მიკროავტობუსები სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის თვალსაზრისით და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის განმარტებით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის. „რა კეთდება ამისთვის? თუნდაც ავტობუსების ჩანაცვლება. თქვენ იცით, ყვითელი ავტობუსები როგორ სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და პრობლემაა ასევე გამონაბოლქვის თვალსაზრისით....
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამა მარტიდან ამოქმედდება და 4 სახელმწიფო კოლეჯში განხორციელდება. მისივე თქმით, პროფესიული გადამზადებისთვის გამოყოფილი თანხები წელს გაორმაგდება. "ორი წელია რაც დავიწყეთ პროფესიული გადამზადების პროგრამა და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არ ველოდით ასეთ შედეგს. ძალიან წარმატებული გამოდგა. ორი წლის განმავლობაში 2000 ადამიანი გადავამზადეთ და ამ 2000 ადამიანიდან 70% გვყავს დასაქმებული, რაც ძალიან მაღალი ნიშნულია. წელს ჩვენ...
აჭარაში ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „SWOT ანალიზში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ყურადღება გაზიფიკაციას, წყალმომარაგებასა და გზებს დაეთმობა. „ძირითადი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილში აჭარისთვის ზოგადად, დაახლოებით 10-წლიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი იქნება წყალმომარაგება, გაზიფიცირება. ამ ნაწილში ჩვენ უკვე მოვიძიეთ შესაბამისი რესურსები. გაზიფიცირების ჭრილში მხოლოდ წელს დაახლოებით 30-მდე სოფლის გაზიფიცირება მოხდება სრულად აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. შარშან დეკემბერში, ჩვენ პირველად...
წინა სტატია ონის მუნიციპალიტეტში 52 191 ჰექტარზე ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება იგეგმება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დღეისათვის უკვე მომზადებულია კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის, (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე და დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც პროექტის ჩაბარება უნდა მომხდარიყო, აღმოჩნდა, რომ შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო. „როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და ჩვენი ზედამხედველობის სამსახური, ლაბორატორია შევიდა იმისათვის, რომ პროექტი ჩაებარებინა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო. შესაბამისად, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, არასწორად...
"ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დაგაჯარიმოთ, არ გამოვა, მეგობრებო!" - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დროულად ვერ ასრულებენ. კალაძის თქმით, კომპანიამ, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს სამუშაოები დროულად და ხარისხიანად, ტენდერში მონაწილეობაც არ უნდა მიიღოს. „არ შეიძლება ყურადღება არ გავამხვილო გლდანში მიმდინარე სამუშაოებზე. ეს არის ხიზაბავრის და ხარაძის ქუჩები, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. ამ...
წინა სტატია ჯართირის კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც ხდება აალებადი მასალების, საბურავების გაყიდვა და ეს ყველაფერი შენახულია საცხოვრებელი სახლების სარდაფებში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ცეცხლის კერა გაჩნდეს, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის, ეს იქნება სრული კატასტროფა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მეორადი საბურავების და აალებადი ნივთიერებების განთავსება-რეალიზაციის კუთხით დღეს დედაქალაქში „სრული კატასტროფაა“, ამიტომ შემუშავდება რეგულაციები, რომლითაც დადგინდება...
რამდენიმე დღეში, 10 მარტამდე, ქალაქ გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდება, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია “ეკო ჯორჯიას” წარმომადგენელმა გიორგი დავითაიამ განუცხადა. დავითაიას თქმით, საწარმო საწყის ეტაპზე 50-მდე ადამიანის დასაქმებას შეძლებს და საწარმოს საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონი ლარია. “ეს იქნება ერთადერთი საწარმო საქართველოში, რომელშიც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც დამზადდება”,- აცხადებს საწარმოს წარმომადგენელი. გიორგი დავითაია ამბობს, რომ...
თბილისის მერია მიმდინარე წელს კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში ქეთევან წამებულის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეაბილიტაციო არეალი იწყება მეტრო ავლაბრის მეტროდან და გრძელდება ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. საავტომობილო გზის სიგრძე 1 კილომეტრს და 600 მეტრს შეადგენს. გამზირზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გზაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია,...
კომპანია Tegeta Motors-ი დედაქალაქში 126 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანს, - ამის შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების მხარდაჭერით განხორციელდება. „თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. გამოყოფილი იყო თანხები და გამოცხადებული იყო 12-მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია - Tegeta Motors-ი, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126...
თბილისის მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი სოფელ დიღომში განხორციელდება და მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 5616 კვ. მეტრს შეადგენს. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის გადასაცემი ფართის (თეთრი კარკასის მდგომარებით) მინიმალური ოდენობა 2600 კვ. მეტრია. დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ყოველ სამუშაო დღეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მომსახურების სივრცეში....
"პარკი ოქროს უბანს!“ – ასე ჰქვია პეტიციას, რომლითაც აქტივისტები და ოქროს უბანში მცხოვრები მოქალაქეები ყოფილ სასპორტო მოედენაზე სარეკრეაციო ზონის გაშენებას ითხოვენ. საქმე ეხება ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიას, რომლის ფართობიც 15913 კვ/მ-ია. პეტიცია გამოქვეყნებულია მერიის სპეციალურ საიტზე, რომელსაც "შენი იდეა ქალაქის მერს" ჰქვია. ხმის მიცემა 15 მარტამდეა შესაძლებელი. "ეს სარეკრეაციო სივრცე ამ 10 წლის წინ გაანადგურეს და ახლა იქ,...
ნადარბაზევი, ზერტი, შინდისი, ხურვალეთის დევნილთა დასახლება - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც გორის მერია ჭაბურღილების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  აღსანიშნავია, რომ ზერტში 5 ჭაბურღილი უკვე არის, თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ, კიდევ ერთის დამატება, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება. ასევეა შინდისის და ხურვალეთის დევნილთა დასახლების შემთხვევაშიც. ჯამში, გორის მუნიციპალიტეტის მხოლოდ 47 სოფელშია მოწყობილი ჭაბურღილი.
წინა სტატია დღეს, 25 თებერვალს, ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობის მოსახლეობამ სასმელი წყლის არ არსებობის გამო აქცია გამართა და თბილისი-წითელი ხიდის გზა გადაკეტა. ადგილზე პოლიცია იყო მბილიზებული. მოსახელობის პროტესტის დროს ადგილზე საკრებულოს დეპუტატი, "ევროპული საქართველოს" წევრი აჰმედ იმამყულიევი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მერის მოადგილეები ლაშა ლობჟანიძე, ზაურ ტაბატაძე და შპს „სოფწყალის“ დირექტორი ნაბი აბდულაევი იმყოფებოდა. ამის შესახებ მარნეულის რადიო წერს. ადგილობრივებმა გაიხსენეს,...
video
საგარეჯოს 5 სოფელში: პატარძეულში, თოხლიაურში, გიორგიწმინდაში, ლამბალოსა და ნინოწმინდაში, სასმელი წყალი ფეკალური მასებით დაბინურებული აღმოჩნდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. სპეციალისტების განცხადებით, მისი მიღება ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ პრობლემის გადაჭრაში ადამიანის უფლებათა ცენტრია ჩართულია. კვლევის შედეგებზე გამოცემასთან ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე საუბრობს. ტლაშაძე ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის ზედამხედველობით, ნინოწმინდის სოფლის უფროსკლასელებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისს მიმართეს, სასმელი...
თელავის მუნიციპალიტეტის ცენტრალური მოედანი სახეს რადიკალურად შეიცვლის. ცვლილებას თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გეგმა ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, ერეკლე მეფის მოედანზე სხვადასხვა სახის კულტურული და შემეცნებითი სივრცეები მოეწყობა, ეს ტერიტორია კი, საფეხმავლო გახდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  ჯერჯერობით, ადგილობრივ საკრებულოს პროექტი არ დაუმტკიცებია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს პროექტიც, სხვების მსგავსად, მხოლოდ პროექტად დარჩეს. თელავის მთავარმა მოედანმა, რომელიც ერეკლე მეფის სახელს ატარებს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ