სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „ალმას“ მიერ ბანერებზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის სამსახურს თუ ეს ადგილები ნაყიდი ჰქონდა და იმ ბანერების ნაცვლად მოხდა ამის გადაკვრა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და კანონს და ყველაფერს ეწინააღმდეგება.
„ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდის იყო გაფორმებული და როდემდე იყო. ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისე არის, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს ძალიან ცუდია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად, კომპანია „ალმა“ დამატებით განმარტებას აკეთებს.