„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია მცხეთის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.
ლევან სამუშიას თქმით, კახაბერ კანდელაკი, რომელიც მცხეთაში „ლელოს“ გუნდს წარმოადგენს, იქნება ხალხის ხმა და დაიცავს მცხეთის მოსახლეობის ინტერესებს. სამუშია არჩევნებზე მისვლას აუცილებლად მიიჩნევს და მოსახლეობას მოუწოდებს, არც ერთი ხმა არ დაიკარგოს.
„ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, საუკეთესო არჩევანი კი არის „ლელო“, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი....
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილოსა და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა. აღნიშნული შესახებ მან „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, პანდემიის გამო, ბევრ პროექტზე თქვეს უარი, რაღაც ნაწილი კი დროებით გაჩერდა.
„ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩატარებულია ორი მიმართულებით- სამგორი-ლილო და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო. დეტალურ პროექტზე არ გადავსულვართ, ამ პანდემიის პირობებში მოგვიწია ბევრ პროექტზე უარის თქმა და რაღაცების დროებით გაჩერება. სამომავლოდ აუცილებლად...
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო ნარჩენების მართვის ხუთ წლიანი გეგმა შეემუშავებინა. ახალციხის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების მართვის გეგმა 2018 წელს შეიმუშავა და განხორციელებისთვის ვადა 2022 წლამდე მიეცა. როგორ ახოცრციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტი აღებულ ვალდებულებას ჯერ — ჯერობით შესაბამისი ანგარიში არ გამოქვეყნებულა, ხოლო ბოლო წლის მუშაობის მონიტორინგს ასოციაცია ტოლერანტი განახორციელებს. ამის შესახებ tok.tv.ge წერს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, მოსახლეობისთვის...
ახალციხეში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, კენჭის ყრის დღეს დამკვირვებლების გაერთიანებას გეგმავენ, რადგან მათივე თქმით, არსებული რესურსებით ვერ ახერხებენ ყველა საარჩევნო უბანზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების განთავსებას. ამ ხერხით ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან არჩევნები არ გაყალბდეს. ამის შესახებ toktv.ge წერს.
სწორედ ამ მიზნით, დღეს თავისუფალი აქართველოს, ლელოს, ლეიბორისტების და საქართველოსთვის წარმომადგენლებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
"მრავალეროვანი საქართველო" ახალციხის მერიის ორი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში უჩივის. საუბარია ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების“ დირექტორის და ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის“ დირექტორის შესახებ, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ედებათ ბრალი.
კერძოდ, "ქართული ოცნების" ახალციხის ოფისის აღმასრულებელმა მდივანმა და ამავდროულად ახალციხის ციხის დირექტორმა დავით ტაბატაძემ, ა(ა)იპ–ების კუთვნილებაში არსებული ტექნიკის გამოყენების გზით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების...
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ხელისუფლებამ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 55 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პლაჟი არ არსებობს და დანგრეულია. საუბარია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. რეზო ხარაზმა ბრიფინგი დღეს სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე გამართა. მისივე თქმით, ეს პროექტი კორუფციულია.
''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებულ პროექტს გამოეხმაურა, რომელიც ბათუმში პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული აშენებას ეხება. მისი თქმით, ეს მოქალაქეების დაცინვაა, მაშინ როდესაც მმართველმა გუნდამადლიის მოსახლეობას წყლის სისტემის...
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სიორიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია დანერგეს.
მისივე თქმით, ტექნოლოგიური ინოვაციებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება ვიდეოფიქსაციის სისტემა, რაც სიორიძის თქმით, წინ გადადგმული ნაბიჯია.
„გამომდინარე იქიდან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისადმი არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და მას აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური კონტექსტი, ოპოზიციის და პირადად ჩემი, როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წევრის, უპირატეს ამოცანას წარმოადგენდა 19 აპრილის დებულებათა...
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე ინიციატივით გამოდის, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს.
როგორც სიორიძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კონსტრუქციის შეცვლის შედეგად უკეთ გამოჩნდება ამომრჩევლის სილუეტი, რითაც ხმის მიცემის ფარულობა გარანტირებული გახდება და გამოირიცხება საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატანის, ან ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების პრაქტიკა.
„ჩემი ინიციატივით და როგორც კომისიასთან, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია...
იმედს ვიტოვებ, რომ კოვიდუბნები აუცილებლად შეიქმნება, რათა კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებს მიეცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სიორიძის განმარტებით, კოვიდუბნების საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინა სხდომაზე იყო გამოტანილი და საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მიიღო, თუმცა დღეს აღნიშნულ საკითხს ხელმეორედ განიხილავენ.
„კვირას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე სწორედ ეს საკითხი იყო გამოტანილი, თუმცა შესაბამის დადგენილებას არ...
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან „პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესტო აქცია მოაწყო. ირმა ინაშვილის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსს უკანონოდ ჩამოართვეს სარჩევნო უბნებში კომისიის წევრების წარდგენის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლო კი პარტიის სარჩელის განხილვას აჭიანურებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მისი თქმით, თუ მათ სარჩელს სასამართლო არჩევნებამდე არ განიხილავს, პარტია სასამართლოს სრულ პიკეტირებას მოახდენს
ქობულეთში, მერიის შენობასთან საოჯახო სასტუმროების მფლობელები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ შეიქმნას ქობულეთის განვითარების მუნიციპალური ფონდი, სადაც დაზარალებულების მდგომარეობას ინდივიდუალურად განიხილავენ და შემდეგ მიიღებენ გადაწვეტილებას. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ამბობენ, რომ პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. მოსახლეობას არ აქვს ფინანსური რესურსი, სეზონური სესხების დაფარვის, რის გამოც პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა მერიის შენობიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე...
ხუცუბნის მცხოვრებლები შიდა სასოფლო საავტომობილო გზის რეაბილიტაციას და ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უხვი ნალექის დროს გზაზე ხშირად მეწყრული პროცესი ვითარდება და საავტომობილო მოძრაობა ფერხდება.
აჭარის საავტომობილო გზების ქობულეთის განყოფილების უფროსის განცხადებით, აღნიშნულ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება დარჩენილ კრიტიკულ მონაკვეთებს, გზაზე დიაგება ბეტონის საფარი. ფერდსამაგრი კედლის აუცილებლობის საკითხს კი შეისწავლიან.
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წევრებმა პალმის ტოტები და ფერადი ბუშტები მიიტანეს. ისინი აქცია-პერფორმანსით, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებულ პროექტს აპროტესტებენ, რომელიც ზღვაში კუნძულის მოწყობას უკავშირდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, აღნიშნული პროექტი არის ხალხის დაცინვა. ირონიას კი მოქალაქეებმა ორი ოქტომბრის არჩევნებზე ირონიითვე უნდა უპასუხონ.
''როცა ქვეყანა ებრძვის მცოცავ ოკუპაციას და ხელისუფლება ვერ დგამს ქმედით ნაბიჯს. როცა ბათუმში გვყავს მერია,...
წინა სტატია
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „ალმას“ მიერ ბანერებზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის სამსახურს თუ ეს ადგილები ნაყიდი ჰქონდა და იმ ბანერების ნაცვლად მოხდა ამის გადაკვრა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და კანონს და ყველაფერს ეწინააღმდეგება.
„ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. არ ვიცნობ ამ...
რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სცემეს. ივანე გველესიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.
როგორც კირკიტაძე ამბობს, გველესიანი რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ააიპ-ში მუშობდა, თუმცა ის ენმ-ის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.
"წუხელ გვიან ღამით, საკუთარ სახლთან, ახმეტელის ქუჩაზე ივანე გველესიანი ნიღბიანმა ადამიანმა სცემა. ეს ადამიანი აიძულეს რამდენიმე დღის წინ, რომ დაეწერა განცხადება და წამოსულიყო...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში "პალმის მსგავსი" ხელოვნური კუნძული დააანონსა. მას პროექტის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ საინვესტიციო ჯგუფთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს.
მოგვიანებით აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა ჯაბა სურმანიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და დაწერა, რომ ეს არის ხელოვნური კუნძულის პირველადი ვერსია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































