გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში, სველი წერტილების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრვიმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 62 750 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამის პასუხისმგებელ პირთა მიმართ.
„ვეხმიანებით TV” პირველის ეთერში სასამართლო სისტემაში სავარაუდო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით გასულ, სიუჟეტს. ფარული ჩანაწერების...
გორის კულტურის და დასვენების პარკში “ახალბაღი” ჩოგბურთის კორტების, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების მოსაწყობად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივ ხელისუფლებას მომსახურების შესასყიდად 14 800 ლარი აქვს გათვალისწინებული.
“კულტურისა და დასვენების პარკის „ახალბაღი“-ს ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების, კალათბურთის მოედნის და ფეხბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები”, – აღნიშნულია...
პარტია ” საქართველოსთვის” წარმომადგენელს, ლაგოდეხში, სალომე ღონღაძეს, ავტომანქანის საბურავები დაუჭრეს. შემთხვევის შესახებ პოსტი და ფოტომასალა თავად ღონღაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“არ ვიცი ვის და რატომ მოუვიდა თავში აზრად ეს მავნებლობა….წინა ორივე საბურავი საგულდაგულოდ გაუჭრიათ…მიუხედავად გარკვეული ვერსიებისა,დანამდვილებით ხელს შეგნებულად არავის დავადებ,თუმცა მე უკვე მოვასწარი და გურჯაანის სასამართლოდან მოგესალმებით, სადაც სარჩელი შემაქვს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თაობაზე,”- წერს...
130 დევნილ ოჯახს თბილისში, ოროთახიანი ბინის გასაღები გადაეცა. დევნილთა სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები.
„თბილისში, 260 ოროთახიანი ბინების მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები წარმოიქმნა. კომპანიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სამუშაოების დასრულების ვადა მნიშვნელოვნად დაარღვია, რის გამოც განსახლების პროცესი რამდენიმე თვით შეფერხდა. 130 დევნილ ოჯახს თბილისში,...
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ორი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა.
„მიწის...
ცესკოს ინფორმაციით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, რომ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს დააკვირდეს.
ქვეყნის მასშტაბით, 3700-ზე მეტი საარჩევნო უბნიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმები ინტერნეტ ტრანსილირებით, ლაივ რეჟიმში გადაიცემა.
ცესკოს ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დოკუმენტის გაცნობა.
"ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის საარჩევნო პროგრამა
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებსა და ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ასევე მდგრადი განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მემორანდუმი უნდა გაფორმდეს. ინიციატივა საზოგადოება “ბათომს” ეკუთვნის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ინიციატივაში ვკითხულობთ, რომ ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დასაცავად ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიზნით 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს 1 ოქტომბერს, 13 სთ-ზე ბულვარის კოლონადებთან ელოდებიან.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ნაწილში უხეში...
"ქართული ოცნების" ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის საარჩევნო პროგრამა
"ქართული ოცნების" ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე სარიშვილის საარჩევნო პროგრამა
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილება შევიდა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, ცვლილების თანახმად, გაჩნდა შესაძლებლობა, ყურძნის გადამმუშავებელმა კომპანიებმა შეღავათიანი კრედიტი აიღონ, როგორც ყურძნის გადამუშავების, ასევე ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად.
ქართული მეღვინეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს, ქართული ღვინო ნიშური სეგმენტიდან საყოველთაო ხელმისაწვდომ...
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას ძიმითი-ნაგომარი-ასკანა-მზიანის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატის, ტიტე მგელაძის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ოპოზიციის მოთხოვნა სოფელ ძიმითში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, სადაც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას წყლის ავზები გადასცა, მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კი დაადასტურა, რომ ავზები თავად შეიძინა.
"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერის, დავით მჟავანაძის თქმით, ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურასაც მიმართავს, რათა ამომრჩევლის მოსყიდვის...
„ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ კეკელიძის ქუჩაზე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრისას განაცხადა.
პარტიის ცნობით, ზურაბ აბაშიძემ შეხვედრაზე ადგილობრივების ყოფითი პრობლემების მოგვარების გზები განიხილა და ის მნიშვნელოვანი პროექტები და ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა, რომლებიც უკანასკნელ წლებში უბნის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის განხორციელდა.
„მიუხედავად კონკრეტული გამოწვევებისა, დღეს საზოგადოების...
ინციდენტი ხაშურში - "ქართული ოცნების" აგიტატორი ირწმუნება, რომ მას პლაკატების გაკვრის დროს, ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წაღვლის თემის მაჟორიტარობის კანდიდატმა სცემა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ნონა გრიგალაშვილის თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც როდესაც ის "ოცნების" სააგიტაციო მასალას აკრავდა.
წაღვლის თემში გახარიას პარტიიდან კენჭს ჯონდო კაპანაძე იყრის.
ინციდენტზე გომელაურის უწყებამ ძალადობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო
ნონა გრიგალაშვილმა პოლიციას განუცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა...
პარლამენტარი ზაურ დარგალის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულში, შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით აქციის გამართვა და გზის გადაკეტვა იგეგმება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
დღეს, 27 სექტემბერს, მარნეულის „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ აქციის გამართვისა და გზის გადაკეტვის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები დროულ რეაგირებას მოახდენენ.
„ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნოდ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































