პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ასეთია: გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების,...
სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის" ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე აცხადებს, რომ „აჭარა ტექსტილი" საქართველოში პირბადეების წარმოებას იწყებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ლომინაძის თქმით, კომპანია მზადაა 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს, წარმოება კი ეკონომიკის სამინისტროსთან ნიმუშების შეთანხმების შემდეგ დაიწყება.
„გუშინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და შევჯერდით გარკვეულ ნედლეულზე, რისგანაც პირბადე უნდა ვაწარმოოთ. როგორც ვიცით, ეს ნედლეული შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში და მათ რეკომენდაცია გაუწიეს...
მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქ. N2/5-ში ამორტიზებული სახურავი იცვლება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სახურავის ჩანაცვლება და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 800 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„აღნიშნულ მისამართზე მსგავსი პროექტი ბოლო ათეული წლებია არ განხორციელებულა, შესაბამისად გარკვეული...
ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი საბჭოს და მთავრობის ეფექტური მუშაობისა ინფექციის შეჩერების მიმართულებით, დღეს ფაქტობრივად გადავდივართ დაავადების გავრცელების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. ეს ნიშნავს...
ბარნოვის, ბარათაშვილის, ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩებისა და ცხინვალის გზატკეცილიდან შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"მიმდინარე სამუშაოების გამო სამ ქუჩაზე შეფერხებით გადაადგილდება ტრანსპორტი, ხოლო ბარნოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით გადაკეტილია ძმები რომელაშვილების ქუჩა (შოთა ჩოჩიშვილის ქუჩიდან სტალინის გამზირამდე). აღნიშნულის გამო გორის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ქუჩების ჯამური...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტასა და ჯანმრთელობის სამინისტროს ერთობლივი მექანიზმის შექმნა დაევალათ, რომელსაც სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს ყოველდღიური მომსახურეობის გაწევისთვის შესთავაზებენ.
აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები უკლებლივ, თითოეული...
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ტარდება გამოკითხვა სენაკის აგრარულ ბაზარში ერთი დღით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს მოქალაქეებს, შეუერთდნენ ინიციატივას და გამოხატონ თავიათი აზრი.
https://www.facebook.com/CityHallOfSenakiMunicipality/posts/1782073138590958
მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესებას შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას.
„საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას. ვითარება, რომელიც ახლა არის, ეს არის ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის დამსახურება და შედეგი. ჩვენ თითოეული მოქალაქე უნდა გავუფრთხილდეთ ამ ვითარებას.
მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ინიციატივის...
იმ ობიექტური რეალობით და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ეფექტური ბრძოლისთვის არის საჭირო, მთავრობას აქვს.
„საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა...
სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება შეიზღუდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
„სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება. ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გადაწყვეტილებები შეზღუდვის, რომელიც იყო მიღებული, მათი მენეჯმენტის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
"უახლოეს პერიოდში, ხვალიდან, აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის საკმაოდ რთული მენეჯმენტისათვის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი და მეტრო. მისივე თქმით, მათ დაევალათ ყოველდღიურად ჩაატარონ დეზინფექცია.
"მერიის სატრანსპორტო საშუალებები...
გორში, ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირზე ახალი საფეხმავლო სივრცეების მოწყობისთვის 990 320 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 26 მარტს სრულდება.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლოების შემდეგ მონაკვეთებს:
სტალინის გამზირი აღმოსავლეთით - სასტუმრო ინტურისტისტიდან (№26-დან) ჭავჭავაძის გამზირამდე;
სტალინის გამზირი დასავლეთით - ქუთაისის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე (№13-დან №31- ის ჩათვლით);
ჭავჭავაძის გამზირი ჩრდილოეთით - ცაბაძიდან გელდიაშვილის ქუჩამდე;
ჭავჭავაძის გამზირი სამხრეთით - რუსთაველის ქუჩიდან...
ქუთაისში, რეგიონებში განსახორციელეებლი პროექტების ფონდის დაფინანსებით, 29-ე ბაგა-ბაღისათვის ახალი შენობა აშენდება. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქ ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განმარტებით, არსებული შენობა ამორტიზებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. მისივე თქმით, ბაღმა ფუნქციონირება დაახლოებით 7-8 წლის წინ შეწყვიტა.
"ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე 29-ე ბაღი ახლა დახურულია და არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია, რომ ბაღი იმავე ადგილზე ავაშენოთ,...
რუსთავში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდება თუ არა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები - "ინფო რუსთავმა" აღნიშნული კითხვით რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურს მიმართა.
შეკითხვის საპასუხოდ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ზაზაძემ განაცხადა, რომ ვირუსის გამო ქალაქში მიმდინარე პროექტების შეჩერება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.
"ჩვენ ყველა მშენებელი გავაფრთხილეთ ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით და როგორც ამბობენ ვითვალისწინებთო. მსგავსი საშიშროება, რომ პროექტები გაჩერდეს ამ ეტაპზე არ გვაქვს. არც...
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გურჯაანში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადეზინფექციო საშუალებებით ყოველდღიურ რეჟიმში მარაგდებიან სამარშუტო და კერძო ტაქსების მძღოლები, რათა რეგულარურად მოახდინონ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია, რასაც კონტროლს უწევს მერიის ზედამხედველობის სამსახური.
ვირუსის პრევენციის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გადავიდა დისტანციური შრომის რეჟიმზე, რაც,...
ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩის მესამე შესახვევის გზის საფარი რეაბილიტირდება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქუტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განცხადებით, სამუშაოებისათვის საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა. რეაბილიტაციაზე 200 000 ლარი დაიხარჯება.
წელს ქუთაისში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხით 13 ქუჩა რეაბილიტირდება. გზების რეაბილიტაციაზე ჯამში 6 მილიონამდე დაიხარჯება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი 2020-2021 წლებში ქუთაისში 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































