სტატიის გაგრძელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვალეში, ასფალტის მწარმოებელ ქარხანაში სამართალდარღვევები გამოავლინეს. არაგეგმიური ინსპექტირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შპს „ასტორია “ გარემოს აბინძურებს. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა ერთ წელში, 14 771 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ9ნიუსი ავრცელებს. შემოწმების დროს გამოვლენილ დარღვევებზე ოქმი შეადგინეს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამი და ნარჩენების მართვის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ფიქსირდება. „ზედაპირული...
წინა სტატია ყველა ის ინფრასტრუქტურული პრობლემა,  რაც ქალაქს აწუხებს,  ერთი და 2 წლის განმავლობაში ვერ მოწესრიგდება, - აცხადებს მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "ყველა ის ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც ქალაქს აწუხებს, ერთი და 2 წლის განმავლობაში ვერ მოწესრიგდება. წელს ქალაქის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სხვა პრიორიტეტები დასახა და მიმდინარე წელს ის შესრულდება....
კახეთის მხარესა და ავსტრიის ფედერალურ მიწას, შტირიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 4 ნოემბერს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ავსტრიის ფედერალური მიწის, შტირიის ეკონომიკის, ტურიზმის, ევროპის, მეცნიერებისა და კვლევის მინისტრმა, ბარბარა აიბინგერ - მიდლიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე. მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური მიწის, შტირიის დედაქალაქ გრაცში გაიმართა.
გურჯაანში დიდების მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ,,გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების” მუზეუმების კურატორის, ეკატერინე ბეროშვილის თქმით, მათი ინიციატივით დაგეგმილია მუზეუმის განახლება, რისთვისაც ფინანსური სახსრების მოძიების კუთხით აქტიურად მუშაობენ. ,,ვცდილობთ უფრო მეტად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა, სხვადასხვა სერვისი შევთავაზოთ დამთვალიერებელს, ამისათვის გაერთიანება აქტიურად მუშაობს. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება სხვადასხვა პროექტს ამუშავებს. მაგალითად ტურისტების რიცხვის გასაზრდელად მემორიალური მუზეუმის განახლებას ვაპირებთ....
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული ხიდის აშენება, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში განხორციელდება. სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობა დროებითი ხიდით სარგებლობს. გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 1.6 მლნ ლარს აღემატება. მიმდინარე წელს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ახალრეაბილიტირებული...
პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, რეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. როგორც BM.GE-ის „თბილისის განვითარების ფონდში“ განუცხადეს, პროექტის ღირებულებამ 1 285 000 ლარი შეადგინა, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ განახორციელა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 5 თვეში დასრულდა. პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თბილისს 3 ახალი, მოწესრიგებული ყვავილების პავილიონი შეემატა, სადაც თვითდასაქმებული 90-მდე მეყვავილე...
ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ დღეს მის სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების სისტემა უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ეს წარსულში იყო. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შესყიდვებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდამ და ბიზნესთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციამ სახელმწიფო შესყიდვებში ახალი კომპანიების შემოსვლა გახადა შესაძლებელი. მინისტრის თქმით, მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით უწყებას 250 ახალი მიმწოდებელი კომპანია ჰყავს. "პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა....
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო გზა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. არსებული გზის სავალი ნაწილი დაზიანებული და გაცვეთილი იყო, რაც მოძრაობის მაღალი ინტენსივობის მქონე გზაზე გადაადგილებას აფერხებდა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდა სავალი ნაწილის კონსტრუქცია და გზის შემადგენელი პარამეტრები, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა დაზიანებული ხელოვნური ნაგებობები. ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გზაზე მძღოლთა...
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 3 სახიდე გადასასვლელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე მდებარე სახიდე გადასასვლელს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. არსებული ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში, ხიდის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. „აღნიშნულ გზაზე რეაბილიტაცია...
სამგორის რაიონში, მესამე მასივში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩაზე, ორი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, აბაშვილის ქუჩაზე N15 კორპუსის მიმდებარედ 500 კვ.მ ფართობის კაუჩუკის საფარიანი კალათბურთის მოედანი ეწყობა. "თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო გარეგანათების სისტემა და სპორტულ მოედანთან განთავსდა ტრიბუნა.  პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 113 646 ლარია. სამუშაოებს სამგორის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია "კვადრელი“ აწარმოებს....
დედაქალაქში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთს, სავარაუდოდ, საბაგიროები დააკავშირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა. ბითაძის განმარტებით, საბაგიროების მოწყობის კუთხით, სპეციალისტების ჯგუფის მიერ მერიისთვის ჯამში, 120 მარშრუტზე მეტია შეთავაზებული, საიდანაც რამდენიმე ძირითადი მიმართულება იკვეთება. მერის მოადგილის ინფორმაციით, იმ მარშრუტებს შორის, სადაც, შესაძლოა, საბაგიროები გაკეთდეს, მოიაზრება თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულება, ასევე. საბაგიროს გაკეთება დაგეგმილია სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად...
წინა სტატია "ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს, საჭირო იყო და გამოიყენეს,"- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი IDFI-ის კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, თბილისის მერიის საწვავის ხარჯი, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 278 ათასი ლარით გაიზარდა. “ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, განპირობებულია და მიმართულია აუცილებლობიდან გამომდინარე. ალბათ ამის საჭიროება იყო, ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს,...
წინა სტატია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯი 2018 წელს 32%-ით გაიზარდა. წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხებს. "2017 წელს ყველაზე დიდი წარმომადგენლობითი ხარჯი თბილისის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების გამართვისათვის გასწია და 30 ოქტომბერს შპს “ჯი-ემ-თი სასტუმროებს”...
ლეიბორისტული პარტია ქუთაისის ცენტრში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკვაძემ მონ პლეზირის თაღის მიმდებარედ ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ირაკლი კიკვაძის განცხადებით, ადგილზე ფილების უმეტესობა აყრილია და წვიმის დროს მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ. მისი თქმით, ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. “ეს ადგილი ყველაზე პოპულარული და დატვირთულია და ყველაზე საყვარელ ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბდა. მეორე წელია, საფარი დაზიანებულია და მდგრადობა დაკარგული აქვს. განსაკუთრებით მძიმე...
ბინებისა და სახლების გაქირავების სერვის Airbnb-ს დღეიდან 31 ენა დაემატა, რომელთა შორის ქართულიცაა. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომელიც ქართულადაც არის ხელმისაწვდომი. საქართველოს გარდა სიაში მეზემობელი ქვეყნებიც მოხვდა. დღეიდან სერვისის გაცნობა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც არის შესახლებელი. აღსანიშნავია, რომ Airbnb-ის პლატფორმა 2008 წელს დაარსდა და მას ამ ეტაპისთვის, მსოფლიოს 191-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში აქტიურად იყენებენ. მთლიანობაში ამ ეტაპისთის ვებ-გვერდი 62 ენაზეა ხელმისაწვდომი. „მიუხედავად...
"ყველა პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ საერთო ჯამში მოგვცემს შედეგს, რომ თბილისს ეყოლება ყველაზე მაგარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი," - თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გამართა. კალაძის განცხადებით, ძველი ავტობუსების ახალი პარკით ჩანაცვლება დედაქალქის მერიისთვის პრიორიტეტულია, რადგან ყვითელი ავტობუსები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. "შესაბამისად, ჩვენ დავისახეთ პრიორიტეტად, რომ განვახორციელოთ არსებული პარკის ჩანაცვლება ასეთი ულამაზესი ევროპული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ