ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მეტეორის ნატეხი ჩამოვარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია "პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა მიაწოდა. "ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ვიდექი, როცა ჩემ გვერდით მუჭის ხელა გავარვარებული მეტეორის ნატეხი დაეცა. ფოტო გადავიღე“. თვითმხილველის თქმით, მეტეორის ნაწილი სამხარაულის ექსპერტიზამ წაიღო, გამოსაკვლევად. „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სადაც გამოცემას განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვთ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით განისაზღვრა. მომავალ წელს, თვითმმართველობა ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურას მოახმარს, გარდა ამისა, სამ მილიონზე მეტი დაიხარჯება კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებისთვის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ბორჯომის 2020 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 18 900 000 ლარით დაიგეგმა. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში კი თანხა 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ისევე როგორც გასულ წელს, ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თუ არსებული პრობლემების მგზავრობის ტარიფში ასახვა მოხდება, მზად ვართ 2020 წლიდან მიკროავტობუსების პარკის განახლება დავიწყოთ, - ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დავით ასანიძე აცხადებს, კომპანია 115-მილიონიან ზარალზეა, საიდანაც 50 მილიონის ზარალი ლარის კურსის გაუფასურების შედეგად მიადგა. მისივე თქმით, გამოსავალი მგზავრობის ტარიფის გადახედვაშია. „2011 წელს, როდესაც ლიცენზია მოვიპოვეთ, გაცვლითი კურსი იყო 1.65....
ქალაქ ახალციხეში, ბაგინაშვილისა და სამსონიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები, საფეხმავლო ბილიკი, მოწესრიგდება 11 ჩიხი და ასფალტის საფარი დაიგება გზის 1800 მეტრიან მონაკვეთზე. აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, წლების განმავლობაში ადგილობრივები გრუნტის გზით სარგებლობდნენ და განსაკუთრებთ უამინდობის დროს გადაადგილება უჭირდათ. გზის რეაბილიტაციის გარდა დასახლებაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ საკანალიზაციო ქსელის მოწყობაც მიმდინარეობს....
სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს. ტრამვაი ქუჩებში უკვე გამოჩნდა. აღნიშნული ჟესტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება. როგორც სტრასბურგიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სპეციალური ტრამვაით, რომელზეც ქართული ანბანი და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგო არის დატანილი, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, სტრასბურგის მერმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ადამიანის უფლებათა ევროპული...
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულების ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. შესრულებულ სამუშაოებს მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ეკატერინე გალდავასთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო. უწყების ცნობით, ახალი ობიექტი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა და ქალაქი უწყვეტ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა. პირველ ეტაპზე, დამატებით 45 000 ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით დეკემბერში...
წინა სტატია გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და შენიშვნებით მერიას დაუბრუნეს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხუროშვილის განმარტებით, დეპუტატებმა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის, საბავშვო ბაღებისა და სოციალური სფეროსათვის დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს. "საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მიერ მოხდა აღნიშნული ბიუჯეტის განხილვა. განსაზღვრულია პრიორიტეტები და აქედან გამომდინარე, შევეცადეთ მათი მიხედვით გაზრდილიყო შესაბამისი სამსახურების დაფინანსება. კონკრეტულად აქცენტი გავაკეთეთ დასუფთავების და...
ჭავჭავაძის გამზირისთვის სკამების შესაძენად თბილისის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის ბიუჯეტის 2020 წლის პროექტშია აღნიშნული. ბიუჯეტის პროექტში არ არის დაკონკრეტებული რამდენი სკამის შეძენას აპირებს თბილისის მუნიციპალიტეტი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყო; მისი რეაბილიტაციის ღირებულება სრულად 8 603 088 ლარია, აქედან 5 161 853 ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტია, მომდევნო წლისთვის კი, 3 441 235 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, სკამების შეძენა...
დედაქალაქის მერია თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას უახლოეს მომავალში გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  დედაქალის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. "ორი წელია, რაც თბილის მერიაში ვართ მოსული და დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწერიგებლად ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანპოსრტო პოლიტიკა და შემდეგ დავიწყეთ თვითონ ამ პროექტების განხორციელება. მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ახალი ვაგონების დამატება,...
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ტუროპერატორთა ასოციაციამ (ABTA) საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოსთან ერთად ანგარიშში 11 ტურისტული მიმართულება მათ შორის ჰოლანდია, მაროკო, სამხრეთ კორეა, მადრიდი, ვენა და სხვა ქვეყნები, ქალაქები და რეგიონები მოხვდნენ. ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნების, რეგიონების ცნობილი დღესასწაულები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს. „საქართველო...
სტატიის გაგრძელება გუშინ გურჯაანის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, ბიუჯეტი 295 000 ლარით გაიზარდა. "გაიზარდა შემოსავლების ნაწილი და ამის მიხედვით გაიზარდა ხარჯვითი ნაწილი. ხარჯვითი ნაწილი ძირითადად გადანაწილდა ბაღების, მუნიციპალური სერვისის, კულტურის ცენტრისა და გურგენიძეების ანსამბლის სუბსიდიის მუხლის ზრდისათვის. ბაღების სუბსიდია გაიზარდა 170 ათასით, მუნიციპალური სერვისის -...
წინა სტატია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და სატრანსპორტო კვანძის - რიკოთის საუღელტეხილო გზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემდგომი განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკი განაგრძობს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 255.1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. „აღნიშნული თანხა...
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის შპს აჭარაგანათება, რომელიც ბათუმის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა. TI-ს ინფორმაციით, კომპანიამ მორიგი ტენდერი მოიგო საშობაო-საახალწლო განათებებზე, რადგან ის კონკრეტულად მათზე იყო მორგებული. კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მოითხოვა, რომ პრედენდენტს 2016-2019 წლებში...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ყიფიანის ქუჩის მიმდებარედ, დასასვენებელი სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 275 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. პროექტის მიხედვით, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ბორდიურები, განთავსდება განათებები, ასევე 4 სკამი და 2 ურნა დაიდგმება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვახვრელის საბავშო ბაღის ეზოს მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. პროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღის ეზოში უნდა განთავსდეს აიწონა - დაიწონა, მბრუნავი კარუსელი, საქანელა და ატრაქციონი. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 14`875 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
თბილისში რიყეზე მდებარე “მშვიდობის” ხიდი წლებია ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა. ნაგებობის მოვლა-პატრონობა თბილისის მერიას ევალება. 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტით მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობის მომსახურებისთვის წლიურად 350 000 ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტში არ არის დეტალურად ჩაშლილი რა იგულისხმება მოვლა-პატრონობაში - აქ საუბარია ნაგებობის მხოლოდ დასუფთავებაზე თუ 350 000 ლარი სხვა სერვისსაც გულისხმობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. „მშვიდობის ხიდი“ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ