კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. „მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას; მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ეწერში ხანძრის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი ზოლის დასუფთავება, პრობლემური ხეების გადაბელვა და დამწვარი მცენარეების მოჭრა მოხდა. სავარაუდოდ დაუდევრობის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ჩაის და თხილის ნარგავებიც დააზიანა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, დასუფთავების სამუშაოები ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურმა განახორციელა. მათივე ცნობით, ზედაეწერში ცეცხლის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი ზოლის აღდგენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის და გამწვანების სამსახურები უზრუნველყოფენ. „ცეცხლის ლიკვიდაცია საგანგებო სიტუაციების მართვის...
ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ჯამში რეაბილიტირდება 2 100 მეტრი სიგრძის გზა. ასევე მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწყობაც. ზუგდიდიდ მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია გაეცნენ. როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე გაგრძელდება. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი...
რუსთავის მერის ინიციატივით, ქალაქში ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭო შეიქმნება. რუსთავის მერის ცნობით, აღნიშნული სიახლე, დღეს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთაველ ბიზნესმენებს პროფესიულ კოლეჯ "მოდუსში“ გამართულ შეხვედრაზე გააცნო. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესმენებთან ერთად, რუსთავის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ასევე რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე ესწრებოდნენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების პრეზენტაცია გაიმართა. ირაკლი ტაბაღუამ საბჭოს მიზნებზე და...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განაკარგულებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ე.წ. საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან ჩაიკეტება, - განაცხადეს დეფაქტო მთავრობაში განაცხადეს. „რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შესაბამის ორგანოებს დაავალა, მიიღონ ზომები 14 მარტიდან ენგურზე სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვის კუთხით“, - განაცხადეს დეფაქტო მთავრობაში. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 550 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა. მათივე ცნობით, სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 766 994.8 ლარია. „სულ მალე სოფელ რატევნის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა მოუგვარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს. წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რატევნის გარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მოადგილეებთან ერთად, ტენდერში გამარჯვებულ იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წელს რეგიონში პროექტებს განახორციელებენ. „ცნობილია პირადად ჩემი და ჩემი გუნდის დამოკიდებულება, რომ მეწარმისგან ვითხოვთ სახელმწიფოებრივ მიდგომას თითოეული პროექტის მიმართ“, - განაცხადა შეხვედრის მიმდინარეობისას არჩილ ჯაფარიძემ. სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალურად მიმოიხილეს. მხარის რწმუნებულმა შემსრულებლებს მუშაობის...
11 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერის ერთ-ერთ თანაშემწეს აკიფ ალიევს ხელფასი 250 ლარით გაეზარდოს. როგორც მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ რადიო „მარენულთან“ თქვა, მერის აკიფ ალიევი პარალელურად სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა და მისი დღის წესრიგი უფრო მეტადაა დატვირთული, ვიდრე დანარჩენი ორი თანაშემწის. „მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა შემოსული განცხადებების რაოდენობის, გადარიცხული თანხების და ასევე მონიტორინგის გათვალისწინებით. ამ ყველაფრის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია: რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი, ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი. ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვედებარება: სამეგრელო-წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი. გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი. რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი. ქვემო ქართლი – თეთრიწყარო. მათივე ინფორმაციით,...
ქუთაისში, აღმაშენებლის 112-ში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და მათს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის არარსებობა გააპროტესტეს. მათი თქმით, კორპუსში სულ 2 ლიფტია და არც ერთი მათგანი არ მუშაობს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.  ადგილობრივების თქმით, კორპსუში 2 კვირაზე მეტია არც წყალია და 14 სართულიან საცხოვრებელში წყალს ეზოში არსებული ჭიდან ეზიდებიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. "წყალი არ გვაქვს. საერთო წყალსაქაჩი დაზიანდა. არ მუშაობს ლიფტი, რადგან ელექტროგაყვანილობა...
თელავში ადგილობრივებმა წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მანიფესტ.გე-ზე პეტიცია შექმნეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. თელავში მცხოვრებლები შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას და პრობლემის მოგვარებისთვის მუშაობას სთხოვენ. ,,ორ თვეზე მეტია თელავს წყალი ფაქტიურად არ მიეწოდება. წყაროებიც კი დაშრა. მოსახლეობა ურთულეს პირობებში ცხოვრობს. ვთხოვთ ყველას ვისაც ეს პრობლემა აწუხებს მოაწეროს ხელი პეტიციას”,– აცხადებენ ადგილობრივები. ტექნიკურ საკითხებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე პრობლემას სათავე ნაგებობაზე წყლის დებეტის...
წინა სტატია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვა რეგიონებში გადათამაშება მოხდა და 2020 წლის არჩევნებზე თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 8 ოლქი იქნება. როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დამატებით რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი და კანონპროექტი დაახლოებით ერთ საათში მზად იქნება. მისი ინფორმაციით, დღეს დილით, ოპოზიციასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც თითოეული რეგიონისა და ოლქის საკითხი გაიარეს. „ყველა საკითხზე პრინციპულად შევთანხმდით, რამდენიმე ტექნიკური დეტალია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. ოლქების...
ბათუმში მძღოლებს დააჯარიმებენ, თუ ისინი სამარშრუტო ტაქსებში იმაზე მეტ მგზავრს დაუშვებენ, ვიდრე შესაბამისი სავარძლები აქვთ, ან მოქალაქეებს ფეხზე დააყენებენ - ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ გაავრცელა. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის გამო მიიღეს. რეგულაციების დარღვევის გამო მძღოლებს 100 ლარით დააჯარიმებენ. საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.
წინა სტატია მარნეულის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", რაგიმ ასკეროვმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. დღეს, 11 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რაგიმ ასკეროვის მიერ დეპუტატობაზე უარის თქმა ცნობის სახით მიიღო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. პარლამენტარმა „ენმ“-დან აზერ სულეიმანოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მან არ იცის თუ რატომ მიიღო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება რაგიმმა, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს ფაქტი რაგიმ ასკეროვის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის...
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ახორციელებს პროექტს – „რაჭა–ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი  ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფა  პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ამის შესახებ ამბროლაურის ხმა წერს.  პროექტის ფარგლებში იგეგმება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის აგრო ტურის მოწყობა, აგრეთვე ტრენინგების ჩატარება მოქალაქეებისათვის, მეწარმეებისა და ფერმერებისათვის. აგრო ტურების მიზანია მოხდეს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება,...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის მოსახლეობამ აქცია გამართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. აქციის მონაწილეები სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ,,ბოლო სამი თვეა სასმელი და სარწყავი წყალი არ გვაქვს. არ ვიცით, დასალევად რა გამოვიყენოთ. სარწყავი წყლის არარსებობის გამო კი, სათბურებში დარგული ბოსტნეულის ნერგები გვიხმება”, – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ, იზა მაჭარაშვილმა. აქციის მონაწილეებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, პრობლემა ამინდის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ