ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი "მთავარ არხს" და მის დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ზაზა გულიაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. "გვარამიას და მთავარი არხის, მათ მიერ წარმოებული შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის კამპანიისთვის ვითხოვ გარკვეულ თანხას, ეს არის 55 555 ლარი. ნებისმიერ რამეზე წავლენ, რათა მათი ბელადის იმედები გაამრთლონ, რომელიც ამჟამად...
იტალიაში, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია „შუმი“ საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მფლობელი გახდა. ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო ბაზარზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის – „Iter Vitis -Phoenicians route“ მიერ, რომლის მიზანს წარმოადგენს ორი საერთაშორისო ქსელის წევრ...
თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 27 ოქტომბერს დაგეგმილ შეკრებაზე ბევრი ადამიანი მივა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვისაც არ მოსწონს ბოროტება და ცილისწამება, რომელიც კალაძის თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოდის, აუცილებლად უნდა მივიდეს ამ აქციაზე. „დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა იმიტომ, რომ არავის სიამოვნებს არსებული სიტუაცია, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან. სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცილისწამება - არის გაჯერებული კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის  განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმს შეეხება. როგორც გამყრელიძემ განმარტა, ზოგიერთმა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ტემპი ვერ აწია, ირიბი მანდატორიზმი დააწესა. „დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდიანციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი, ე.წ. მწვანე...
27 ოქტომბერს იქნება გამაერთიანებელი, მშვიდობიანი აქცია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, ვის მხარეს დგას ხალხი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველ ხალხს მშვიდობიანი განვითარება, სტაბილურობა, პროგრესი და კეთილდღეობა სურს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, აწამეს ხალხი, 300 000 ადამიანი გაასამართლეს და ქართველი ხალხი მათ ამის მეორედ გაკეთების უფლებას არ მისცემს. „ჩვენ...
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა მერობის კანდიდატმა დღეს „ახალგაზრდობის“ პირველ შესახვევში გამართა და ადგილობრივებთან საუბრისას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბა. "ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. დროს უნდა ვაჯობოთ, რადგან ვაქცინაცია ნიშნავს ფატალური შემთხვევების შემცირებას, საკუთარი თავის და სხვების მოფრთხილებას, ასევე ჩვენთვის მოცემულ მეტ შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ერთმანეთთან ცოცხალ კომუნიკაციას და ახალი პროექტების რეალურ განხორციელებას...
მადლობა ჩვენს გონიერ და ბრძენ ხალხს, მათ იციან, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუძს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ხაშურში არჩევნების პირველი ტური მოიგო, მეორე ტურის ჩატარება ობიექტური მიზეზების გამო გახდა საჭირო და „ქართული ოცნების" კანდიდატი მეორე ტურსაც დამაჯერებლად მოიგებს. „ხაშურში ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელიც...
“ბაღდათი-აბასთუმნის გზის პროექტი ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ეს გზა აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. ეს არის, გზა რომელიც შესაძლებელს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2.5 საათში უსაფრთხო გზით ჩასვლას. გზა სრულად დაააკმაყოფილებს სტანდარტს, გათვალისწინებულია შესაბამისი სიგანე - 7 მეტრიანი გვერდულები, რომელიც ორზოლიანი გზის პირობებში, თავისი პარამეტრებით დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის...
ვაგრძელებთ მეორე ტურებში იმ დაწყებულ საქმეს, რომელიც დავიწყეთ. 12 ოლქში, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები იბრძოლებენ მეორე ტურში, ამასთან ცაგერში, ჩვენი მერობის კანდიდატი ასევე აგრძელებს ბრძოლას ამ არჩევნებში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მიხეილ დაუშვილი გამორიცხავს კოალიციის შექმნას როგორც „ქართულ ოცნებასთან,“ ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან". მისი თქმით, ერთი პარტია ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ხოლო მეორე -...
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის ჩატარებას არ ეთანხმება, ვინაიდან ამ მიდგომას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება. „დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება, ისევ და ისევ, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ“, - აცხადებს ტიკარაძე. ჯანდაცვის მინიტრმა...
თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე შესაბამისი სამსახურების მიერ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ყველაფრისთვის მზად არის. „ეს მათი ხელწერაა, ჩვეულებრივი პროცესია უკვე, იმდენად შეგუებულები ვართ ამას, იმდენად ვიცით მათი მოქმედებების არეალი და ზოგადად, რა მიდგომები აქვთ, ყველაფრისთვის მზად ვართ. თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე...
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმაში, ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის ადგილზე, მომავალი სასწავლო წლისთვის, ახალი სკოლა აშენდება, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ შემთხვევის ადგილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ნოზაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიიღო. „22 ოქტომბერს, გვიან ღამით სოფელ ბოჭორმაში მდებარე ხის ორსართულიან საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ, თუმცა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო საბურღი დანადგარის კონვეიერის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს, 01:00 სთ-დან 04:00 საათამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გეგმა მეორე ტურისთვისაც არ შეცვლილა და წარმოადგენს არა არჩევნებისთვის მზადებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირებას. მისივე განმარტებით, მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდება სააკაშვილის თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას. „2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვაცხადებდით, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის და არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის და არეულობისთვის ემზადებოდა. ეს...
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შეჯამებული მონაცემები გააცნო, რომელთა მიხედვითაც, 64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მეორე ტურში...
დევნილთა სააგენტო სურამში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ შენობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად გააცნეს. „იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში, მძიმე პირობებში, ავარიულ ობიექტში ცხოვრობდნენ. მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ