2,7 მლნ ლარი გამოიყო იმ გზის სარეაბილიტაციოდ, რომელიც კავთისხევი-ახალქალაქს შორის მდებარეობს. "კასპიცემენტის" მანქანების მიერ დაზიანებულ საავტომობილო გზაზე ახალი ასფალტი დაიგება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
თანხა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტრომ გამოყო. ტენდერში მონაწილეობას კომპანია "მილენიუმ ბილდერს გრუპ" იღებს. მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს უკვე სწავლობენ.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ, შიდა ქართლის მაშინდელ გუბერნატორს, კახაბერ სამხარაძეს გზის შესახებ...
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ კურდღელაურში წარმოებული ყველი ჩიკაგოს ჰიპარმარკეტების ქსელში შევიდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
„ცივის ყველი“ ამერიკაში ექსპორტზე სამთვიანი აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ გავიდა. 10 სხვადასხვა სახეობის 250 კგ ყველი აშშ-ს ჰიპერმარკეტების დახლებზე უკვე ხელმისაწვდომია, შემდგომ პარტიაზე კი მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. გარდა ამერიკისა, კომპანია პროდუქტს დუბაიშიც ყიდის.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ქართულ ყველზე მოთხოვნა ევროპის ბაზრიდანაც არსებობს, თუმცა პროდუქტის ექსპორტირებას ევროკავშირის კანონმდებლობა...
გურჯაანის „გლეხური ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურები დაანგრიეს. მფლობელების თქმით, დემონტაჟი უკანონოდ განხორციელდა და მათ ამის შესახებ გაფრთხილებაც არ მიუღიათ. საპირისპიროს განმარტავს ბაზრის დირექტორი და ამბობს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
ერთ-ერთი მესაკუთრის, თინა აბელაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც წლების მანძილზე ბაზარსა და მესაკუთრეებს შორის დავა მიმდინარეობს, დემონტაჟი არ უნდა მომხდარიყო.
„ბაზარსა და დანარჩენ მესაკუთრეებს შორის დავა უკვე...
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს, - ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციაში“ აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო.
„უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის...
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, შინაური ცხოველის მიერ ფეკალური მასით გარემოს დაბინძურებისთვის პირები 100 ლარით დაჯარიმდებიან. გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები ცხოველის სხეულის ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზეც.
კერძოდ, 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული ჯარიმა...
საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება. პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით (80 მომხრე) დაუჭირა მხარი, რომლის თანახმად, ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება.
კანონპროექტის მიხედვით, იგივე ქმედება, ჩადენილი ავტომობილიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120 ლარისა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც 2კგ.მდე ნარჩენს საზოგადოებრივი...
ფოთლების, ბაღის და/ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის. კოდექსის არსებული რედაქცია, აღნიშნული ქმედებისთვის 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის, საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას გაზრდილი ოდენობის ჯარიმით - 1...
ძევერაში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გორის მერიის ინფორმაციით, ძევერაში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას 100 000 ლარი მოხმარდა. პროექტი გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.
"პროექტის მიხედვით, განხორციელდა 342 გრივი მეტრის რეაბილიტაცია და მოეწყო ეზოებში შესასვლელები. გზის მონაკვეთზე არ იყო ასფალტის საფარი. მისი არათანაბარი ზედაპირი ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა გადაადგილებისას, განსაკუთრებით მდგომარეობა რთულდებოდა ნალექის დროს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
წინა სტატია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტურია. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ პოსტი დღეს, 13 ივლისს, დატოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ხარაგაულში რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.
საარჩევნო კოდექსის 169-ე მუხლის მიხედვით, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში.
თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს...
წინა სტატია
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმის მერის მიერ თანამდებობის დატოვებაა გადაწყვეტილი.
საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ლაშა კომახიძის გადადგომა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა იგი შვებულებაში გაუშვეს, რათა განცხადება 15 ივლისის შემდეგ დაწეროს.
კირთაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება აღარ იქნება და მმართველი გუნდი მერის მოვალეობის შემსრულებლად საკუთარ კანდიდატს დანიშნავს.
კირთაძე ამტკიცებს, რომ მერის გადადგომის გადაწყვეტილება აჭარის...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა, უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ სუბიექტს, სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტებს, სახალხო დამცველის ოფისსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებმაც თავისი აქტიური წვლილი შეიტანეს თემატური ჯგუფის მუშაობაში.
„შემუშავებულია საკმაოდ სოლიდური და...
სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას 500 ლარით (ნაცვლად 200 ლარისა), ხოლო იურიდიული პირების - 2 000 ლარით (ნაცვლად 500 ლარისა). იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ნარჩენების მოცულობა 1მ3- დან 10...
მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით, ქუთაისს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა ექნება. დოკუმენტი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით შეიქმნება. პროექტს ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
დოკუმენტისა და გეგმის შემუშავებისა და აღსრულების ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომელთაც ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები 4 ეტაპად გადაამზადებენ.
წელს საპილოტედ პროექტში 11 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება, ხოლო ეტაპობრივად 64-ვე.
"64-ვე მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის მოსახლეობამ კვირას აქცია გამართა. ადგილობრივების პროტესტი სოფელში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. მათი თქმით, სოფელში არ არის გზა, სკოლა, წყალი, დაზიანებულია ხიდები და არ არის საძოვრები. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების მერიასთან გამართვას აანონსებენ.
წლებია ამ მდგომარეობაში ვართ, არ არის გზა, ტრანსპორტი და სასწრაფო ვერ მოდის,...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ქალაქის მასშტაბით 18 ბაღის ინტერნეტიზაციაზე 15 821 ლარი გადაიხადა, - ეს ინფორმაცია სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი.
სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის თქმით, ინტერნეტის საშუალებით აღმზრდელები გასართობ პროგრამებს ეძებენ.
"ქალაქში 18 ბაღის ინტერნეტით უზრუნველყოფა მოხდა. ამის საშუალებით, პედაგოგები ეძებენ ახალ პროგრამებს, რომ აღსაზრდელებს შესთავაზონ", - ამბობს ლია კოვზიშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 თვეში სატელეფონო კომუნიკაციისთვის 4557 ლარი დახარჯა - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" საკრებულოს აპარატმა მიაწოდა.
ოფიციალური მონაცემებით საკრებულოს სატელეფონო ხარჯი იანვრიდან ივნისის ჩათვლით ასე ნაწილდება:
იანვარი - 775 ლარი;
თებერვალი - 770 ლარი;
მარტი - 769 ლარი;
აპრილი769 ლარი;
მაისი - 728 ლარი;
ივნისი - 746 ლარი.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































