წინა სტატია
სოფელ ურაველში აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დროს, მოსახლეობის ნაკვეთებამდე მისასვლელ ერთადერთ სამანქანო გზას, რომელიც თვეზე მეტი ჩახერგილი იყო, ბეტონის საფარით გაასწორებენ. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამისშესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სოფელ ურაველში, აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დროს, გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მოსახლეობის ნაკვეთებამდე მისასვლელი სამანქანო გზა გადიოდა, მშენებელმა კომპანიამ ინერტული მასალა დაყარა, რის გამოც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მოსახლეობა...
წინა სტატია
ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მაგისტრალის შემადგენელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 60 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი დაამტკიცა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 2 მონაკვეთად არის დაყოფილი, ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6...
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია ერთი მხრივ, სოციალურ პასუხისმგებლობაზე და მოქალაქეების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
„როგორც იცით, მივიღეთ გადაწყვეტილება და პენსიონერებისთვის გავითვალისწინეთ პენსიების ორ ეტაპიანი მომატება. ამასთან, სახელმწიფოს განსაკუთრებულად ზრუნავს მასწავლებლებზე, რაც მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის თვალსაზრისითაც, რადგან მოგეხსენებათ, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდა არის არა მხოლოდ ჩვენი...
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პროექტების შესრულების დინამიკა და ტემპი არის ძალიან მაღალი და ასეთი დინამიკა სამინისტროს წლების განმავლობაში არ ჰქონია.
„9 თვის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში ბიუჯეტი 108%-ით შესრულდება. ასეთივე მონაცემები გვაქვს მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებასთან მიმართებაშიც. აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტების შესრულების ასეთი მაღალი დინამიკა სამინისტროს წლების განმავლობაში არ ჰქონია. ეს არის იმ...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი დასკვნის თანახმად, ქუთაისის მერია 2 მილიონ 715.6 ათასი ლარის ხარჯვის საჭიროებას ვერ ასაბუთებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
"ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნებისა და ვიდეო- სამეთვალყურეო სისტემების საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვის სატენდერო პროცესი ისე წარმართა, რომ 2015, 2016 და 2017 წლების სავარაუდო ღირებულება არ ეფუძნებოდა რეალურ გათვლებს.
"მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა აუცილებლობით...
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია მუშაობას დღეს ასრულებს. დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, კომისიის წევრები საყოველთაო სახალხო განხილვებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ოქმს მოამზადებენ.
ცვლილებებზე უახლოეს დღეებში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც საკითხს კენჭს პლენარულ სესიაზე უყრიან.
რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტის მიუხედავად, დოკუმენტს ოპოზიცია მხარს უჭერს.
მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პაკეტის მიხედვით, 2020 წლიდან ქვეყანა მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე უნდა გადავიდეს, ნულოვანი ბარიერის პრინციპით. საყოველთაო სახალხო განხილვები...
დედაქალაქში მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლების საკითხი ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძველებული პარკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე, ამ ეტაპზე, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თბილისის მერის თქმით, კარგი იქნება თუ მიკროავტობუსების არსებული პარკის განახლება საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებით მოხდება, რაც მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაშია მისაღები.
„რამდენიმე თვეა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მიკროავტობუსების...
ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ოთხი მუნიციპალიტეტია შერჩეული.
უწყების ცნობით, ლაგოდეხი პირველია, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღრიცხვა 21 000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე უკვე ჩაატარა. ტყის აღრიცხვა დაწყებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2020 წლის ბოლომდე მათ რიცხვს დედოფლისწყაროსა...
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხუთ სოფელს წლებია სასმელი წყალი არ აქვს. ადგილობრივებს წყლის მოგროვება ტყეში, წყაროზე უწევთ, რომელიც სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. ამის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია იმედმა მოამზადა.
სოფელში წყალი ზოგჯერ 15 დღეში ერთხელ უწევთ, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყლის ყიდვა უწევთ.
წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება 2017 წელს დაიწყეს, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.
https://ge.cloudvod.imedi.ge/new/V/1910/16/82/76/Qr6OjLv08kibjHMX8Sj8lg/4.mp4
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 3 ოქტომბრის 20:00 საათიდან 5 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილებას ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, ავალიშვილისა და ჩიქოვანის ქუჩებიდან შეძლებენ. რამიშვილის ქუჩაზე ტრანზიტული მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ფალიაშვილის ქუჩიდან რამიშვილის ქუჩასა და ამირეჯიბის გზატკეცილს ტრანსპორტი თაქთაქიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის...
ადიგენში, ოთხი სოფლის მცხოვრებლები, სახელმწიფოსგან იმ შვიდი ჰექტარი მიწის დაკანონებას ითხოვენ, რომელიც წლების განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ. აღნიშნული ტერიტორია ერთი წლის წინ კი საპატრიარქოს გადაეცა. სასულიერო პირები მიწის დათმობას არ აპირებენ. 13–მა ოჯახმა სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადიგენში, დერცელისა და კიკიბოს მიმდებარედ, მოსახლეობა შვიდი ჰექტრის რეგისტრაციას ეგრეთწოდებულ ქვაბიჯვრის ტერიტორიაზე ითხოვს.
ადგილობრივები რამდენიმე ათეული წელია ამ სათიბებით სარგებლობდნენ, თუმცა დარეგისტრირებული...
მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისა და შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების საკითხზე ონის მერიაში ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს, რომელიც საქართველოს მედია-კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, ონის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო, ასევე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების საინფორმაციო მხარდაჭერის, აგრეთვე, ადგილობრივი...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ცემენტო-ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 808 217 ლარს შეადგენს, პირველი ეტაპის სამუშაოებზე 621 053ლარი დაიხარჯა.
ამასთან, სოფელ ხვანჭკარაში მიმდინარეობს ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 8459 ლარს შეადგენს.
ამბროლაურს მერიაში აცხადებენ, რომ ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
მესტიაში შიდა გზების (15 ქუჩა) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 5 413 219 (ხუთი მილიონ ოთხას ცამეტი ათას ორას ცხრამეტი) ლარია.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) "თავადი-I" ასრულებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა მესტიის 15 ქუჩას:
გ. ჯაფარიძის ქუჩა; ა. ხერგიანის ქუჩა; ვიტორიო სელას ქუჩა; დ. აღმაშენებლის ჩიხი; ჭ. ჩართოლანის ქუჩა; ბ. ხერგიანის ქუჩა; ბეთლემის ჩიხი; ი. გაბლიანის...
წელს პირველად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. სოფლებში: გურნა, ჯვარისა, სოჩხეთი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მოეწყო, რომელიც ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
საასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ასევე განახლდა კურსების საბავშვო ბაღში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორპირის, ხრესილსა და ახალსოფელის საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას მოგვიანებით დაიწყებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა დასრულდა, ზოგ მათგანში კი სამუშაოები ისევ გრძელდება.
მცხეთის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში დასრულდა სველი წერტილების მშენებლობა. მოხდა სკოლის შესასვლელების, სპორტული მოედნისა და ბილიკების მოწესრიგება, რომლებიც ადაპტირდა შშმ პირთათვის. დაიგო ასფალტის საფარი ეზოში არსებულ კალათბურთის მოედანზე, გარემონტდა სპორტული დარბაზის გასახდელები, განახლდა ჭერი და კედლები.
მცხეთის მუნიციპალიტეტში განათლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































