ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ სოფელ ბოლაჯურში ადგილობრივებთან შეხვედრისას „ქარული ოცნების“ მხარდამჭერმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კანდიდატმა პოლიციას მიმართა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
კუბლაშვილის განცხადებით, ინციდენტი 25 სექტემბერს მოხდა.
„ეს პიროვნება იყო ოცნების აქტივისტი, პრეტენზია გამოთქვა რატომ არ ვიყავი მთავრობის მომხრე. შენ გროშების გულისთვის დადიხარო, ასე მითხრა. უნდოდა დაერტყა, მაგრამ ჩვენს შუაში მერის წარმომადგენელი,...
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი პარტიული და საარჩევნო მიზნებისთვის ირონიულად გამოყენება არის არამხოლოდ მდაბიო საქციელი, არამედ ფიზიკური ძალადობა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა თერჯოლაში "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციაზე საუბრისას განაცხადა, წერს იმედინიუსი.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში აგრძელებს ადამიანებზე ძალადობას და ღირსების შელახვას.
„აღნიშნულ ფაქტზე ჩვენ უკვე გვქონდა რეაგირება. მასალა საერთაშორისო პარტნიორებს...
მძიმე ფაქტია, როდესაც შშმ პირს იყენებ, რათა რაღაც კამპანიური ღონისძიება დაგეგმო, ეს პოლიტიკური პარტია თავისას არ იშლის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, "ოცნების" მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შშმ პირს აიძულა, „ქართული ოცნების“ მაისური და პლაკატები დაეხია. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მსგავსი...
სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში, ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი სამტრედიასი ფულის დარიგების ფაქტებზე წერს:
ზუსტად ვიცი ყველა ადამიანი, სახელებით და გვარებით, ბაზრობებით, სხვა ბიზნესებით, რომლებიც სამტრედიაში ჩამობარგდით არჩევნებამდე და დიდი ფულის დარიგება დაიწყეთ. ზოგი ხვალიდან ჩამოდიხართ.
რამდენიმე დღე გიყურებთ და შემდეგ უკვე სურათებით, სახელებით და გვარებით გაგიცნობთ საზოგადოება.
ორი კვირის წინ ვივარაუდე ეს ყველაფერი. ფორმულასთან, ინტერვიუში ვთქვი რომ სამტრედიას...
ბორჯომის ცენტრში, მესხეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საყრდენი კედლის იერსახე მოწესრიგდება. გაკეთდება შუშის ღობე, ტერიტორია გამწვანდება და დამონტაჟდება გარე-განათება. საყრდენი კედლის მიმდებარედ განთავსდება სკამები, ტერიტორიაზე მოეწყობა კომფორტული ავტობუსის მოსაცდელი.
ჩვენ ჩავატარებთ ამ არჩევნებს ისევე, როგორც ვატარებდით ყველა არჩევნებს 2013 წლიდან დაწყებული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები, რომლებიც 2013 წლიდან ტარდებოდა, იყო შეფასებული, როგორც „გამჭვირვალე, ძალიან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“.
ცქიტიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გზავნის, თუმცა მონიტორინგს ადგილობრივი დამკვირვებლების მეშვეობით ახორციელებს.
„თქვენ როგორც იცით, კოვიდი არის მთელ მსოფლიოში. ეს პანდემია აისახება ყველა...
ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2024 წლამდე ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ეს განაცხადი განხილული იყოს ევროკავშირის მიერ ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს და საშუალო ევროპულ განვითარების დონეს.
„ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი ახალი 4-წლიანი პროგრამის პრეზენტაციაზე, რომ ყველა ჩვენი ქმედება იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, განათლების, კულტურის თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ყველა ჩვენი...
საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დასრულებული საბაგიროების მუშაობას გაეცნო ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ადგილზე ასევე, იმყოფებოდნენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, კომპანია „დოპელმაიერის“ დირექტორი ნიკოლოზ გრძელიძე და სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.
„რეკორდულ ვადებში დავასრულეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა დიდველზე....
სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დღევანდელ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელა. მხარის რწმუნებული 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა.
„იმისათვის, რომ რეგიონში ინფიცირებულებს პირველადი დიაგნოსტიკიდან გამოჯანმრთელებამდე შესაბამისი დახმარება გავუწიოთ, მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ყველა რგოლის მაქსიმალური ჩართულობა. კორონავირუსის ბრძოლაში ჩართული თითოეული თქვენგანი არ იშურებთ ძალისხმევას და...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში...
წინა სტატია
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი N2 წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს.
მათივე ცნობით, წინამდებარე დოკუმენტი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბიულეტენი, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
ბიულეტენი #2
საინფორმაციო სივრცე და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტის ფარგლებში, აშენდა ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, მოეწყო ღია ტერასა სხვადასხვა აქტივობისთვის და მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით....
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის მართვისთვის საკუთარი გეგმა წარადგინა.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა, 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ მათ მიერ წარდგენილი გეგმა ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.
გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი უხელმძღვანელებენ.
ზურაბ ჭიაბერაშულმა ისაუბრა ცხელი ხაზის გამართულობის, პირბადის ტარების აუცილებლობისა და საკარანტინე ზონებში იმ ადამიანების გადაყვანაზე, რომლებიც,...
ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, კერძოდ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო.
აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი დავიდ სასოლის წერილს უკავშირდება, სადაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპარლამენტარებს იმ რეგულაციებს აცნობს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპარლამენტის რიგი...
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მომხმარებლებს მოუწოდებს არ იმგზავრონ ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენონ პირბადე.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, COVID19-ით დაინფიცირებით შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მიკროავტობუსების სრული სამუშაო დღის განმავლობაში, კომპანიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვას აკონტროლებენ.
„თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით...
მარეგულირებელმა კომისიამ „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ „ლელოს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
მარეგულირებელი კომისიის ცნობით, „ლელოს“ საჩივარში აღნიშნული იყო, რომ „თავისუფალი საქართველოს“ უფასო პოლიტიკური რეკლამა მიმართული იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.
„ა.წ. 22 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ საჩივრით მიმართა. მასში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 15 სექტემბრიდან, ტელეკომპანია „პირველის“, ტელეკომპანია „იმედის“, „მთავარი არხისა“ და „ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































