წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც იქნება თქვენი, საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, - ასე წარუდგინა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილი.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუ რა პროექტები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რა რეფორმები გავატარეთ, თუ როგორია მხარდაჭერა და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან, სხვადასხვა მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება...
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ, მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, სოხუმში ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ადამიანები,...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს №3 სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. პირველი თემა ეხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020- 2021 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებების განხილვას და დამტკიცებას, ხოლო მეორე ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობაზე ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ განცხადების განხილვას.
როგორც ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, ასევე დამტკიცდა 2020 -2021 წლების...
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან ჩვენ ხელისუფლებას და პარტიას ალტერნატივა დღეს ქვეყანაში არ ჰყავს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება.
„მე არ ვამბობ, რომ ჩვენ იდეალურები ვართ. ბუნებრივია, ჩვენ შეცდომები მოგვდის, მაგრამ ამ შეცდომებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეცდომების დანახვის და აღიარების უნარი...
წინა სტატია
0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge
„ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი...
"ევროპული საქართველოს“ ინიციატივაა, რომ სკოლებში, სადაც ბევრი მოსწავლეა, კლასი ორ ნაწილად გაიყოს და ნახევარი კვირის განმავლობაში სკოლაში კლასის ერთმა ნაწილმა იაროს, ხოლო კვირის მეორე ნახევარში - მეორე ნაწილმა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, ის, რასაც ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი მოსახლეობას სთავაზობს, გამოსავალი არაა.
„საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ გვესმის აბსურდული განცხადებები და აბსურდული მოთხოვნები. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს...
გორის მუნიციპალიტეტის მერიას შპს "სერვისი" უჩივის. კომპანიამ უწყების ტენდერი გაასაჩივრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შპს "სერვისი" თვლის, რომ მერიამ კანონი დაარღვია და ისე გაამარჯვებინა სხვა კომპანიას ტენდერში.
კერძოდ, საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც უწყებამ გამარჯვებულად კომპანია ""B&B" გამოაცხადა. ამ ეტაპზე მილიონიან პროექტზე, ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
"შპს „B&B”-ს მიერ წარმოდგენილი შესრულებულ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ...
ოკუპირებულ რეგიონში ისტორიული ძეგლები განადგურების პირასაა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალში მაცხოვრებლები ფოტომასალასთან ერთად სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. მათი განმარტებით თუ დროულად არ მოხდა სათანადო რეაგირება მათი კვალი წლების განმავლობაში წაიშლება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ცხინვალის რეგიონში სულ 600-მდე ისტორიულ ძეგლია, მათი ნაწილ 1991 წლის მიწისძვრის დროს დაზიანდა, ზოგიერთი განადგურების პირასაა და აღდგენას საჭიროებს. ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ბადრი გასპაროვი წლების განმავლობაში დიდი...
ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ქუთაისის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება და ტურიზმის ცენტრი ნეპოტიზმში დაადანაშაულა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"ქართული ოცნება" კვლავ აგრძელებს ქუთაისის დაცინვას, 50 000 სლოგანის შემდეგ შემოგვთავაზეს ლოგო "ქ" ასო, რომელიც არაფრის მეტყველია და ეს არაფრის მეტყველი არ არის. ამის შემდეგ 4 700 ლარის დახარჯვას აპირბენ კეპებსა და მაისურებში,...
დღეს მმართველი პარტია გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარადგენს.
წარდგენა საგარეჯოში 15:00 საათზე ჩაილურის ციხეზე მოხდება.
ამის შემდეგ კანდიდატს 16:30 წუთზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ფიროსმანის სახლმუზეუმში წარადგენენ. რაც შეეხება გურჯაანს იქ ღონისძიება კურორტ ახტალის ტერიტორიაზე 20:00 საათზე გაიმართება.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან მდებარე უღელტეხილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის განთავსებული ხის სახლების ნაწილი მოიპარეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აღნიშნული სახლები მერიის ინიციატივით განთავსდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ზურაბ ჯაფარიძეს ინფორმაციით, მოპარულია ხის სამი სახლი.
მისივე განცხადებით, მომხდარის შესახებ შესაბამის სამსახურებს უკვე აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლაგოდეხის მერიამ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის 14 სახლი იყიდა, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 500 ლარამდე გადაიხადა.
ახალციხის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი ფატი (ნაირა) ხაბულიანი და მისი შვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შესაძლო ნეპოტიზმის საკითხზე დაიბარა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ხაბულიანის სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრის საკითხს ადმინისტრაციაში ადასტურებენ, თუმცა საუბრის თემის დეტალებზე არ საუბრობენ.
სავარაუდოდ, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ფატი ხაბულიანთან შეხვედრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ახალციხის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის ნაირა იგივე ფატი ხაბულიანის შესახებ კვლევა...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას მოუწოდებს, გაითვალისწინოს მისი გუნდის მიერ შემუშავებული სამი რეკომენდაცია, რომელიც სესხებზე პროცენტის ჩამოწერას, მანქანების რეექსპორტთან დაკავშირებით სპეცპროექტის გაკეთებას და ტურისტული სექტორის საბანკო პროცენტების სრულ სუბსიდირებას ითვალისწინებს.
ვაშაძის თქმით, „დამსხვრეული ოცნებების“ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა „კვლავ ნახევარი ნაბიჯებით და ცრუ საქმით არის დაკავებული”.
„5 მილიარდია საქართველოსთვის გამოყოფილი, საიდანაც არაფერი ქართულ ბიზნესს არ მიუღია. მხოლოდ და მხოლოდ ფუქსავატური, ზედაპირული განცხადებებით...
აჭარაში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც 2-7 წლამდე ბავშვებში ტყვიის შემცველობის შემცირებას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
ბათუმში ტყვიის პროექტის - ,,მიღწევები და პერსპექტივები“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ესწრებოდნენ.
თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას აჭარის რეგიონში არსებულ გამოწვევაზე და მისი გადაჭრის სტრატეგიაზე...
სკოლებში, შემოქმედებითი წრეები, რომელიც არაა სავალდებულო საგანი, სექტემბრიდან კვლავ გაიხსნება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„შემუშავებულ რეგულაციებში სახელოვნებო წრეებიც წერია - თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ამ პროცესს უწევენ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, პროცესი იქნება ჩვეულებრივი; იქნება სპორტული გაკვეთილებიც, სახელოვნებოც... ყველა გაკვეთილი იქნება ორგანიზებული, უბრალოდ, ამ პროცესებს სჭირდება მართვა და განათლების...
დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა, მოსახლეობის ტესტირება გრძელდება. ეპიდემიოლოგები დილიდან დაავადებული პაციენტების ახლო კონტაქტებს იკვლევენ, თუმცა აქ COVID-19-ზე გამოკვლევა სურვილის მიხედვით, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ.
დღეს სპეციალისტები კიდევ ასამდე ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშის შეგროვებას გეგმავენ, რასაც შემდეგ კორონავირუსზე პი-სი-არ ტესტირება ჩაუტარდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაბა სტეფანწმინდაში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მუნიციპალიტეტში, ჯამში 13 შემთხვევაა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































