დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, 54 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 53 454 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა.   სამუშაოები განხორციელდა, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე, შიდა კვარტალურ გზებსა და თბილისური ტიპის  ეზოებში. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო  სამ ქუჩაზე, 31 თბილისური ტიპის ეზოსა და 20 შიდა კვარტალურ გზაზე. აღნიშნული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 854 391 ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგება ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევსა და ჭიაურელის...
საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge ბანერი „საარჩევნო რუკა“ განახლდა, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ, შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. როგორც ცესკოში აცხადებენ, ვებგვერდზე...
არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვს არჩევნების მოგების შანსი, მაგალითად, ნიკა მელიას და გრიგოლ ვაშაძეს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, იქნებიან კანდიდატები, ვისაც მისი პარტია მხარს დაუჭერს და ასევე არიან კანდიდატები, ვის მხარდაჭერასაც „ერთიანი საქართველო" არ აპირებს. „არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვს არჩევნების მოგების შანსი. მაგალითად, ნიკა მელიას, ნამდვილად აქვს ამის შანსი, ასევე, გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში. მაგრამ მე არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის"...
ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი გამოქვეყნდა. ტელევიზიების მედიამონიტორინგი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ჩაატარა. მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე. ანგარიში 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. „ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განმარტა, რომ დისტანციური სწავლების სურვილის შემთხვევაში პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ. „საზოგადოებას...
1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. „ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონიდან, პირველი ოქტომბრიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს,...
აგრარულ სექტორში ჩართულმა ფერმერებმა შესაძლოა, საშეღავათო პირობებით ისარგებლონ. შესაბამის ცვლილებებს აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტზე, კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ წარადგინა. როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, კანონპროექტი დღგ- ს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. „საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის სოფლად და დაკავებულია სოფლის მეურნეობით. კოვიდის გამოწვევის პირობებში, ქვეყანაში ტურიზმის დიდი დანაკლისია და ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ის რესურსი, რომელიც არის...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 175 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 101 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. „აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის...
აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. „ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის 2 საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, თელავის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული სველი წერტილიც. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 62 540 ლარით დაფინანსდა. „სველი წერტილები მოეწყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის სანიორის კორპუსშიც. პროექტის ფარგლებში, სველი წერტილები, მათ შორის შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილი შენობის შიგნით...
კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში არსებული სკვერი სრულად განახლდა. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყო LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები. ასევე, სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდა და ტრენაჟორები დამონტაჟდა. სკვერის რეაბილიტაციისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 53 131 ლარი დაიხარჯა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, აგრძელებს მუშაობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აბასთუმნისა და მიმდებარე ტერიტორიების, ასევე რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის განვითარების პროექტზე.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ შეარჩია ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის ამოცანაა შეისწავლოს და მოამზადოს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთება, სადაც თავმოყრილი და შეფასებული იქნება რეგიონების განვითარების თვალსაზრისით არსებული შესაძლებლობების გამოყენების გზები, დამუშავდება...
ბათუმში მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დაზიანებული ასფალტის საფარის, ბორდიურებისა და ტროტუარების აღდგენა. ამ დროისთვის ეზოების კეთილმოწყობა უკვე დასრულდა 20-მდე მისამართზე და დამატებით დაგეგმილია 40 ეზოს რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოიყოფილი.
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. სხვადასხვა პროექტთან ერთად, ამ ეტაპზე, ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა. მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე და მათი უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობისას გამაგრდა და განახლდა ავარიული სახლის საფუძველი და კედლები. მანამდე კი, გადახურვის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ სახლში რვა ოჯახი ცხოვრობს. დასრულებულ პროექტს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო. „გასული წლების მსგავსად, ავარიული სახლების გამაგრების პროექტების...
წინა სტატია შემდეგი სტატია ხაშურის მუნიციპალიტეტის ორ ქუჩაზე "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატის ნატო ჩხეიძის პლაკატები კვლავ ჩამოხიეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ნატო ჩხეიძის შტაბმა „საქართველოს მედია-კლუბს“ მიაწოდა. მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმციით, პლაკატები ჩამოხეულია გურამიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ ნატო ჩხეიძის პლაკატები რამდენიმე დღის წინაც ჩამოხიეს. შეგახსენებთ, რომ ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე “ძალა ერთობაშიას” სახელით მაჟორიტარ...
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. კომპანია სამგორის რაიონში, ნაკადულის 1-ელ გასასვლელსა და მე-2 შესახვევში წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. „ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება ერთ კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები მოეწყობა. "ჯივიპი" სარეაბილიტაციო პროეტში 200 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ