ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში არსებულ სკვერში, დაუდგენელმა პირებმა სკამი დააზიანეს. ამის შესახებ გურია ნიუსი წერს.
როგორც ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, სამწუხაროდ, ეს არ არის მსგავსი ქმედების პირველი შემთხვევა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ვანდალური ფაქტი ხდება ჩვენს ქალაქში. ჩვენი მომსახურების ცენტრი მოგიწოდებთ, ერთად დავიცვათ ჩვენი ქალაქი. ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევა და დამნაშავე დაისჯება კანონის სიმკაცრით“, -ამბობენ კეთილმოწყობის სამსახურში.
სოფელ ახოს მოსახლეობა წლებია მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქედის მერიაში ირწმუნებიან, რომ სტადიონის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული ტენდერი შედგა და სამუშაოებს შპს „მშენებელი 5 „ ასრულებს.
მერიაში ამბობენ, პარალელურად მიმდინარეობს დაბა ახოს სტადიონის რეაბილიტაციაც. ჯამში კი სამუშაოებისთვის 80 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და რიგი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გორის პარკირების სამსახურმა 1 ივნისიდან მუშაობა განაახლა.
გორის მერიის ცნობით, ვინაიდან 17-დან 27 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, სრულად იყო აკრძალული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმ საშვებს, რომელიც 17 აპრილის მდგომარეობით მოქმედი იყო, მოქმედების ვადა დამატებით, ერთი თვით გაუხანგრძლივდა.
“მძღოლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუძენიათ პარკირების საშვი, გთხოვთ...
დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით "იაფი სახლის" პროგრამით ბინის მიღების მსურველთა რეგისტრაცია განახლდა. მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ბათუმის მერმა აღნიშნულის თაობაზე ბათუმის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"1 ივნისიდან იაფი სახლის პროექტზე განაცხადების მიღების პროცესი ახლდება. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა ფაქტიური საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ადმინისტრაციულ სერვისს ცენტრებს, ე.წ გამგეობებს უნდა მიმართონ. მოქალაქეები იქ მიიღებენ საჭირო კონსულტაციას, ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შესახებ და იქვე...
ბათუმში მუნიციპალური სასადილოების მუშაობა განახლდა. ბენეფიციარები საკვების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასადილოებში რეგულარულად ტარდება დეზინფექცია, დაცულია სოციალური დისტანცია და გათვალისწინებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაცია.
კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მუნიციპალურმა სასადილოებმა მუშაობა 1 აპრილიდან შეწყვიტა. სასადილოს ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა ხდებოდა.
Forbes-მა პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნების სია გამოაქვეყნა.
„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები-ამ 7 ქვეყანას პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის პოტენციალი აქვს", - წერს გამოცემა.
Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში სლოვენიასთან, ტუნისთან, ეთიოპიასთან, მიანმართან, ფილიპინებთან და ირანთან ერთად საქართველო მოხვდა.
„უპრეცედენტო ვარდნის ფონზე გლობალური ტურიზმი გადარჩენისთვის იბრძვის. ამ ფონზე მსოფლიოში მრავალი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტული ბუმისთვის ემზადება, ეს მაშინ მოხდება, როგორც კი მოგზაურობა...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებს მიმართა, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა, რათა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშაონ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საჯაროდ ისაუბრა, რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც მოქალაქეები არ იცავენ იმ რეკომენდაციებსა და წესებს, რაც არის მოწოდებული ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან.
„მინდა, ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებს ვთხოვო, დაჩქარებულ რეჟიმში...
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმიდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, პროექტის ღირებულება 469 000 ლარს შეადგენს და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სოფელ კიზილაჯლოში გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა ამ დრომდე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილ გზაზე კომფორტულ გადაადგილებას შეძლებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
წინა სტატია
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას, რომლის თანახმადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება, არ ეთანხმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.
„ამ პროგრამის მთავარი აზრი ისაა, რომ გადაწყვეტილებას - რა გაკეთდეს გამოყოფილი თანხით, სოფლის კრებებზე, იღებს იქ მცხოვრები მოსახლეობა. პროგრამის სრული ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი ნაწილდება 57 მუნიციპალიტეტის 3111 სოფელზე, სადაც...
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლებში მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახებისთვის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა მზის პანელები, – ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობა-ლიცენზირების და კვლევის ეტაპზეა ჯამში 5 მზის ელექტროსადგურის პროექტი.
ასევე საქართველოს მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს...
საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების გამოყენებით ჩაივლის.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) დამუშავება კი სპეციალური ხსნარებით განხორციელდება.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,...
პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 120-დან 69 ქონება უკე გაიყიდა, - ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
გიორგი გახარიას მთავრობაში ამბობენ, რომ პროექტის დადებით ეფექტზე მიუთითებს კონკურენცია აუქციონებზე და ბიზნესსუბიექტების დიდი ინტერესი პროექტისადმი.
"პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დაიწყო 2019 წლის ნოემბრიდან. პროექტში ამ მომენტისთვის ჩართულია 120 ობიექტი, ჯამური ღირებულებით − 305 990 395...
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, N2, N25, N43 და N39 ავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრამდე“ იმოძრავებენ, ნაცვლად ბარათაშვილის ქუჩისა; N31, N44 და N80 მარშრუტები კოტე აფზახის ქუჩის გავლით, გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, ხოლო N122 ავტობუსი ევროპის მოედანზე დატრიალდება და ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბარათაშვილის აღმართის...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია.
რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი...
დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და საბურთალოს გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მინდა, პირველ რიგში, ყველა პატარას მივულოცო. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გავხსენით....
გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ყოფილი ხიზაბავრის) მიმდებარე ჩიხები და გასასვლელი წესრიგდება. მათი ინფორმაციით, ჯამში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 8 000 კვ. მეტრამდე ფართობზე მოეწყობა, რისთვისაც 600 000 ლარამდე დაიხარჯება.
„აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარი საერთოდ არ არსებობდა. გასულ წელს თეიმურაზ ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩებზე 15 920 კვ.მეტრ ფართობზე ცენტრალური გზა მოწესრიგდა, რომელზეც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































