„ლელოს“ მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი ოპონენტების მიერ ერთმანეთის დებატებში მიწვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა კი არა რეალური საქმის კეთებაა მნიშვნელოვანი, ადამიანისა და ქალაქისთვის.
მისივე თქმით, დღეს ზოგიერთი კანდიდატი ვერ იაზრებს იმას, თუ რა სჭირდება ქალაქს და აქ მცხოვრებელ ადამიანს. ბიბილაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, თითოეულ კანდიდატთან დებატები გამართოს თუ მათი საუბარი რეალური პრობლემების მოგვარებასა და თბილისის განვითარების ხედვას შეეხება, რომელიც...
მე და გახარიას შორის ძალიან ფუნდამენტური განსხვავებაა. ძალიან გამიკვირდება, რომ ტრადიციულმა ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ამ ადამიანს მხარი დაუჭიროს. ის თანაავტორია 20 ივნისის და ბევრი იმ პრობლემის, რაც ამ ქვეყანაშია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა და პლატფორმა „მესამე ძალის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღეს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა იგრძნო ის წნეხი და ზეწოლა, რასაც, მისი თქმით, ოპოზიცია გასული...
ახლა ჩვენ ვფიქრობთ არჩევნებზე, - როგორ ავიღოთ ბევრი ხმა და „ქართულმა ოცნებამ“ როგორ ვერ აიღოს 43%. თუ ვერ აიღეს 40% და არ წავიდნენ ხელისუფლებიდან, მთელი ჩემი და ჩემ გარშემო ადამიანების ფიქრი მხოლოდ იმაზე იქნება ფოკუსირებული, როგორ შევუშალოთ ხელი ამ მავნებლებს, რომ ვერ გააგრძელონ ქვეყნის მართვა, ისე თითქოს არაფერი ხდება. რასაც მოვიფიქრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“...
ბატონ კალაძესა და ბატონ გახარიას შორის ალბათ, გაირკვევა ნარკოურთიერთობები - როგორც ჩანს ერთმანეთის შესახებ აქვთ მიღებული ინფორმაცია ბევრი სხვადასხვა წყაროდან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ ურთიერთობები თავად უნდა გაარკვიონ.
"ბატონ კალაძესა და ბატონ გახარიას შორის ალბათ, გაირკვევა ნარკოურთიერთობები. ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, მრავალი წელი გვერდიგვერდ იყვნენ,...
წინა სტატია
ნებისმიერ ფორმატში მე მზად ვარ, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას მიერ დებატებში გამოწვევას.
მისი თქმით, ყველა მერობის კანდიდატი არის ვალდებული მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში.
"მე არც ერთ მერობის კანდიდატთან არ მაქვს პრობლემა. ყველა მერობის კანდიდატი არის ვალდებული მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში და ბუნებრივია ეს დებატები უნდა შედგეს ნებისმიერ ტელეეთერში....
წინა სტატია
თვითმფრინავში ჯდება, მიფრინავს, თმას იწიწკნის, რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს, არ მოუწევია- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით მზადდებოდა პროვოკაცია.
ჯაფარიძის შეფასებით, ეს ტრაგიკული ამბავია.
„უნდობლობაზე მეტად ტრაგიკული ამბავი არის, რომ პრეტენზიების და ამბიციების მქონე პოლიტიკოსი ტესტისთვის მიდის სხვა ქვეყანაში. თავმოყვარეობის ამბავია,...
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე იაშვილის, ბერიძის, ჩაიკოვსკისა და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან მთაწმინდის რაიონის განვითარების გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა და უბნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მათი პოზიციები მოისმინა.
„შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გავაგრძელებთ მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს, რაც, ავარიული შენობების ჩანაცვლებასა და...
„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, ევროპული პარლამენტის სადამკვირვებლო მისიაში 7 ევროპარლამენტარი და პარლამენტის ადმინისტრაციული თანამშრომლები იქნებიან. როგორც გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, დასავლეთი ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რეფერენდუმს, სადაც გადაწყდება საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი.
„ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება ამ არჩევნებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. არჩევნებს დააკვირდება არამარტო ეუთო/ODHIR-ის მასშტაბური წარმომადგენლობა, IRI და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, არამედ თავად...
პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ის ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.
როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.
„რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ და „ოცნების“ „ბოსებმა“ განაცხადეს, რომ მათთვის ეს საკითხი უკვე დახურულია და ეს თემა ამოწურულია. ეს საკითხი ჩემთვის დახურული არაა და მხოლოდ ახლა ვიწყებ ამაზე საუბარს. რა თქმა უნდა, მარტივია, შემოაგდო...
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ტელეკომპანია „იმედზე“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნიკა მელიას „მთავარ არხზე“ დებატებში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთი ბიძინა ივანიშვილის პროექტს გვეძახის, მეორე კი მიხეილ სააკაშვილთან კავშირში გვადანაშაულებს. მათ ფაქტობრივად შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოქალაქეები და აწყობენ ცირკს იმის მაგივრად,...
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ქემოკლიძე სამგორის მოსახლეობას წარუდგინა.
როგორც გახარიამ სამგორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სხვადასხვა უბანში განვითარების ამხელა სხვაობა არ შეიძლება იყო. „ეს მუნიციპალური არჩევნებია, მაგრამ გამოდის, ის მუნიციპალურ დონეს უკვე გასცდა. დარწმუნებული ვარ ყველა ერთად თქვენი მხარდაჭერით, გუნდი ამ არჩევნებში არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით მიიღებს მხარდაჭერას, ჩვენ ყველანი ერთად დავიწყებთ ცვლილებებს ამ ქვეყანაში. დღეს...
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვინც ამ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას შეძლებს ყველა რაიონში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეიძლება გარკვეულ ქალაქში იყოს მეორე ტური, რაც არ წარმოადგენს პრობლემას.
„ჩემი შეფასება, რასაც მე ვუყურებ და ვგრძნობ, გარკვეული გამოცდილება გვაქვს არჩევნებში მონაწილეობის, ვხედავ, რა საზოგადოების განწყობას. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია,...
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „სოფლად მეწარმეობის განვითარების" პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროგრამა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან და ასოციაცია „ტყის პროდუქტთან" ერთად წარადგინა.
პროგრამის პარტნიორ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია პარლამენტში გაიმართა.
„პროგრამა, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია CENN-ის დახმარებით განვახორციელებთ, მიზნად...
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებსა და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ის სიახლეები გააცნო, რომლებიც ინკლუზიური განათლების კუთხით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე თვიდან გაიზარდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობისათვის საჯარო სკოლებისათვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ოდენობა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, დაფინანსება გაიზრდება სპეციალური საგანმანათლებლო...
„ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აქტივობას მერიასთან ხმაური მოჰყვა. ნიკა ნარსია მერიის შესასვლელთან სტიკერების წარწერებით - "ნუ გვისმენთ" გააკვრას ცდილობდა.
როგორც ნარსია აცხადებს, ის ამ ფორმით ფარულ მიყურადღებას აპროტესტებს. მას სტიკერების გაკვრის საშუალება მერიის დაცვის სამსახურმა არ მისცა. დაცვის თანამშრომლებმა მას კანონის დაცვისკენ მოუწოდეს.
ნარსიას თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას და დოკუმენტების გადაცემას აპირებდა, სადაც მისი მტკიცებით, ნაჩვენებია, რომ საკრებულოს წევრი...
სპეციალური პორტალი, რომელზეც კოვიდვაქცინით აცრილი მოქალაქეების ბაზა აიტვირთება, დღეს ამოქმედდება.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დღეს გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც დეტალურად იქნება განხილული შემუშავებული აპლიკაციის დანერგვის მეთოდები.
პორტალი - COVIDPASS.MOH.GOV.GE, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ადამიანის სტატუსი განსაზღვრონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვან ის კონკრეტულ სივრცეში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































