გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გუშინ ხანძრები გააქტიურდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მხოლოდ ერთ დღეში ხანძრის 18 ახალი კერა დაფიქსირდა. მინისტრის განცხადებით, 2020 წლის პირველი მარტიდან 10 მარტის დილის 10 საათის მდგომარეობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიების 546 ჰექტარ ფართობზე იყო მნიშვნელოვანი ხანძრები. „დაფიქსირდა ხანძრის 43 შემთხვევა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კახეთში იყო 18 კერა, სამცხე-ჯავახეთში-...
ხმაურის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. ახალი კანონპროექტი თბილისის მუნიციპალიტეტმა ღამის ეკონომიკის მენეჯმენტთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად შეიმუშავა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.  როგორც თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ძალაშია, გარკვეული ხარვეზები და პრობლემები ისევ არსებობს. მაგალითად ისევ არის მოსახლეობა, რომელიც წუხს ხმაურზე და ამ პრობლემის წინაშე თავად ბიზნესის წარმომადგენლებიც (სასტუმროები) დგანან, რომლებიც იღებენ სტუმრებს...
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა. მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო. ადმინისტრაციამ LCD Berlin Awards-ს კონკურსისთვის საჭირო შესაბამისი მასალა მიაწოდა. „თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ. LCD...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო. როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, პროგრამის მიზანი შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა. პროგრამა ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორში თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსებს თბილისის მერია სრულად...
ვარიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ვარიანში გზის რეაბილიტაციაზე 670 440 ლარი დაიხარჯება. მათივე ინფორმაციით, გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან სოფელ არაშენდასკენ მიემართება, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. „სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად მაისში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით მოეწყობა ასფალტის საფარი, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდება. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო 5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. „საფინანსო ინსტიტუტთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მოხერხდა სატენდერო მოთხოვნების ისე ჩამოყალიბება, რომ ტენდერში მონაწილეობა...
ქუთაისში ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა დროებით მუშაობას წყვეტს. როგორც ბიბლიოთეკის პრესსამსაურში განმარტავენ, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ბიბლიოთეკის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. '' წიგნს ბევრი ეხება, ხელიდანხელში გადადის, ტურისტებიც საკმაოდ მოდიან, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ სამუშაო პროცესი", - ამბობს პრესსამსახურის წარმომადგენელი ციცი ჯინჯიხაძე. ილია ჭავაჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას ორშაბათს, 16 მარტს განაახლებს. ასევე, 16...
საფეხბურთო კლუბ “თელავს” კიდევ ერთი ახალი სპონსორი კომპანია “კროკობეთი” ეყოლება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. კლუბსა და კომპანიას შორის 1 წლიანი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების მიზანია, რომ კლუბმა კომპანიის დახმარებით 2020 წელს უმაღლესი ლიგის ჩემპიონის სტატუსის მიიღოს. "კროკობეთის და საფეხბურთო კლუბ თელავის ისტორიები ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ მოკლე დროში დავიმკვიდრეთ ადგილი უმაღლეს ლიგაში. ამ მხრივ გვინდა, თელავის საფეხბურთო კლუბს ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ...
გორში არსებული სკვერებისა და გამწვანების ზოლების მოსარწყავად ახალი სისტემა დამონტაჟდება. გორის მერიის ინფორმაციით, მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა. „პროექტი, რომლის ღირებულება 508 130 ლარია, მაგისტრალური ქსელის მოწყობას და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნული ობიექტი ქალაქს ათეული წლების წინ ამარაგებდა წყლით. ამ ეტაპზე კი, ამორტიზებულია და აღარ ფუნქციონირებს. პროექტით დაგეგმილი სარწყავი სისტემა, რომლის სამუშაოები ხელშეკრულების...
ეშმაკის ბორბალი
პროგრამის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, თბილისის მერს კახა კალაძე ეშმაკის ბორბალზე ისეთი საათის დამონტაჟებას სთავაზობენ, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა ადგილიდან გამოჩნდება. იდეის ავტორის, ნიკოლოზ მეტრეველის აზრით, საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა. "გთავაზობთ საათს "ეშმაკის ბორბალზე" რომელიც ქალაქის თითქმის ყველა ადგილიდან იქნება თვალსაჩინო, დარწმუნებული ვარ გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათიც, რომელიც, ასევე, გამოვა მარკების, სუვენირებისა და სხვადასხვა სახითაც და საკმაოდ მიმზიდველი...
ხვალიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება ფასიანი იქნება (1 საათი - 1 ლარი). "ზონალური პარკინგის ადგილებზე ავტომობილის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, სატრანსპორტო საშუალება 15 წუთით უფასოდ (სხვადასხვა ადგილზე დღეში ოთხჯერ) გააჩერონ. ასევე, გამოყოფილია უფასო ადგილები ტაქსის მძღოლებისთვის და შშმ პირთათვის. ის პირები კი, რომელთაც ზონალური პარკირების არეალში უძრავი...
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის პირველ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 16 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, საბავშვო ბაღებში სახალისო ქიმიური ექსპერიმენტების მოწყობას სთავაზობენ. როგორც იდეის ავტორი, მარინე შავლაყაძე წერს, აღნიშნული იდეა ბავშვებში ქიმიური მოვლენების მიმართ ინტერესს გაზრდის. "პროექტის ფარგლებში განხორციელდება ხვადასხვა ტიპის სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები. ასევე, სახალისო თამაშები და შემეცნებითი გაკვეთილები ქიმიაში, რაც მოიცავს საინტერესო ფაქტებს ქიმიური პროცესების შესახებ, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე. პროექტი განხორციელდება 50 საბავშვო...
პროგრამის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, თბილისის მერს კახა კალაძეს რომელიმე სკვერში ერთიანი საქართველოს ყველა მეფისა და გამორჩეულ მეფეთა ბიუსტების დადგმას სთავაზობენ. როგორც იდეის ავტორი, ნიკოლოზ გაბელია წერს, სამწუხაროდ, არ მოიძებნება თბილისში ადგილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი ჩვენი ისტორია, რის გამოც, მას ერთიანი სივრიც შექმნა სურს. "მაქვს იდეა, ამ ყველაფრის ერთად მოვუყაროთ თავი. ჩემს იდეას არ სჭირდება ახალი სკვერის გაშენება,...
წინა სტატია თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, მეტროების შშმ პირებისთვის ადაპტირებას კიდევ ერთხელ სთავაზობენ. როგორც იდეის ავტორი, თამარ გვასალიას წერს, ეტლითმოსარგებლე პირებისთვის თბილისი მეტროთი გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. "თბილისის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მოხმარებადი საზოგადოებრივი ტრანსპორტია ქალაქში, რომელიც მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც მეტნაკლებად ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის. თითოეული მეტრო სადგური სხვადასხვა სახისაა, უმეტესწილად კი, ღრმა მიწისქვეშა განლაგებით არის...
წინა სტატია ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა წუხელ ზუგდიდის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ისინი სახელფასო სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, თქვეს, რომ დამსაქმებელს გადასახადის გაძვირება სურს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მერიასთან ერთად უკვე იმსჯელეს და მძღოლებს გადასახადი არ გაეზრდებათ. მისი სიტყვებით, 2 თვეში ავტობუსებში დამონტაჟდება ელექტრონული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ