დარჩა. ხილის გადამამუშავებელი ობიექტი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში, სოფლის მეურნეობის სამნისტროს მიერ მოწყობილი და უფუნქციოდ დარჩენილ ლოჯისტიკური ცენტრის გვერდით, ევროკავშირის თანადაფინასებით მოეწყო. ახლა აქ, დღის განმავლობაში 23 თანამშრომელი ასობით კილოგრამ პროდუქციას ამუშავებს. მათ შორის ჩირსა და ნუგბარს....
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვებს გეგმავს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ევროკავშირის აქტების მიხედვით მოამზადა. კანონპროექტოს განმარტებით ბარათში სამინისტრო განმარტავს, რომ დღემდე მოქმედი "წყლის შესახებ" კანონი, რომელიც 1997 წლის 16 ოქტომბერსაა მიღებული, წყლის რესურსების მართვის ძველ სისტემას ემყარება და არ შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ