ა(ა)იპი ,,გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების" რეორგანიზაცია დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სამუსიკო სკოლების გაერთიანება, სამხატვრო სკოლა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი მუშაობას კვლავ დამოუკიდებლად განაგრძობს. ეს საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ აიპ-ების ერთმანეთთან შერწყმა არაეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. არადა, სახელოვნებო სკოლები ერთმანეთთან 2018 წლის სექტემბერში გააერთიანეს. მაშინ მერია გაერთიანების...
ძევრის ცენტრის კეთილმოწყობის ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება დაიწყო, ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
თერჯოლის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "საგო“ შეასრულებს და მასზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 140 ათასი ლარი დაიხარჯება.
"მიმდინარე წელს ძევრის ცენტრის კეთილმოწყობისათვის 517 237 ლარი...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საშტატო ნუსხა გაზარდა. საშტატო ნუსხის გაზრდას მხარი საკრებულომ 15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დაუჭირა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურეობის განყოფილებაში სამი შტატი ემატება.
„ეს განპირობებულია მოქალაქეთა მომსახურეობის სერვისის ცვლილებით და განვითარებით. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა გარკვეულ სახესხვაობას და სერვისის...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით შორაპნის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-ადაპტაციისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კონცეფცია მომზადდა.
"დოკუმენტი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობისა და არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ირგვლივ სამუზეუმო და შემეცნებით-გასართობი ტურისტული ზონის მოწყობას გულიხმობს, წინასწარი ეტაპია პროექტირების სამუშაობის, რომელსაც 2020 წელს კვლავაც სააგენტო უზრუნველყოფს.
შორაპნის საპროექტო ფართობის მასშტაბების გათვალისწინებით, კონცეფცია სამუზეუმო-ტურისტული ტერიტორიის სამ ძირითად ზონად დაყოფას ითვალისწინებს: ზონა...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით სურამის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და გაწმენდის პროცესი დაიწყო.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მიზნად საანგარიშო ინფორმაციის მიღებას ითვალისწინებს, რომლის საფუძველზეც მომდევნო წლისთვის კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის კომპლექსური რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება.
სამუშაოებში, რომელსაც „არქეოლოგიის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართულნი.
სურამის ციხეზე დაწყებული წინასარეაბილიტაციო პროცესი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს...
ახალციხეში კეცხოველის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
"დაგეგმილია 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება სამანქანო გზას, საფეხმავლო ბილიკებს, სანიაღვრე კოლექტორებს, ეზოებში შესასვლელებს, კედლებსა და ლითონის ღობეებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 554 321 ლარით ფინანსდება", - აცხადებენ ახალციხის...
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღემდე მწვავედ დგას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რომლებიც ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
2018 წლის 8 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარნეულში ანტირაბიული ვაქცინა 820-მა ადამიანმა გაიკეთა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში ქალაქში ძაღლების რიცხვმა იმატა. უმეტესობას არც ყვითელი ნიშანი აქვს, რომ გარკვეულწილად მათ უსაფრთხოებაზე მიგვანიშნებდეს. მიუსაფარი ძაღლები გუნდურად დადიან. უმეტესწილად, საცხოვრებელ კორპუსებთან, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა...
ძეგვის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ 40 000 ლარი გამოიყო. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე კი პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები შეირჩა, - აცხადებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, მოსახლეობამ ძეგვში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და სარწყავი არხის მოწესრიგება გადაწყვიტა. ხეკორძში კი სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეარჩიეს.
"ამ ეტაპზე ძეგვის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით...
19 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე "სიღნაღის ღვინის ფესტივალი“ გაიმართება.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს სასიამოვნო გარემოსთან ერთად ტრადიციული კახური კერძები და ღვინის სადეგუსტაციო სივრცე დახვდებათ. გარდა ამისა, ადგილზე ნახავენ თათარის მოდუღების, ჩურჩხელის გავლების, არყის გამოხდის და თონეში კახური შოთის პურის გამოცხობის პროცესს.
ამასთანავე ქალაქში გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები და მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
"ფესტივალზე მოსული სტუმრების განწყობაზე საქართველოს...
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში, გონიო-კვარიათის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 15 მილიონი ლარია, 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება.
"გონიო-კვარიათში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მაგისტრალური ხაზი მეჯინისწყლიდან გონიოში მდებარე რეზერვუარამდე, შემდეგ კი, სარფის საზღვრამდე გრძელდება და შიდა დაქსელვების გათვალისწინებით ჯამში 30 კმ. ქსელს მოიცავს.
ჩვენ ვიმყოფებით ობიექტზე, სადაც მიმდინარეობს 2000 კბმ ტევადობის...
ქუთაისში ჭავჭავაძის პროსპექტზე გარევაჭრობა აიკრძალა.
"ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში ჭავჭავაძის პროსპექტზე გარევაჭრობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა მიმდინარეობდა.
ქუთაისის მერის ინიციატივით, წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემის - გარევაჭრობის აკრძალვა გასული წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად ქალაქის სხვადასხვა უბნებსა და ქუჩებში მოწესრიგდა.
ჭავჭავაძის პროსპექტის ყველა მონაკვეთზე გარევაჭრობა აკრძალული იქნება. ამით ეს პროცესი არ დასრულდება", - ნათქვამია მერიის მიე რგავრცლებულ ინფორმაციაში.
რუსთავის მერიაში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად, რუსთაველი ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა შესარჩევი ეტაპი -გასაუბრება გაიმართა, - აცხადებენ რუსთავის მერიაში.
მათივე ცნობით, ახალგაზრდებს რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები გაესაუბრნენ.
"გასაუბრების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები, პროფესიული გამოცდილების შეძენისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სასწავლო პრაქტიკას მომდევნო კვირიდან დაიწყებენ რუსთავის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში: აპარატის იურიდიული განყოფილება; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და...
გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის კიდევ ერთ მონაკვეთზე 5000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირადად გაეცნო.
თბილისის მერის განცხადებით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„ჩვენ ახლა გლდანის რაიონში, მე-6 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც გზის დაგების, კონკრეტულად კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანი და...
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბში, 19 და 20 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია გვირაბის კუთვნილებისა და მოწყობილობების მიმდინარე ინსპექტირება.
ამის გამო, აღნიშნულ პერიოდში გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბის შემოვლით გზაზე.
აღნიშნული...
გორის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე კვლევის შედეგები გამოქვეყნდება, რომელიც გოგონათა/ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტებს ეხება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ინიციატივა კარალეთის „ქალთა სოლიდარობის ცენტრს“ ეკუთვნის, რომელსაც ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
ორგანიზაცია დაახლოებით 100 ადგილობრივ ქალს გამოკითხავს. შედეგებს კი პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, დეკემბრის შუა რიცხვებში წარმოადგენს.
კვლევის მიზანია ადგილობრივ დონეზე გამოიკვეთოს თუ რა ვითარებაა ამ მხრივ შიდა ქართლის რეგიონში. რას მიიჩნევენ...
წინა სტატია
გორის მერიის მიერ პლანშეტური კომპიუტერების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ასმის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პლანშეტური ლეპტოპის შესაძენად ტენდერი 2 ოქტომბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღების ვადა კი ისე ამოიწურა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.
მერია 40 პლანშეტის შესაძენად 24 000 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მერიას პლანშეტების შეძენა, 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებიდან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სურდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































