თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ეკლესია -მონასტრების ფინანსური დახმარებისთვის მილიონ 710 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნული თანხა გადანაწილებულია თბილისის 10 რაიონის მიხედვით და თითოეულ ეკლესიაზე საშუალოდ 10 ათას ლარიანი დახმარებაა განსაზღვრული. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
დაგეგმილია, რომ აღნიშნული თანხები დაიხარჯება დედაქალაქში კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში, უფრო კონკრეტულად თანხები შემდეგნაირად ნაწილდება:
გლდანის რაიონი - 150 000 ლარი - გათვალისწინებულია 15...
წინა სტატია
ახალციხეში საცურაო კომპლექსის აშენებისთვის პროექტი ჯერ კიდევ მზადდება. მერიაში ამბობენ, რომ პროექტის სამი ესკიზიდან ერთი შეარჩიეს. სამშენებლო სამუშაოებისათვის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "კარკასი“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს 218 360 ლარად შეასრულებს. მასთან ხელშეკრულება აგვისტოში დაიდო, თუმცა ამ დრომდე პროექტირება არ დასრულებულა.
"ჯერ მიმდინარეობს პროექტირება. კომპანიას 2021 წლამდე აქვს ხელშეკრულების ვადა. ამის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოებზე...
წინა სტატია
27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიმართება. საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგს ვიზიტით ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში 26 ნოემბერს პრესკონფერენცია გაიმართება; ასევე 26...
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს სადარბაზოების კეთილმოწყობა ნაწილობრივ საკუთარი ხარჯებით მოუწევთ. სარემონტო სამუშაოებს, რომლებსაც ქუთაისის მერია სრულად ანაზღაურებდა, ახლა მხოლოდ 95%–ით დააფინანსებს. დარჩენილი 5% მოსახლეობამ თავად უნდა გადაიხადოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სანაცვლოდ, მერია იმ პროექტებს დაამზადებს, რომლის მიხედვითაც კორპუსებში სადარბაზოები უნდა გარემონტდეს.
პროგრამაში შესაბამისი ცვლილება მომავალი წლიდან შევა. საბინაო სამსახურმა უკვე მიმართა მერიას, რათა სამუშაოების პროექტირების ხარჯები 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ,...
2013 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და გამგეობებმა, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ სხვადასხვა კომპანიას, ჯამში, 235 ხელშეკრულება შეუწყვიტეს, 5 კომპანია კი „შავ სიაშია“ შეყვანილი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში 10 გამგეობის მიერ 147 ხელშეკრულებაა შეწყვეტილი, აქედან მხოლოდ ორმა რაიონმა, კრწანისმა და ვაკემ ჯამში 5 კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა.
მერიამ და გამგეობებმა...
ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, მისასვლელი გზების რეაბილიტაციას და განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.
პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.
პროექტის მიმდინარეობას...
თბილისში, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასევე იგეგმება ბაგებისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელება.
„დაწყებული გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე გაზაფხულზე დასრულდება თავისი გამწვანების სამუშაოებით, ახალი განათების ბოძებით. ვაპირებთ საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის,...
2020 წელს თბილისში რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, დაწყებული პროექტების ნაწილი კი, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია ქეთევან წამებულის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას გამზირების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.
„დაწყებული გვაქვს და გაზაფხულზე დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზის მშენებლობა; საკმაოდ ვითარდება არსებული ტერიტორია, გვაქვს მისასვლელი გზების პრობლემა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრეები ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრ გოგი გიგაურს სახლს აუშენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.
მათი ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, გოგი გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს“, - აცხადებენ უწყებაში.
სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში...
თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა ორ ძირითად მიმართულებას მოხმარდება - ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებასა და ჯანდაცვასა და სოციალურ პროექტებს.
„რაც ჩვენ ოფიციალურად შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, მას შემდეგ ყოველწლიურად ჩვენი ბიუჯეტი იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ისევ...
მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს. კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.
კახა კალაძემ, დღეს თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აქამდე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, რადგან კომპანია „სისტრას“ კვლევის შედეგებს ელოდა. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი მნიშვნელოვანია.
„აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია და ამის მიზეზსაც...
თბილისის მერია EBRD-თან თანამშრომლობით და მის მიერ გაცემული გრანტით ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. ამისათვის შეირჩა კონსორციუმი, რომელიც გერმანულ და ბერძნულ საკონსულტაციო კომპანიებს აერთიანებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„აღნიშნული კონსორციუმი EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შეირჩა. ტენდერში მონაწილეთა ტექნიკური და ფინანსური წინადადებები შეფასების კომისიის მიერ შეირჩა და EBRD-ისგან მიღებული თანხმობით გამოვლინდა გამარჯვებული.
შერჩეულ კომპანიასთან მოლაპარაკებები EBRD-ის წესების შესაბამისად წარმართა თბილისის...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გალაკტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კლაძემ განაცხადა, ის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. ამის შესახებ ცნობილი თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გალაკტიონ ბუაძე კერძო სექტროში გადაინაცვლებს.
ბუაძე 2016- 2018 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო, 2018 წლის აპრილის შემდეგ კი მერიაში ინფრასტრუქტურის საქალქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ბოლნისში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – “ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – "ინიციატივა არ ისჯება" ჩვენებას გამართავს.
2018 წელს პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა. 100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თვითმმართველი ქალაქები, თვითმმართველი მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები შეიქმნა.
ამ...
თბილისში მზის ენერგიაზე მომუშავე შუქნიშნები დამონტაჟდება. შესაბამისი გეგმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტშია ასახული. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია 20-დან 30-მდე შუქნიშნის დამონტაჟება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიაზე მუშაობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
შუქნიშანი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით, რომლის დახმარებითაც დღის განმავლობაში მზის ენერგიით იმუხტება. მზის ენერგიაზე მომუშავე შუქნიშნები უფრო მეტად ენერგოეფექტურია იმ მიმართულებითაც, რომ უფრო სწრაფად ირთვება და ითიშება.
მსგავს შუქნიშნებთან ერთად დაგეგმილია დედაქალაქის მასშტაბით...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლობით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შესახებ მერიის გეგმა გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „ცენტრ პოინტის" პრობლემაზე.
"დღევანდელი შეხვედრის მიზეზი არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“. ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა. ამ კომპანიის საქმიანობის შედეგად, სამწუხაროდ, გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ოჯახი. დედაქალაქის მერიამ დაიწყო ამ პრობლემის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































