მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 18 მარტიდან კერძო მიკროავტობუსების გადაადგილება აიკრძალება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც. როგორც ზუგდიდის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდება ქალაქში და გადანაწილდება სოფლების მიმართულებით. როგორც გიორგი შენგელიამ განმარტა, ავტობუსები ივლიან ზუგდიდის ცენტრიდან ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე და პირიქით. „ჩვენ არსებული რესურსით მოვახდენთ მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდებას. ჩვენი ტრანსპორტი მივა თითოეული სოფლის ცენტრამდე და მოახდენს...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საკრებულოს სხდომები მომავალში ელექტრონული ფორმით ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე 17 მარტს კენჭისყრის შედეგად მიიღეს. როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, ონლაინ შეხვედრების გასამართად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნება, მანამდე კი, სხდომა ჩვეულ ფორმატში გაიმართება. ბექა დავითულიანის ინფორმაციით, ონლაინ სხდომებზე მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვა იგეგმება. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს სხდომის ფორმატი დასაშვები...
რუსთავის მერი ირალი ტაბაღუა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვას და მუშაობა შეაჩერონ. მერი ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიდასაქალაქო მარშრუტებსა და თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება. კერძოდ, რუსთავში შიდასაქალაქო მარშრუტებზე იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი და მთლიანად შეიზღუდა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება ქალაქში. გარკვეული შეზღუდვები წესდება რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მოკროავტობუსების გადაადგილების...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქალაქებში მგზავრთა ნაკადებს ყოველდღიურად იკვლევენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ. "ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ სტატისტიკას, თუ როგორი ნაკადები არის მუნიციპალურ ტრანსპორტში, შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ იმ რეგიონებში და იმ მონაკვეთებზე სადაც შეინიშნება მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა იქნება დამატებული ავტობუსები," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო...
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდება, არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი კი სოფლის ცენტრებზე გადანაწილდება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაბამისი გრაფიკი მუნიციპალიტეტის გვერდზე განთავსდება. მისივე თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება. ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდება მოსაცდელებს. გარდა ამისა, ამ საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება ზუგდიდის აგრარულ ბაზარშიც.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონში ბაზრობები დროებით იხურება. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, პირველ აპრილამდე ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის ყველა მოიჯარე გათავისუფლდება საიჯარო გადასახადისგან. საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა ისიც , რომ აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო. აჭარის ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 500 ათასი პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. საქართველოში...
კორონავირუსთან დაკავშირებით 18 მარტიდან ბათუმში, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებით შეჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსები, როგორც შედარებით მცირე სივრცის მქონე ტრანსპორტი, ვირუსის გავრცელებისთვის მომატებული საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიმართა შეხვედრა მიკროავტობუსების კომპანიებთან. „გარდა ამისა, მუნიციპალურ ავტობუსებში იზღუდება კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ....
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტით, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის (მაგალითად, კომპანიის, რომელიც კარანტინში მყოფ თანამშრომელს სამსახურში მისვლას აიძულებს) დაჯარიმებას - 15 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში კარანტინი ნიშნავს თვითიზოლაციასაც. რაც შეეხება კარანტინის წესს, მას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი...
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალციხის ციხემ მუშაობა ორი კვირით შეაჩერა. ციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ა(ა)იპ–მა მუშაობა გუშინ, 17 მარტს შეწყვიტა და პირველ აპრილს განაახლებს. კორონავირუსის პანდემიის გამო ახალციხის ციხეზე დამთვალიერებლების რიცხვმა მკვეთრად იკლო.
ქუთაისში დღეიდან მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისში ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით. "ახალი სვლაგეზების მიხედვით, განსაზღვრულია ავტობუსების რაოდენობა და მათი მოძრაობის ინტერვალები. ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სვლაგეზებს აქვე გთავაზობთ. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ახალგაზრდობის გამზირზე კი იმოძრავებს სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები“, - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ახალი რეალობის შესაბამისად, გვიწევს მთელი რიგი ღონისძიებების...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას შესაძლოა, მოუწიოს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მისი თქმით, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა - მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს შევზღუდეთ გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედება, შეიძლება, მოგვიწიოს კიდევ დამატებითი შეზღუდვები ტრანსპორტის ნაწილში. შესაძლებელია მოგვიწიოს და ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა -მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები,...
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო, შესაძლოა, 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდეს. როგორც მან განაცხადა, განათლების სისტემა დღეს არ არის მზად, რომ ბავშვებს განათლება დისტანციურ რეჟიმში მისცეს. „სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, პირველ რიგში ბავშვების. გარკვეული ვადები არსებობს. ჩვენ თუ...
პროდუქტზე ფასების ხელოვნური ზრდა არ დაუშვათ, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური ბაზრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და მას მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავაც ესწრებოდა. "შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული სასურსათო მარაგისა და ფასების რეგულირების საკითხი განიხილეს. როგორც მარკეტების მენეჯერებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგის პრობლემა არ დგას და შემოტანის პროცესიც...
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში შიდასაქალაქო მარშრუტზე მოძრავი ყველა მიკროავტობუსი ხვალიდან შეწყვეტს მუშაობას და მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება მგზავრებს. თბილისი-რუსთავის მიმართულებით კი მიკროავტობუსების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, კერძოდ კომპანია "ინტერტრანსი“ მგზავრებს მხოლოდ 6 მარშრუტზე მოემსახურება, 5 მიმართულებით კი რუსთავიდან თბილისში და პირიქით, მგზავრთა გადაყვანას დროებით შეაჩერებს. აღნიშნული შეზღუდვების შესახებ განცხადება, ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 19 მარტიდან შეძლებენ. თბილისის მერის ინიციატივის შესაბამისად, კომპანიები, რომლებიც წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ, 12 სახეობის საკვები პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფენ. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროდუქტების გაცემისთვის მომზადების პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N9 და N143 ბაღებში გაეცნო და ადმინისტრაციას იმ პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის დაცვაც, კორონავირუსის გავრცელების...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 18 მარტიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას და მგზავრებს შემდგომ მითითებამდე ვერ მოემსახურება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ