სტატიის გაგრძელება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული განახლების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური გაძლიერება გრძელდება. 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. აქვს წყლის 4,5-ტონიანი და ქაფის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყველაანთუბანში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის ნაკვეთს ასხვისებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 93 358 კვადრატული მეტრია. ელექტრონულ აუქციონზე საწყისი ფასი 187 000 ლარია.
როგორც ცნობილია, მიწის ნაკვეთს არ გააჩნია დამოუკიდებელი მისასვლელი საავტომობილო გზა. აუქციონის პირობებიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთს აქვს სამომავლო განვითარების პერსპექტივა, როგორც რეკრეაციულ ზონას.
ვაჭრობის ბიჯი აუქციონზე 2 000 ლარია.
ქარელის მუნიციპალიტეტში, ელბაქიანთკარიდან მდინარე ძამას ხეობის სიღრმეში, პირველი 1 კმ-იანი გზა უკვე დაიგო. ახალი გზით სოფელ გვერძინეთის მოსახლეობაც სარგებლობს.
მოსამზადებელი საუშაოები გასულ წელს დაიწყო, ხოლო პროექტის მიხედვით, ტყემლოვანამდე ახალი ასფალტი 15 კმ მანძილზე იქნება დაგებული.
კომპანია ,,ბლექ სი გრუპმა" ხელშეკრულებაზე ხელი 2018 წლის 27 დეკემბერს მოაწერა. პროექტის ღირებულებაა 14,5 მლნ ლარი.
კომპანიამ სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში (წელიწადნახევარი) უნდა დაასრულოს.
,,ამ გზას დიდი მნიშვნელობა...
სტატიის გაგრძელება
ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში, ნავის ერთი ნიჩაბი და სკამი დააზიანეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„ბაღში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, თუმცა შეუძლებელია, რომ ყველა სკამთან, ან მცენარესთან კამერა დააყენო. ეს პრობლემა ადვილად მოგვარდება, თუმცა დასანანია, რომ ასე ხდება“, - უთხრა „ლაივპრესს“ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ.
განახლებულმა ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები 29 დეკემბერს მიიღო. პირველ თებერვლამდე ბაღში შესვლა უფასო იქნება.
ბოტანიკურ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში ჩავიდა. მაია ცქიტიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას იმედი ნიუსი ავრცელებს.
მისი ინფორმაცით, ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა სასტუმროების 20%-ს ჰქონდა, ამ დროისთვის კი წყლის მაღალი ჭავლით მიწოდების უზრუნველყოფა მიმდინარეობს. ეს პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.
სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თაზო...
2020 წელს ქუთაისში ტროტუარებისა და ქუჩების სავალი ნაწილის პერიოდული შეკეთებისათვის 660 ათასი ლარი დაიხარჯება. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში NAT190023779 მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ "დაგი+" მიიღო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება ჯერ არ მომხდარა, თუმცა დიდი ალბათობით გამარჯვებულად აღნიშნული კომპანია გამოცხადდება.
გამარჯვებული კომპანია 2020 წელს ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით, ბეტონისა და გრანიტის ფილებით პერიოდული შეკეთებითი სამუშაოების მთელი წლის განმავლობაში შეასრულებს.
სატენდერო...
გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 900 ათასი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ ქუთაისის მერმა განაცხადა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ქუჩა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, რის გამოც მასზე ქვაფენილის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
"გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება, მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელს მოხდა. ისტორიული იერ-სახის მისაღებად ქუჩაზე ქვაფენილის საფარი დაიგება, რაც პროექტს აძვირებს, მისი ღირებულება 900 ათას ლარს აღწევს", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
გრიშაშვილის ქუჩა...
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში, ახალი წლიდან კვების რაციონი გაიზარდა, - უთხრეს „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიაში.
„გვაქვს ცვლილება კვების რაციონში, სადაც მეტი ნატურალური პროდუქტი გვექნება. შესაბამისად, შეიცვალა მენიუს ღირებულება და 40 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდა“, - გვითხრეს მერიაში.
მერიის ინფორმაციით, კვების მომსახეურებაზე ტენდერი დღეს გამოცხადდება, სააღმზრდელო დაწესებულებებში კი სასწავლო პროცესი 20 იანვრიდან განახლდება.
კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს – DMO – ” Visit Kakheti “-ის ინიციატივით, თელავში ტურისტებისთვის ბარგის შესანახად ე.წ. ,,შემნახველი საკნები‘’ მოეწყობა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინიკო ხანჯალიაშვილი განმარტავს, რომ ეს იქნება თანამედროვე ტიპის ადგილი, სადაც ტურისტს ბარგის შენახვა შეეძლება, ეს კი რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, საკნების დამონტაჟების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
,,2019 წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი...
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა. როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და ორი თვის ვადაში უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ კი, რეაბილიტაციის საბოლოო, მეოთხე ეტაპი დაიწყება.
„დღეს დავიწყეთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი. პრინციპი იგივე გვაქვს, როგორც აქამდე ვმუშაობდით, რაც გულისხმობს როგორც...
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მანათობელი წარწერა „მე მიყვარს ქუთაისი“ განთავსდა. კონსტრუქცია ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით მოეწყო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ადგილი, სადაც ეს წარწერა დაიდგა, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელს წარმოადგენს.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს "ოქროს ვარსკვლავმა"გაიმარჯვა, რომელმაც 8 760 ლარის სანაცვლოდ შეასრულა.
წინა სტატია
"ენგურჰესზე" ტურისტული ცენტრის მოწყობის მიზნით, საერთაშორისო კომპანია Colliers-მა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დაკვეთით, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობა თითქმის დაასრულა.
როგორც BM.GE-ს ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა, მათ პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ პარამეტრებთან დაკავშირებით წინასწარი მონაცემები უკვე აქვთ, რაც თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს.
"ეს პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჯდება, თუმცა საბოლოო ვარიანტი, ჯერ არ გვაქვს. რამდენიმე მოდელზე ვმსჯელობთ -...
„ეს არის წყალს გატანებული ბიუჯეტი”, - განაცხადა პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ, რომელმაც ქუთაისში, თეთრ ხიდზე პერფორმანსი გამართა და სიმბოლურად ყალბი კუპიურები წყალში გადაყარა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისის თვითმმართველობამ 2020 წლის ბიუჯეტის ნაწილი, ისევე როგორც წინა წლებში, წყალში გადაყარა, ხოლო მეორე ნაწილი ჯიბეში ჩაიდო. გოგი წულაიას თქმით, ახალი ბიუჯეტი ქუთაისისათვის პერსპექტივის შემქმნელი არ არის.
„წინა...
სოფელი ქობულეთი ეტალონური ძეგლია - ამის შესახებ ის არქეოლოგები საუბრობენ, რომლებმაც ბოლო კვლევები ჩაატარეს. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით დადგინდა, რომ სოფელში ნამოსახლარის ზუსტი ასაკი ძვ.წ. 7769 წელია. აღმოჩენილია ასობით არტეფაქტი და იარაღი.
აჭარის მაუწყებელს არქეოლოგმა გურამ ჩხარტიშვილმა 10 ათასი წლის წინ პირველყოფილი ადამიანების პირველი დასახლების შესახებ უამბო და მონადირეთა ბანაკის ადგილიც აჩვენა. სპეციალისტის თქმით, დადასტურდა თუ როგორი...
მერია კოსტავას ქუჩის N54-თან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის გაუქმებას გეგმავს. გადასასვლელის გაუქმების სამუშაოების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, 15 იანვარს იწყება და 20 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 216 623 ლარია.
„მიწისქვეშა გადასასვლელი ექსპლუატაციაში შევიდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. იგი მდებარეობს მერაბ კოსტავას №54-თან ყოფილი კვების მრეწველობის სამინისტროს შენობის (უფრო ადრე - „ტრესტი ჩაი გრუზია“) მიმდებარე ტერიტორიაზე....
მესტიის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 230 ათასი ლარია, რაც 2019 წლის მაჩვენებელს (9 მლნ 238,8 ათსი ლარი) თითქმის 2 მლნ-ით აღემატება.
როგორც BM.GE-ისთან საუბრისას მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებს შორის ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტებია.
"მესტიის დაბაში სპორტული სკოლის გარემონტება გვინდა, რაც დაახლოებით 6 მლნ ლარი გვიჯდება და ამისთვის 2 მლნ 600 ათასის მობილიზება, პირველი ეტაპის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































