თბილისის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ქალაქის 134 ბაგა-ბაღში 30 წლის განმავლობაში არსებული ერთ-ერთი მწვავე პრობლემა მოაგვარა – ბაღების საწყობებიდან და ეზოებიდან 165 ტონამდე ჯართის გატანა დაიწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, ბაგა-ბაღებში დაზიანებული, ამორტიზებული თუ კანონმდებლობით აკრძალული ინვენტარი რეგულარულად იცვლება, თუმცა დაწესებულების ბალანსზე არსებული ნებისმიერი ქონება დედაქალაქის საკუთრებას წარმოადგენს და მისი გასხვისება ან რაიმე ფორმით გატანა აქამდე ვერ ხერხდებოდა.
თბილისის საბავშვო...
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახს სახლის აღდგენაში დაეხმარება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ბოლნისში მცხოვრები ლუსანა დევნოზაშვილის დაზიანებული სახლი მოინახულა.
მრავალშვილიანმა შეჭირვებულმა ოჯახმა მერს განცხადებით მიმართა და სახლის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენაში დახმარება სთხოვა. დავით შერაზადიშვილი სიტუაციას ადგილზე გაეცნო, მისი გადაწყვეტილებით, აუდიტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისთვის ფინანსურ დახმარებას...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა შენდება.
საგანმანათლებლო დაწესებულება 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
სამუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ამხანაგობა გლობალ სერვისი“ ასრულებს.
გარდაბნის მერიის ცნობით, ამ დრომდე სოფელ მუხროვანში მცხოვრები მოსწავლეები ახლო მდებარე სოფლის საჯარო სკოლით სარგებლობენ, რაც გადაადგილების პრობლემასაც ქმნის. აღნიშნული სკოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები საბაზისო განათლებას ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად მიიღებენ.
სოფელ საგურამოში, აფხაზეთიდან დევნილთა დასახლებაში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში, გაკეთდება კაუჩუკის საფარიანი კალათბურთის მოედანი, დასასვენებელი და ბავშვებისთვის სათამაშო კუთხეები. ტერიტორიის ნაწილი და ბილიკები მოპირკეთდება ფილებით. სკვერი სოფელში არსებული საფეხბურთო მოედნისგან გაიმიჯნება და შემოიღობება ლითონის ღობით.
სამუშაოები, რომელსაც მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია “ახალი თაობა“ახორციელებს, ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს ღამით, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - "კინო საქართველოდან" - მეტროსადგურ "სარაჯიშვილამდე" და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - "ისნის" მეტროსადგურამდე.
სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ...
მარნეულის მერიის ტენდერი, რომელიც საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნების განსათავსებელი ლითონის დგარებისათვის იყო გამოცხადებული არ შედგა და ხელახლა, გაზრდილი თანხით გამოცხადდა.
როგორც რადიო „მარნეულთან“ მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ზანდა კვანჭიანმა თქვა, ფასის ცვლილება არასაკმარისმა თანხამ გამოიწვია.
„იძულებულები გავხდით გაგვეზარდა ფასი, რომ დაინტერესდნენ პრეტენდენტები“, - თქვა ზანდა კვანჭიანმა.
პირველი ტენდერი მერიამ სპეციალური საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნების განსათავსებელი ლითონის დგარების (შემდგომი მომსახურებით: მიწის სამუშაოებით, დაბეტონებით) შესყიდვისათვის 13...
გორის მერიამ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი საზოგადოებას წარუდგინა. შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამის შესახებ, ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“480 გვერდიანი გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც გორს გასული საუკუნის შემდეგ არ ჰქონია, მალე საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად. კონცეფცია შეიძლება გამოყენებული იყოს საყრდენ დოკუმენტად საინვესტიციო პაკეტების შემუშავებისათვის, რადგან ის ხსნის ყველა იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებაზე....
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, პირდაპირი წესით, ხელშეკრულებებს იმ კომპანიების წარმომადგენლებთან აფორმებს, რომლებიც 2019 წელს დაფუძნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მაგალითად, ბრეთის მეურნეობაში ამბულატორიის რეაბილიტაციას ის კომპანია განახორციელებს, რომელიც 2019 წლის აპრილში დარეგისტრირდა. შპს ,,თრიალეთი 2019"-ს ხელშეკრულება 2019 წლის 17 ოქტომბერს გაუფორმა.
კომპანიის წარმომადგენელი კობა მარჯანიძე Qartli.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რაიმე სახის მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიას აქამდე...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავების 72 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ე.წ. ჯარიმების გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.
"ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც უკანონოდ დაკავებულები გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში რჩებიან....
ქუთაისის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ათი სახეობის 1 160 ცალ ფეიერვერკს შეიძენს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
პიროტექნიკისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 408 ლარი დაიხარჯება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს არანაკლებ 30 000 ლარის სადღესასწაულო ფეიერვერკების მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
პიროტექნიკის გაშვება 31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება. პროექტს კომპანია „ამხანაგობა 21″ 2021 წლის გაზაფხულზე დაასრულებს. ამ ის შესახებ კახეთის ხმა წერს.
კომპანიის დირექტორის, გია აბულაძის თქმით, სოფელში შეიქმნება ცენტრი, მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.
„ველისციხეში იგეგმება საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა. აქ არის ქალაქური ტიპის განაშენიანება.
სოფელში ოდითგანვე ცხოვრობდნენ...
საკრებულოს სხდომაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ექვსი პროექტის ჯამური ღირებულება 4 639 267 ლარია. აქედან 280 326 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა.
ამ თანხიდან 1 133 605 ლარი ორი შენობის, ბორჯომის სამუსიკო სკოლისა (650 000 ლარი) და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის (483 605) რეაბილიტაციაში დაიხარჯება.
დანარჩენი თანხა (3 505 662 ლარი) კი ბორჯომის...
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქედაში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. სამუშაობის დასრულების შემდეგ, 19 ჰექტარზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი, რომელიც 29 ოჯახს მოემსახურება. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
პროექტის ღირებულება 57 666 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო.
მუნიციპალიტეტში ყოფნის დროს ტიტე აროშიძემ სიხალიძეების სარწყავი არხის დასრულებული სარეკონსტრუქსიო სამუშაოებიც დაათვალიერა. მისი თქმით, საირიგაციო სისტემით...
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე მიწის ნაკვეთს მოქალაქეს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ბრძანებიდან ირკვევა, რომ აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქტექნიკური სისტემის გაფართოება იგეგმება. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
პროექტის განხორციელების შედეგად კი, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, ასაფრენ-დასაფრენ ზოლის 132 კურსს (ალექსეევკის მხრიდან) მიენიჭება ICAO CATI სტატუსი და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს საჰაერო ხომალდების ორივე კურსით მიღებას.
პროექტის განხორციელების მიზნით, სახელმწიფომ შპს „საქაერონავიგაციას“...
2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება სოციალურად დაუცველი ადამიანების ქულების რაოდენობაზე არ აისახება და შესაბამისად მათ შემწეობა მაინც შეუნარჩუნდებათ.
რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლით, თუ დაცულია საჯარო რეესტრში, ეროვნულ ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს არქივში.საკარმიდამო მიწას დაისაკუთრებს საკომლო წიგნში აღრიცხული, ქონებრივი მდგომარეობაზე ინფორმაციის შეუვსებლად.
გახანგრძლივებული პროცედურები, ვრცელი საბუთების სია, ბიუროკრატია, – ეს ის მთავარი პრობლემებია, რომლებიც მოქალაქეებს მიწების რეგისტრირების პროცესში ყველაზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































