მიწის ნაკვეთი, რომელზეც სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტური საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო, აუქციონზე ვერ გასხვისდა. თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებული 10 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 49 წლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი 3 იანვარს გამოცხადდა. ნაკვეთი ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გამოიტანა, თუმცა შეთავაზებით არავინ დაინტერესდა და აუქციონი ჩაიშალა. პირობების თანახმად, 10 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ინვესტორს...
წინა სტატია შემდეგი სტატია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი საჯარო მოხელეები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ მსჯავრდებულის უფლებადამცველის ედიშერ ქარჩავას შუამდგომლობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, არ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფუძველი. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ბრალში მითითებულია სამი მოწმე, რომლებიც ბრალდებულები არიან და...
წინა სტატია „ქუთაისის „ტორპედო“ გადარჩა“, – ეს განცხადება საფეხბურთო კლუბის ახალმა მფლობელმა ფაბიო მანინომ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე გააკეთეს. მათი თქმით, იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იყო, თუმცა „ტორპედოს“ სასარგებლოდ დასრულდა. გუნდის ახალი პრეზიდენტის, ფაბიო მანინოს თქმით, ახალი მეპატრონე დაფარავს იმ დავალიანებებს, რომელიც კლუბს ფეხბურთელებისა და ბანკის მიმართ აქვს. „ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის ტრადიციები, რაც ამ გუნდს...
„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ახალი დადგენილების მიხედვით, სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობა, რომელიც დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 50%-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) მოთხოვნის შემთხვევაში − არანაკლებ 70%-ს. ამ შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი...
წინა სტატია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთიდან აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილს აფხაზური მხარე ფარავს, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა. როგორც მინისტრის მოადგილემ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით განუცხადა, აფხაზეთის მომარაგება რუსეთიდან რომ არ დაწყებულიყო, "აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრებოდა". "1-ელი თებერვლიდან აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის პირდაპირი იმპორტი დაიწყო ე.წ. სალხინოს ხაზით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ენგურჰესში წყლის დონე საკმაოდ დაწეულია და ეს აუცილებელია...
წინა სტატია ქალაქ ამბროლაურში დახურული სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია ჩატარდა უხარისხოდ და ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს. ასევე სოფელ ჭელიაღელე-თლუღის დამაკავშირებელ გზაზე, რეაბილიტაციის შემდეგ, არის ბზარები და თავიდანაა დასაგები... ჯამში, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლის პროცედურები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს 1,2 მილიონი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - შესრულებული სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, - ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების...
ვიზიტორთა ცენტრის მაკეტი - ვაშლოვანის ნაკრძალში
საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ევროკავშირის პროექტის (ENPARD) ფარგლებში, ფინანსური დახმარების სახით, 190 629 ლარის გრანტი მიიღო. აღნიშნული გრანტით ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება....
წინა სტატია ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მერიის შენობაში თვითდაზიანება აფექტურ მდგომარეობაში მიიყენა. მათივე თქმით, შეისწავლიან ოჯახის მდგომარეობას და შესაბამის დახმარებას გაუწევენ. „მოქალაქე გიორგი ანთიძემ მერიას დღეს მომართა. მას სურდა კანცელარიაში დაეწერა განცხადება სოციალური მდგომარეობის შესახებ. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, კანცელარია გახლავთ მესამე სართულზე, მან კი მეორე სართულზე მიიყენა მცირედი დაზიანება. მოვათავსეთ საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა ამ წუთისათვის სტაბილურია. დეტალური შესწავლის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ამბროლაურის სოფელ ურავში ქიმიური სამშენებლო ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო ქარხნის ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას და აბინძურებდა გარემოს, - ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. აუდიტის ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არ დასრულდა. საუბარია სამ ტენდერზე. პირველი შეეხება 13 სოფელში 18 სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, დასასვენებელ ფანჩატურებს,...
შემდეგი სტატია ამბროლაურში კვიპაროსები ზამთარში დარგეს, რის გამოც უმრავლესობა გახმა, - ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშში წერია, 2017 წლის ივნისში მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „ელიტ ბილდერ გრუპთან“ ქალაქ ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქუჩის გამწვანების სამუშაოების შესყიდვაზე, 51 თანხით 13.3 ათასი ლარი. მიმწოდებელს 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დაერგო 600 ძირი კვიპაროსის ნერგი. ხელშეკრულების შესაბამისად,...
დედაქალაქის მერია შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრული ზონის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. როგორც დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, პროექტი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.  „უკვე შექმნილია დეტალური პროექტი და მისი განხორციელება დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. ამჟამად, წვიმების დროს, მიწის მასები გადაადგილდება და საფეხმავლო სივრცე მთლიანად ამ მასას აქვს დაკავებული.  მოწესრიგდება ტერიტორია და აშენდება მეწყერდამჭერი კედლები. მომდევნო წლის გაზაფხულზე...
მიმდინარე წელს თბილისის განვითარების ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებს, რომელთა შორის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციაა. სამუშაოები ორ წელს გაგრძელდება და მისი ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი იქნება. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე აღნიშნა, მუზეუმის რეაბილიტაცია მოხდება ისე, რომ ყველაფერს პირვანდელი მდგომარეობა შეუნარჩუნდეს.  „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი თავისი ისტორიითა და მასში დაცული ექსპონატებით ერთ-ერთი განსაკუთრებული...
2020 წელს მინდელის სახელობის ხიდი რეაბილიტირდება. ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.  დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც გლდანში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება.  „ყველაზე გრძელი ხიდია, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია. ხიდი სრულად რეაბილიტირდება, შეიცვლება ასფალტი, გადაბმის ნაკერები, განათება და მოაჯირები. სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე დავასრულებთ გლდანში მიმდინარე...
მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტიდან წინა წლებში ეკონომიის სახით დარჩენილი თანხებით დააფინანსოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები.  2015-2018 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დაფინანსებიდან  დარჩენილი ეკონომია მოხმარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და ბიწმენდში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.  წეროვანში შეიცვლება მეტალის ამორტიზებული მილები, რომლებიც ვეღარ უზრუნველყოფს წყლის გატარებას და აფერხებს მოსახლეობისათვის სრულყოფილ წყალმომარაგებას, სოფელ ბიწმენდში...
ვარკეთილში, მიმდინარე წელს 17 600 კვ.მ ფართობზე ორი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და 2020-2021 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.  მისი თქმით, ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერი ალექსიძის ქუჩაზე მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად კი 500 000 ლარი დაიხარჯება.  „ვარკეთილის სივრცითი დაგეგმარება საბედნიეროდ, შენარჩუნებულია. ქალაქში ძალიან ბევრი მწვანე სივრცე გვაქვს, რომელიც მოვლასა და განახლებას საჭიროებს. ტერიტორია, რომლის...
მიმდინარე წელს, დედაქალაქის მერია რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფ კუნძულებს მოაწყობს. პროექტების საერთო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იქნება, ჯამური ფართობი კი - 55 000 კვადრატული მეტრი.  როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ  2020 წელს განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, გზაგამყოფი კუნძულები ყველგან გამწვანებული იქნება.  „გვაქვს სიახლე, რომელიც უშუალოდ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იდეაა. ეს არის გზაგამყოფების მოწესრიგება, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ძალიან გაალამაზა.  ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ