წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ ზაზა ფარცვანიამ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს თამთა თოდაძეს შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერა. აღნიშნულმა კომენტარმა სოციალური ქსელის მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
თავად ზაზა ფარცვანია ამბობს, რომ საკუთარი აზრის ამგვარად გამოხატვაში პრობლემას ვერ ხედავს.
"ახლა მაინც შვებულებაში ვარ. არც მახსოვს, რა დავწერე. რაც შეეხება ამ ფაქტს, პროვოკაციის სუნი უდის, თუმცა, თუ...
სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღი ვერც დღეს, 10 ოქტომბერს გაიხსნა. ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი მიზეზად არასაკმარის ინვენტარს ასახელებს და ამბობს, რომ მათი განთავსება ბაღში სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დასრულდება. ინფორმაციას რადიო მარნეული აქვეყნებს.
„ინვენტარი მოდის, ჯერ სრულად არ არის მოტანილი, იმიტომ გადავავადეთ. ერთ-ორ დღეში მზად ვიქნებით. შემდეგ მერიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გახსნა როდის იქნება. ახლაც აქ, საიმერლოს ბაღში ვარ“ - გვითხრა ქარამოვმა.
მიუხედავად...
გორის მუნიციპალიტეტში, 102 ჰა დეგრადირებული სასოფლო მიწის აღდგენის ხელშესაწყობად სამწლიანი პროექტი “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ დაიწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
გორის მერიაში მიწის ნეიტრალური ბალანსის მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნის მისაღწევად ხელსაყრელი გარემოს შექმნა მუნიციპალურ დონეზე.
შეხვედრაზე პროექტის ჯგუფმა განსახილველად წარმოადგინა თესლბრუნვის საპილოტე პროექტის ჩართვაში დაინტერესებული...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისის მერიამ ჯიპების შესაძენად თანხა გაზარდა. მას შემდეგ, რაც მერიის გამოცხადებული ორი ტენდერი ჩავარდა, მერიამ 69 000 ლარი კვლავ გაზარდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ამჯერად, მუნიციპალიტეტი ორი ჯიპის შესაძენად 74 000 ლარს გადაიხდის.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს მეორადი, 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვა.
ქუთაისის მერიის მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ორჯერ არ შედგა....
გაზის შიდა ქსელებს, გაზგამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლების ნაცვლად, დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები შეამოწმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
აღნიშნულ ცვლილებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.
დოკუმენტის თანახმად, კანონის მიღებისა და გამოქვეყნებისთანავე ინსპექტირების ორგანო ხდება სამშენებლო ნორმებსა და წესებთან ბუნებრივი გაზის სისტემების შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს...
10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტება აფაქიძის და კ.გამსახურდიას, ასევე წითელი ჯვრისა და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მიზეზი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე დაგეგმილი გზის გამაგრების სამუშაოებია.
მერია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ალტერნატიული მარშრუტებით გადაადგილდნენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბეში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე სოფლის ტერიტორიაზე მსგავსი დანიშნულების შენობა არასდროს ყოფილა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი სწორედ ადგილობრივების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით ხორციელდება.
"აშენდება ორსართულიანი, თანამედროვე ტიპის შენობა, რომელსაც მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება. ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად მასში სოფლის ამბულატორია და ბიბლიოთეკა განთავსდება”,-აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შენობა მთის ფონდის დაფინანსების ფარგლებში შენდება და მასზე 390...
ქედის სოფლებში, მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტად დასახელებულ სასოფლო თუ, საუბნო გზებზე, ბეტონის საფარის დაგება თითქმის დასრულდა. სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. რამდენი დახარჯა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამ მიმართულებით? ამის შესახებ სიუჟეთი ტვ25-მა გააკეთა.
ბეტონი დააგეს წონიარის თემის სოფელ კანტაურში, სადაც, მანამდე ადგილობრივის თქმით, მოსახლეობის მონაწილეობით, სოფლის გზის ჩახერგილი მონაკვეთი გაკეთდა. პროგრამულად ამავე სოფელში, გარე განათებაც მოეწყო.
გარე განათება მოეწყო, ამავე თემის სოფელ...
სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ტურისტული ა(ა)იპ–ისთვის, სადაც ვაკანსია მეორედ გამოცხადდა, აპლიკანტებთან გასაუბრება დასრულდა. ახალი თანამშრომლები ამ ეტაპზე შერჩეულები არ არიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ააიპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) თანამშრომლების შესარჩევად, კონკურსი მეორედ, 30 აგვისტოს შემდეგ პოზიციებზე გამოცხადდა: მარკეტინგის მენეჯერი, PR მენეჯერი და აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე გვიხსნის, გასაუბრებაზე მხოლოდ ოთხი აპლიკანტი მივიდა, ორი მარკეტინგის და...
საქართველოს პრემიერმინისტრმა ბაქოში ვიზიტი შეაჯამა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას გვერდს ვერ აუვლიდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც დავით გარეჯია.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები , რომლებიც არ არის დადგენილი.
"ეს არის ჩვენი პოსტ საბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია,...
ტრადიციულად, როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხი დგება, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებათა მაგიდას ტოვებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებათა 49-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა. დარსალია აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ საკმაოდ მძიმე ფონი იყო.
„რაუნდის წინ საკმაოდ მძიმე ფონი იყო, შესაბამისად, არც დიდი მოლოდინები არ იყო, რომ რამე გარღვევა მოხდებოდა ამ რაუნდზე. ყველას ინტერესშია არსებული...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდზე საუბარი შეეხო აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.
„განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
2020 წელს დღგ-ის 19%-იდან მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას დუშეთი მიიღებს. თუ ამ მუნიციპალიტეტს წელს 4 823.6 ათასი ლარი (0.51%) ჰქონდა, 2020-ში 1,2 მილიონით გაიზრდება და 6 029.5 ათასი ლარი (0.59%) გახდება.
1 მილიონით გაიზრდება მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. წელს მას დღგ-ის 19%-იდან 4 131.3 ათასი ლარი (0.44%) შეხვდა, გაისად კი ეს თანხა 5 164.1 ათასი ლარი (0.51%) გახდება.
ასევე...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
2020 წელს დღგ-ის 19%-იდან იმერეთის რეგიონში ყველაზე მეტ დაფინანსებას ტრადიციულად თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი მიიღებს.
როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, გაისად ქუთაისი, წლევანდელთან შედარებით, თითქმის ორმილიონნახევრით მეტს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის 19%-იდან მისაღები კვლავ 3,48% რჩება, თანხა, წლევანდელი 32 935.3 ათასის ნაცვლად, 35 368,1 ათას ლარი გახდება.
დაფინანსების მოცულობით მეორე ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტია. მომავალი წლისთვის ამ მუნიციპალიტეტს როგორც დაფინანსების...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ბიუჯეტი სწორად არის ფორმირებული და საჭიროებებზე მორგებული.
„ბიუჯეტში არის მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც სოციალური, ჯანდაცვის, განათლების თვალსაზრისით არის მოთხოვნადი და იყო და რჩება ჩვენი საზოგადოების დაკვეთად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ბიუჯეტი სწორად არის ფორმირებული. ცხადია ჩვენ მუხლების და მიმართულებების თვალსაზრისით...
გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სკვერის კეთილმოწყობა - დუშეთის სამ სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
მათ შორის, ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება, უკვე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო გადასახედი, სკვერი და პარკირების სივრცე, ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდა.
ასევე გრძელდება შიდა გზების მოასფალტება სოფელ ანანურში. სრულდება ანანურის საჯარო სკოლის რემონტი, რომლის პროექტიც სკოლაში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































