სამწუხაროა, რომ ოპოზიცია, რეალურად, პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიცაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უკავშირებს ეკონომიკურ პროგრამას, მაშინ, როდესაც თავადაც კარგად ხედავენ, რომ მთავრობა რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკური პრობლემების გამოწვევების მიმართულებით - 3 მილიარდი დოლარი უკვე მობილიზებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა მიზნობრივად მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ასევე დაიხარჯება...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ფაქტი გამოავლინა.
„პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე...
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.
გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული...
კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა- ამის შესახებ BM.GE-ის კონტაქტორი კომპანიის “ინშაათ საქართველოს” ხელმძღვანელმა შოთა ბაღათურიამ განუცხადა. როგორც ბაღათურია ამბობს, დარჩენილია მხოლოდ მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერა, დანარჩენი მიმდინარე სამუშაოები კი ადგილზე სრულად დასრულდა.
მიუხედვად იმისა, რომ კომპანია ვადებში ვერ ჩაეტია, “ინშაათ საქართველოსთან” ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კი კონტრაქტორმა მხოლოდ 4 თვის დაგვიანებით შეძლო. თუ რატომ არ შეწყვიტა დამკვეთმა კონტრაქტორთან ხელშეკრულება...
კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია კონტრაქტორმა კომპანიამ 4 თვის დაგვიანებით დაასრულა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია “ინშაათ საქართველოს” ხელმძღვანელმა შოთა ბაღათუარიამ განუცხადა.
კომპანიამ ადგილზე სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, ხელშეკრულებით 2019 წლის 30 ნოემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები მხოლოდ 4 თვის დაგვიანებით 2020 წლის აპრილში დასრულდა. დღეს კი თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ რეკომენდაციას “ინშაათ საქართველოს” არ გაუწევენ.
“რა...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში თერმოსკრინინგი 2 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის სოფელში თვითიზოლაციაში 56 პირი იმყოფება, ორი კი კარანტინში გადაიყვანეს.
ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა და მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა, ამასთან, პანდემიის პირობებში რეკომენდაციების და წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ფარცხანაყანევის კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში, სადაც საკვები პროდუქტები მივუტანეთ იმ ადამიანებს, ვისაც 38 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვს....
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ცენტრალური, მეორეხარისხოვანი ქუჩები და ტროტუარები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის თქმით, სამუშაოები შპს „საგარეჯო 2018“-ის დასუფთავებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განახორციელეს.
"ქალაქ საგარეჯოში, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩების და ტროტუარების სპეციალური ხსნარებით მოირეცხა, – განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება...
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის თქმით, იმას თუ რა როლი ითამაშა განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა 10 დღის განმავლოვაში დაინახავენ.
მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ეკლესიებში არ მივიდნენ. თუმცა, მისი თქმით, ერთი და ორი დღე დამშვიდების საფუძველს არ აძლევთ.
"დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა,...
იმერეთში სასაფლაოების შესასვლელებს შსს-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ.
სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება.
მუნიციპალიტეტის მერები და ასევე მერიის წარმომადგენლები სოფლებში სასაფალოებზე მონიტორინგს მეორე დღეა ახორციელებენ, რომ საფლავებზე მოქალაქეების გასვლა არ დაფიქსირდეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10...
დიღმის მასივში გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა. როგორც ადგილობრივები აცახდებენ, შემთხვევა კორპუსის უკანონო მშენებლობის გამო მოხდა. შედეგად დაზიანდა წყლის მილები და ელექტრო სადენები. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მეზობლების თქმით, მათ შესაბამის სამსახურებს დასახმარებლად არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ბოლნისში, გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმის ფონზე, მოქალაქეები სასაფლაოზე არ გასულან. შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
გარდა ამისა, დრონების საშუალებით, ხორციელდება სასაფლაოების პერიმეტრის საჰაერო მონიტორინგიც. ჯერჯერობით საკარანტინო რეჟიმის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. მუნიციპალიტეტში, ამ დროის მონაცემებით, 54 ინფიცირებულია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის...
ბათუმში სასაფაოებთან მეორე დღეა მობილიზებულია პოლიცია. ყველა შესასვლელს სამხედროები და ქალაქის მუნიციპალური ინსპექციის წარმომაგენლები იცავენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის ნოშრევან საგინაძის თქმით, სამართალდარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
„იყო დაახლოებით 5-მდე პირი, რომელსაც უნდოდა შესვლა, ავუხსენით ქვეყანაში არსებული ვითარება და დაწესებული შეზღუდვები. ისინი გაგებით მოეკიდნენ და დატოვეს ტერიტორია“- განაცხადა საგინაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
„პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც ქათამაძემ განუცხადა, თერმოსკრინინგი უკვე, დაახლოებით, 11 ათას ადამიანს ჩაუტარდა და ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება კვლავ გრძელდება.
„ამ დროისთვის მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიმშვიდეა. ზედმიწევნით სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამჟამინდელი მონაცემებით, რაც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება,...
კახეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ერთეული შეთხვევები ფიქსირდება, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, რეგიონში ვითარება მშვიდია და მოსახლეობის დიდი ნაწილი იცავს იმ წესებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედებისას არის შემოღებული. ინფორმაცია სინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„მშვიდი ვითარებაა რეგიონში. გამოცხადებული ღონისძიებები რაც არის კარანტინის დაცვასთან დაკავშირებით მოსახლეობა იცავს. ზოგადად ჯარიმები იწერება, რა თქმა უნდა და სამწუხაროდ,...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეები სასაფლაოზე გასვლისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"აბსოლუტურად მშვიდი ვითარებაა. გუშინ ტაძრებში ხალხის სიმრავლე არ შეინიშნებოდა. სასაფლაოებზეც არ გადის ხალხი, მაქსიმალურად თავს იკავებენ, ყველა რეკომენდაციას მეტ-ნაკლებად ასრულებენ. ჯერ არ დაფიქსირებულა თავშეყრის ან სასაფლაოზე სუფრის გაშლის ფაქტი, მშვიდი ვითარებაა“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, რეგიონში არანაირი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































