2020 წლის 13 იანვრიდან სოფელ ზემო ხანდაკის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა შეექმნა. ამის მიზეზი მოძველებული მილი გახდა, რომლის კოროზიის გამო, წყალი იკარგება. ფაქტის შესახებ სოფლის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მარღიშვილმა მერიას 15 იანვარს აცნობა. კასპის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს ხანებში წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მილები დაერთდება. ,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში შესულია სოფელ ზემო ხანდაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი, სადაც რომლის მიხედვით საკმაოდ შემცირებულია სასმელი წყლის...
ერთი თვით გადაიწია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების პროცედურებამ, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევი-ახალუბნის გზას ეხება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ კომპანიასა და გორის მერიას შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაობი, მერიის ცნობით, დამთავრდა, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტი 2019 წლის 31 დეკემბერს უნდა მომხდარიყო: ,,კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილის საფუძველზე, თანახმა ვართ სამუშაოების შესრულების ვადა გადაიწიოს 2020 წლის 31 იანვრამდე"...
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ქართველი სიმბოლისტი პოეტების, „ცისფერყანწელთა“ ქუთაისური ორდენის წევრთა მემორიალურმა დაფამ, პირვანდელი იერსახე დაიბრუნა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.  პარკის ადმინისტრაციის მიერ, "ცისფერყანწელთა ხეივანში" უკვე განახლდა  პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილისა და  გოგლა ლეონიძის ფოტოები. ქუთაისური ორდენის წევრთა ხეივანი, ოთხი თვის წინ ვანდალურად დააზიანეს. უფრო ადრე, ხეივანში გარეგანათებაც დაამტვრიეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, "ცისფერყანწელთა ხეივანი" 2016 წელს გაიხსნა.
video
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. საუბარია  ხახუტაიშვილი - გენერალ ასლან აბაშიძის მონაკვეთზე. ტერიტორიაზე სამუშაოები „კა-ეფ-დაბლიუს“  პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც საკანალიზაციო ქსელის მოწყობას გულისხმობს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სამარშუტო ტაქსები ალტერნატიული გზით იმოძრავებენ. ამ ეტაპზე ქალაქში  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც 2019 წლის ივნისში დაიწყო და 2020 წლის IV...
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ახალი ავტობუსები მარტიდან გამოჩნდება და ის მუნიციპალური იქნება. მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლასთან დაკავშირებით, ახალი სატრანსპორტო კომპანია შეიქმნა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. კომპანიაში უკვე მუშაობენ ავტობუსების განრიგსა და კალკულაციაზე. კითხვაზე, გაძვირდება თუ არა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება, კომპანიის ხელმძაღვანელის გიორგი გიორგობიანის თქმით, მერია ეცდება, რომ ტარიფი არ შეიცვალოს, თუმცა შესაძლოა, კომფორტულმა ტრანსპორტმა ტარიფის გაზრდა გამოიწვიოს. "ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ საფასური...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები დაიწყო. კახიფარში, ვაჩნაძიანსა და შაშიანში მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია, თუ რას გააკეთებენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, კახიფარსა და ვაჩნაძიანში დასასვენებელი სკვერები მოეწყობა საბავშვო ატრაქციონებით. შაშიანში კი სკვერი რეაბილიტირდება და გარეგანათება გაკეთდება. თითოეულ სოფელზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 20 000 ლარი დაიხარჯება.
video
10-მდე უკანო ობიექტი ბათუმის სანაპიროზე, რომელთა მშენებლობა ბათუმის მერიამ ვერ შეამჩნია. გაიცა დემონტაჟის ნებართვა, რასაც მეპატრონეები  ასაჩივრებენ. მათთვის გაუგებარია შენობები, რომლებსაც წლების განმავლობაში ფლობენ, ახლა რატომ გახდა უკანონო საკუთრება. რატომ მიიჩნევს ფაქტს ოპოზიცია საეჭვოდ? და რას ამბობენ ბათუმის მერიაში? თემაზე სიუჟეტი ტვ25-მა მოამზადა. კვების ეს ობიექტები, ზღვის განაპირად, ბათუმის შემოსასვლელში წლებია ფუნქციონირებს. მეწარმეები, ირწმუნებიან, რომ ტერიტორია, რომელიც ნაგავსაყრელს გავდა, ქალაქში,...
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძის განცხადებით, სოციალურ მუშაკებს წელს ანაზღაურება 1 200 ლარამდე გაეზრდებათ. აღნიშნულ საკითხზე კილაძემ დღეს, 16 იანვარს სოცმუშაკებთან შეხვედრისას ისაუბრა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოციალურ მუშაკს ხელფასი 800 ლარი აქვს, ხოლო უფროს სოცმუშაკს – 1000. რეფორმის შემდეგ, მათი ხელფასები შესაბამისად 1200 და 1400 ლარამდე გაიზრდება. „ვამატებთ...
წინა სტატია "ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თბილისთან დიალოგის შესახებ ასლან ბჟანიას განცხადებას ეხებოდა. ონფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს. "ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მშვიდობა და მოლაპარაკება. ასევე, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს...
წინა სტატია შემდეგი სტატია „როგორც დავპირდი მარადიდისა და კირნათის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ჩართული ვართ პროცესში და ვეცდებით რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული როლი გვქონდეს და გათვალისწინებული იქნას მოსახლეობის ინტერესი“- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარადიდის მოსახლეობის პროტესტს და მოთხოვნებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მოსახლეობის ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები შეუფერხებლად უნდა ხორციელდებოდეს. სოფელ...
ქუთაისში, სტუდენტები ხელისუფლებისგან შიდა საქალაქო ტრანსპორტის მომსახურებაზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ. ამის შესახებ აიპრესი წერს.  მათ თვითმმართველობის შენობის წინ აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ხელმოწერები უკვე შეგროვებულია, მერია კი დაპირდათ, რომ ამ საკითხს სატრანსპორტო კომპანიის შექმნის შემდეგ გადახედავდნენ, რასაც ცვლილებები ჯერ არ მოჰყოლია. როგორც მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელძღვანელი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, თემაზე მუშაობენ და სოციალური შეღავათები დამტკიცდება, თუმცა კონკრეტულ ტარიფზე საუბარი ჯერ...
წინა სტატია შემდეგი სტატია პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია – აგარაკები გამოიტანა. წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) განთავსებულია 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომლის საწყისი ღირებულება 55,711,500 ლარად სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ“ შეაფასა. საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში...
წინა სტატია ა(ა)იპ "დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელ დირექტორად დავით მუმლაძე შეირჩა. იგი რვა წლის განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მუმლაძე უფლება-მოვალეობის შესრულებას სამი იანვრიდან შეუდგა. იგი პროფესიით იურისტია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ტურიზმის სფეროში ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. დავით მუმლაძეს სხვადასხვა წლებში ახალციხის, ვალეს და აბასთუმნის პოლიციაში უფროსის პოზიცია ეკავა. ასევე, იყო საპატრულო პოლიციაში, საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი. ახალციხის...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს მთავრობამ 30 დეკემბერს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტებს სრულად შეგიძლიათ, მოცემულ ბმულებზე გაეცნოთ. სტრატეგიის დეტალურ ანალიზს droa.ge უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. დეცენტრალიზაციის სტრატეგია - 2020-2025 დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა - 2020-2021 დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა - 2022-2023
ცხოელი ფოტოგრაფი ფრენსის პრიმერსკი, სოციალურ ქსელში მესტიის სოფელ ადიშში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საკუთარი მემკვიდრეობის მიმართ ასეთი უპატივცემლობა სირცხვილია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მესტიის სოფელ ადიშში ყოფნისას ფრენსის პრიმერსკიმ ჩაწერა მიმართვა, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაარჩინოს ნგრევის პირას მისული სოფელი. "ეს არ უნდა დაუშვას არცერთმა ქართველმა და განსაკუთრებით კი კულტურის სამინისტრომ. ისტორია ნადგურდება. ამ კედლის თითოეული ნაპრალი ჩემს გულზეც...
ალბათ, თითო ქუჩის რეაბილიტაციას თითო წელი დასჭირდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის გადაცემა “საქმის კურსში“ სამი დიდი გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქეთევან წამებულის და წერეთლის გამზირების რეაბილიტაცია შეიძლება წლის ბოლომდე ვერ დასრულდეს, ხოლო ვაჟა-ფშაველას რეაბილიტაციის დასრულება ნამდვილად გადაინაცვლებს მომდევნო წელს. „ძალიან დიდი გამზირებია აღებული ქეთევან წამებულიც, წერეთლიც და ვაჟა-ფშაველაც. ვიცი რომ ახლა მუშავდება ქეთევან წამებულის და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ