წინა სტატია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
აუდიტის სამსახურს მერიასთან რამდენიმე შენიშვნა აქვს და ამასთან დაკავშირებით, რეკომენდაციაც გასცა. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე დანერგილი არ არის სათანადო კონტროლის მექანიზმები და მერიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. საუბარია სოფლების: თამარიანისა და ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე, ზემო ბოლქვში ჭაბურღილის...
ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა 2010-2019 წლებში ბიუჯეტიდან 2 312 278 ლარი მიიღეს. ორგანიზაციის განცხადებით, მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) აქვეყნებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს. კერძოდ, ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი...
ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ერთი და იგივე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე ხელფასი პიროვნული დამოკიდებულების მიხედვით, განსხვავებულად გაიცემა, რაც არასწორია. დეპუტატებმა სხდომაზე მერს, ზაზა მელიქიძეს ამ განსხვავების ახსნა მოსთხოვეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
30 იანვარს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე, ხმაური საშტატო ნუსხის დამტკიცების დროს დაიწყო. მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნოდარ ტალახაძემ დასვა კითხვა, რატომ არის განსხვავებული სამსახურის უფროსების ხელფასები.
„პირველადი...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" მიმდინარე წელს 704 000 ლარი მიიღო. პროგრამის განხორციელებისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი აღნიშნავს პრიორიტეტების გამოვლენა მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ხდება, იმართება კრებები, ადგილობრივები ირჩევენ მათთვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა განხორცილებაც უახლოეს მომავლში დაიწყება.
მოსახლეობის გადაწყევეტილებით სოფლებში მოწესრიგდება შიდა გზები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, მოხდება შენობების, სპორტული მოედნების და სკვერების რეაბილიტაცია
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან...
საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ახალი ვალდებულება ეკისრებათ, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში.
როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს არის კანონპროექტის, რომლის მიღების შემდეგაც ქვეყანა გადავა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე.
"საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის შშმ პირთა თემი სწორედ იმ კანონს ელოდა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. ეს გახლავთ კანონპროექტი შშმ პირთა უფლებების შესახებ. კანონპროექტი საქართველოს...
2019 წელს აჭარას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 2 002 540 შეადგინა, რაც + 3.7%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს, - აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაზრდილია აჭარის სამივე ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში +7.9 %, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე +4.5 %, ხოლო ბათუმის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და გუნდში არსებულ პრობლემებზე, "ტორპედოს" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეეზე ისაუბრეს.
თანამშრომლები და გულშემატკივრები კი რადიკალურ ნაბიჯებზე გადასვლას აანონსებენ. ისინი დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
კლუბის წარმომადგენლების თქმით, თუ პრობლემა არ მოგვარდება შიმშილობას დაიწყებენ.
"ერთი წელია ვცდილობთ, საკითხმა არ მიიღოს პოლიტიკური ელფერი, მაგრამ გუნდის გადასარჩენად რეალური ნაბიჯები...
ნაძალადევის რაიონში ხერთვისის ქუჩაზე 1 700 კვ.მ ფართობზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, მოეწყო განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი, ბორდიური, ფილები და განთავსდა საპარკე ინფრასტრუქტურა.
"ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკვერი შეემატა. ლოტკინზე, ხერთვისის ქუჩაზე ეს ტერიტორია ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე აქვთ. ასევე,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ახალგორის მოსახლეობას ორ თვეში ერთხელ ე.წ. საზღვრის გადალახვის ნებას დართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტზე (КГБ) დაყრდნობით, cominf.org ავრცელებს.
ცხინვალის რეჟიმის ეს გადაწყვეტილება შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა არ გააჩნიათ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ. მათთვის „რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი ორ თვეში ერთხელ გაიხსნება.
КГБ-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ზომები...
კრწანისის რაიონს წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება.
როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.
"ორთაჭალის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქამდე საბავშვო ბაღი არ ყოფილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, კრწანისის რაიონში საბავშვო...
ქობულეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა, მოეწყო ზღვისპირა სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას და 2 კმ სიგრძის მონაკვეთზე ზღვისპირა პარკის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თბილისის, მეგობრობის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2019 წელს დაიწყო. შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, შეიცვალა ბორდიურები....
წინა სტატია
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 30 დეკემბერს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გთავაზობთ www.droa.ge-ის ექსპერტების მიერ მომზადებულ ანალიზს.
უფლებამოსილებები
სტრატეგიით ვერ ვიგებთ, რომელ უფლებამოსილებებს ვერ ახორციელებენ თვითმმართველობები სრულფასოვნად. დოკუმენტში წერია, რომ მომავალში ჩატარდება კვლევები, თუ რა უშლის ხელს არსებული უფლებამოსილებების სრულფასოვნად განხორციელებას, რის შემდეგაც მომზადდება საკანონმდებლო და ნორმატიული ცვლილებები, დაიგეგმება ტრენინგები.
კვლევების ჩატარებას და ვითარებაში გარკვევას...
წინა სტატია
პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონკრეტული წინადადება, რაში ხედავს რესურსს და რა შეთავაზება აქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სახელმწიფო და მთავრობა კი არ მიდის არბიტრაჟზე, ეს ისევ კონსორციუმის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ დღეს ვიცეპრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, მინიმუმ 5 ახალი ავტობუსისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში 633 000 ლარი აქვს განსაზღვრული. ამის შესახებ ინფორმაცია 23 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიას, შპს „ავტოპარკს“ 2020 წელს, მინიმუმ 5 ავტობუსი უნდა გადაეცეს.
მარნეულის მერი, ზაურ დარგალი აღიარებს, რომ ხუთი ავტობუსის შეძენა პრობლემის მოგვარებას არ დაეხმარება, თუმცა არსებულ სიტუაცუას...
სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, კულტურულ ღონისძიებებში 1 147 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ადიგენს გასულ წელს ღონისძიებებისთვის 27 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, წელს კი 40 000 ლარია. ასპინძაში 2019 წელს 57 000 იყო ახლა კი 79 000. ახალციხეს გასულ წელს 332 000 ჰქონდა ხოლო მიმდინარე წელს 352 000. ბორჯომს...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებული სპეციალური სიმღერების კრებულის შეტანა იგეგმება. ბაღებში ახალი საგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვის მიზნით თანამშრომლობის საკითხები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა სალომე ბარბაქაძემ, ქეთევან პეტრიაშვილმა და მაია გოგოლაძემ მზადყოფნა გამოთქვეს გამართონ სამუშაო შეხვედრა თბილისის ბაღებში მომუშავე მუსიკის პედაგოგებთან კრებულის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































