თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილოსა და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა. აღნიშნული შესახებ მან „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, პანდემიის გამო, ბევრ პროექტზე თქვეს უარი, რაღაც ნაწილი კი დროებით გაჩერდა.
„ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩატარებულია ორი მიმართულებით- სამგორი-ლილო და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო. დეტალურ პროექტზე არ გადავსულვართ, ამ პანდემიის პირობებში მოგვიწია ბევრ პროექტზე უარის თქმა და რაღაცების დროებით გაჩერება. სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. კიდევ დამატებით ამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებიდან რაღაცებს ველოდებით და უახლოეს მომავალში გვეცოდინება ყველაფერი“,- განაცხადა კახა კალაძემ.