წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფელის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. სოფელ ზედა მესხეთში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი “სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორმა აზერ მამმადოვმა, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების” კომპანიის გენერელური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ შალამბერიძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საზეიმოდ გახსნეს.
ზედა მესხეთთან ერთად გაზიფიცირდა სამი სოფელი: ქვედა მესხეთი, ბროწეულა და მუხიანი. აშენებული ქსელის ჯამური სიგრძეა 65 227 გრძივი...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ექიმის ცნობით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა, რის გამოც, ის ინტენსიურ ბლოკში აგრძელებს მკურნალობას.
"როგორც ირკვევა გუშინაც და გუშინწინაც ჰქონია ტკივილი, თუმცა გუშინ იყო უფრო ინტენსიური და გაუსაძლისი, რის გამოც პაციენტის ტრანსპორტირება მოხდა ჩვენთან. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტი, რის გამოც დაუყონებლივ შეყვანილ იქნა...
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი მაია კოსიანჩიჩი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შემქნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კოსიანჩიჩი აღნიშნავს, რომ გამყოფ ხაზზე არსებული დაძაბულობა აბსოლუტურად მიუღებელია. ისევე, როგორც ცხინვალის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ადგილზე მოვლენების განვითარების და უსაფრთხოების საკითხებში.
ევროკავშირი მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ვითარების მოსაგვარებლად მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ არსებული საერთაშორისო მექანიზმები, ისეთები როგორც შეხვედრები ერგნეთში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.
„ამასთან, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას...
წინა სტატია
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულე ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობა.
ირაკლი კაკულიას უფლებადამცველის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება და ზოგადად მიმდინარე გამოძიება, არის ეკონომიკური და წინასაარჩევნო საბოტაჟი კაკულიას მიმართ.
ამ საქმის გამოძიების ფარგლებში...
მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას ფონანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურად ადასტურებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს, რომელთაგანაც: 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულ პირებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების...
მედიის კითხვაზე, უყურა თუ არა ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისის მერმა კახა კალაძემ ასე უპასუხა: „სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სამართალდამცავები ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავენ.
„შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება. სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე...
შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯაბნიძეებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში აშენდა ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშენებლობაზე 272856 ლარამდე დაიხარჯება. მშენებლობაზე დასაქმებულია 7 ადგილობრივი.
დაწესებულების ამოქმედების შედეგად 25...
წალენჯიხის სოფელ ჯგალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ.
საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება და უახლოეს დღეებში დაიწყებს ფუნქციონირებას.
წალენჯიხის მერიის ცნობით, ერთსართულიან, ევროპული სტანდარტების დონის შენობაში მოეწყო წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები.
ახალი საბვშვო ბაღი, არის თანამედროვე, კომფორტული, ყველა იმ საჭიროებაზე...
ოზურგეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წელს რეგიონებში განხორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა დაამტკიცა.
სულ 1ო პროექტია: ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით ბოგილას გზის რეაბილიტაცია;
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზიდან სოფელ შრომის (ეკალდიდი)-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია;
შემოქმედის ცენტრიდან მონასტერთან და სასაფლაოსთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ნაღობილევის (N4 უბანში) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
შეკვეთილში...
აბაშის მუნიციპალიტეტის მარნისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შერჩეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია.
ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც მარნის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 33, 947 ლარი გამოიყო.
სოფელ მარანში: გარე განათების მოწყობა, შიდა ხრეშოვანი გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღისათვის ინვენტარისა და ელექტროტენიკის შეძენა.
სოფელ მარანჭალაში: გარე განათებისა და ჭაბურღილის მოწყობა, შიდა ხრეშოვანი გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღისათვის ინვენტარისა და ელექტროტენიკის შეძენა.
ქოლობნის ადმინისტრაციულ...
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
მარტვილის მერიის ცნობით, ბანძის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 52 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:
ბანძა – ცენტრში არსებული მემორიალის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა;
ბანძა – ცენტრში არსებული „წრის“ შემოკავება დეკორატიული ღობით და განათების...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამით ერთი წლის განმავლობაში 2 793 მოქალაქე დაფინანსდა. მერიაში აცხადებენ, რომ დაფინანსების თანხამ 954 810.06 ლარი შეადგინა, რაც გადანაწილდა ქვეპროგრამების მიხედვით.
კერძოდ: ძვირადღირებული გამოკვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) დაფინანსება – 640 მოქალაქე ( 154 397.62 ლარი); სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (ოპერაციის) დაფინანასება/ თანადაფინანსება - ისარგებლა 647 მოქალაქემ (369061.45 ლარი); აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში...
თუშეთის სოფელ ომალოში კესელოს ციხის რეაბილიტაცია და ტურისტულად ადაპტირების პროცესი დასრულდა, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რესტავრაციის ფარგლებში, მოსწორდა და გაფართოვდა კოშკთან მისასვლელი ბილიკები, კლდეში გამოიჭრა კიბის საფეხურები, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები, სიპი ქვის წყობით აღდგა დანგრეული გალავანი,
სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „კესელოს“ დონორების დაფინანსებით მიმდინარე წელსვე დასრულდა კესელოს ციხის N7 სამ სართულიანი კოშკის რესტავრაციის...
დასრულდა სოფელ პატარა სმადას ამბულატორიის მშენებლობა.
,,ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით" საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 79 306 ლარი გამოიყო.
პროექტის ფარგლებში მოეწყო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ამბულატორია სველი წერტილებითა და საქვაბე გათბობით.
დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.
სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, სამი ახალი სკვერი მესამე მასივში გაიხსნა. ახლადმოწყობილი სკვერები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
ერთ-ერთი სკვერი ვარკეთილის ზემო პლატოს N1 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო. 1 320 კვ.მ ფართობის დასასვენებელ სივრცეში სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა...
ლილოს დასახლებაში, №1 ავტობუსის ხაზზე დღეიდან MAN-ის მარკის 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსები, რომლებმაც „ბოგდანის“ მარკის ყვითელი ავტობუსები ჩაანაცვლეს, მეტროსადგურ „ისნიდან“, კახეთის გზატკეცილის გავლით, ლილო-ლოჭინის მგზავრებს მოემსახურებიან.
აღნიშნულ მარშრუტს დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ახალი ავტობუსით მგზავრობისას გაეცნო.
ტყემალაძის თქმით, ძველი ავტობუსების ახლებით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება და ამჯერად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































