თბილისის მერიის მიერ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიების გამო, დღეს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოძრაობა შეიზღუდება.
ლადო ასათიანის ქუჩიდან ტრანსპორტი დადიანის ქუჩით თავისუფლების მოედანს ვეღარ დაუკავშირდება და...
თბილისის მერი, კახა კალაძე თავის მოადგილეებს, სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს მიმართავს და კორუფციის პრევენციისთვის მაქსიმალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
კალაძის თქმით, თუკი ვინმეს დახმარება დასჭირდება, მერია მარტო არ დატოვებს, თუმცა მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ „მერია მაქსიმალურ პრინციპულობას“ გამოიჩენს.
"მინდა მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე. რაიმე არ გამოგეპაროთ! იცით ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება,...
სემეკი-ს თავმჯდომარემ გაზის ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების საფასურის გაორმაგების მიზეზი განმარტა
წინა სტატია
სემეკი-ს თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2020 წლის იანვრიდან ახალი აბონენტები, რომლებიც გაზის აბონენტად რეგისტრაციისთვის განაცხადით მიმართავენ თბილისში "თბილისი ენერჯის“ და რეგიონებში "სოკარს“, გაორმაგებულ საფასურს გადაიხდიან. ნარმანიას თქმით, აღნიშნული ცვლილება ტარიფის ზრდის თავიდან აცილების მიზნითაა მიღებული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"იანვრიდან შეიცვალა ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების მიერთების საფასური და 400 ლარის ნაცვლად 800 ლარი გახდა. ეს ეხება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს, როგორიცაა...
წელს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 245 ლარით განისაზღვრა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მან გამგებლებს და სამსახურების უფროსებს მოუწოდა, ბიუჯეტის ათვისების პროცესში მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მათ მიეცეთ საშუალება გააკეთონ არჩევანი, თუ რა სურთ მათ უბანში თუ რაიონში - სკვერი, პარკი, სტადიონი და ა.შ.
„2018 წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ თბილისის ბიუჯეტი 900...
ნარმანია: მეტი ჰესი უნდა აშენდეს და მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო შეფერხებული პროექტები, დაჩქარდეს
სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდის საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა მეტი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და გაჭიანურებული პროექტების დაჩქარება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ელექტროენერგეტიკის ბაზარი კვლავ დეფიციტურია, რადგან მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. რაც შეეხება ადგილობრივ გენერაციას, შედარებით მცირე ტემპებით შენდება ახალი სადგურები. მეტი საშუალო და დიდი ჰესი უნდა აშენდეს საქართველოში და ის პროექტები, რომლებიც შეფერხებულია ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო,...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლის თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2019 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიუჯეტმა პრივატიზაციისა და შემოსავლების ნაწილში დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს გადაჰყვა ნაშთი, რომელიც ახლა ჩვენს 2020 წლის ბიუჯეტს დაემატება და შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი...
თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, სამტრედიაში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საჩუქრად ბინები გადაეცა.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბინები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტზე გადასცეს.
სამტრედიაში კახა კალაძის მხარდაჭერით საახალწლო კონცერტის გამართვა და გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებლების გასაღების გადაცემა ყოველ წელს ხდება.
ფოთში სამ საკვანძო ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - აცხადებენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არქიტექტორებთან ერთად ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპით განსახორციელებელ სამუშაოებს გაეცნო. ფოთის მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 - კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტდა და გარე განათების თანამედროვე...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონი ლარია.
პროექტი გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს, ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმში კალანდას დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და კალანდას კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
"მე ხელში მიჭირავს ჩიჩილაკი. ის დგას პრეზიდენტის სასახლეშიც. ესაა არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც მოედო მთელ საქართველოს. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და გურული კალანდა შევიტანოთ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში...
გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების დაფინანსება (დარიცხული) 277 575 ლარი განისაზღვრა. ეს თანხა ფრაქციის თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეეების ხელფასებში დაიხარჯა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის თებერვლიდან შვიდი ფრაქცია ჰყავს, მათი რაოდენობა ამ დროსი მონაცემებით იგივე შენარჩუნდა.
ინფორაციისთვის, 2018 წლიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადი გახდა. თუ თავმჯდომარეს თვეში ხელფასის სახით 2000 ლარი აქვს განსაზღვრული, მის მოადგილეს 1200...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით.
აქედან გამომდინარე, სამინისტროში განმარტავენ, რომ ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს.
„სამწუხაროა, რომ...
ქალაქ რუსთავის შესასვლელში წარწერა გაკეთდება. ასევე, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.წარწერა "რუსთავი" ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად, 30 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
თითო ასოს სიმაღლე 2 მეტრის იქნება და დღისით თუ ღამით შორი დისტანციიდანაც გამოჩნდება, ღამე წარწერა განათდება.
ძირითადი კონსტრუქციის ფერი ნაცრისფერი იქნება, ასოების ფერზე კი, სავარაუდოდ, თეთრი.
პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 909 548 ლარზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სამუშაოები გამარჯვებულ კომპანიასთან...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო მოხელეს საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის შედეგად საავტომობილო საწვავის ხარჯვის ლიმიტი შეუწყდა.
რაც იმას ნიშნავს, რომ სამსხურეობრივი მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მხოლოდ სამორიგეო მანქანით მოუწევთ, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ჰყავს. თუმცა, როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ დაგეგმილია ორი ერთეული ავტომანქანის შეძენა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
მერიაში ამბობენ, რომ მათთვის უცნობია თუ რამდენ ხანს გასტანს ეს შეზღუდვა.
თერჯოლის მერიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო...
მთავრობის დადგენილებით, მცხეთაში განაშენიანებასა და მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მოქმედი მორატორიუმი ისევ გახანგრძლივდა, ამჯერად - 2020 წლის 1 ივლისამდე. გარდა ამისა, მორატორიუმში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
როგორც BM.GE-ს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებით, უახლოეს პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობით სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლიც კონკრეტულ პროექტებს განიხილავს და გადაწყვეტს, მაგალითად, რომელიმე ინვესტორს,...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში ამბულატორია აშენდა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 74 999 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს "ამბროლაურის სერვის ცენტრი“, ა(ა)იპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ.
https://www.facebook.com/ambrolaurimunicipality/posts/568312720422053?__xts__=68.ARAtWEVVv92GAqFhVtrW3SG7ytbbqB7B3pQMbOMXXnDuVSNNS33xv6Xqq8w8ORs7LvGykWBaN1FEnIkFia6t4p2cqJO3AnErqUagCVs2zgCApmsx41d6pInzUT5WlctKYFxNqcc84fYTZqiyQTH0aAcah-IhIdXnhvsYRVgi0_tC0joJ5-mRatjXnq3topYdcfMNP5S6VWKhKlGWkjqNJZBF1LVDEpc0vh-keQzyoDRFErI9lpBgABb2CrIYz8opCXTO1EBqdPaV4f3DiEqIcBndLBfN83GyT2bGRL4WZswMEEE7bnJlWsRTQHxgcPNHkc1njWE3H-CJbhNMdDVuGeQ&__tn__=-R
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































