„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ სხვადასხვა თაობის ზუგდიდელებთან ერთად საარჩევნო კამპანია შეაჯამა.
მერობის კანდიდატი ამომრჩეველს იმ პრინციპულ განსხვავებებზე ესაუბრა, რაც „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატებს ერთამეთისგან განასხვავებს.
მამუკა წოწერიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენ უკვე ვასრულებთ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას. 30 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი არჩევანის დღეა - ღირსების პრინციპების და ფასეულობების არჩევანის, რომელსაც ზუგდიდი იცავდა და დაიცავს. არჩევანს ორ რადიკალურად განსხვავებულ...
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტი იქნება კოალიციური - განცხადება ამის შესახებ საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.
არჩევნების მეორე ტურამდე 1 დღით ადრე ბოტკოველი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის მმართველობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, გაიმართება კონსულტაციები და სწორედ მესამე სექტორის მიერ შერჩეული კანდიდატი დაიკავებს თელავის მერის მოადგილის თანამდებობას.
რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ბატონი ღარიბაშვილი, უფრო მეტად გაგვიადვილდება გამარჯვება 30 ოქტომბერს - არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიცია გამარჯვებასთან თბილისში, მთავარია ძალიან ბევრი მივიდეთ, რომ იმ გაყალბების მასშტაბებს დავუპირისპიროთ მაღალი გამოცხადება, - ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ოპოზიცია დღეს გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა.
„ჩვენ ხომ ვიცით, რასაც...
ოზურგეთში მოქმედი მერისა და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძეს მომხრეებმა მხარდამჭერი მსვლელობა გამართეს.
ოზურგეთში ახალ მერს მეორე ტური გამოავლენს. მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანინე შარაშენიძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე გადავიდნენ.
მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია "იმედს" ეთერში განთავსებული ორი ვიდეოკლიპის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კომისიამ ამ საკითხზე დღეს, 28 ოქტომბერს იმსჯელა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეოკლიპები წინასაარჩევნო რეკლამა იყო, რომელიც კანონით გათვალისწინებული წესების გვერდის ავლით განთავსდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
ერთი ვიდეოკლიპი "ქართული ოცნების" 27 ოქტომბრის აქციაზე დასწრების მოწოდება იყო, მეორე კი წინა ხელისუფლების კრიტიკული იყო - "ნაჩვენებია საზოგადოების ნაწილის...
“გადასატანი ყუთის” სიები არაუფლებამოსილმა პირებმა, ძირითადად “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა დააკომპლექტეს, სიაში ვინც უნდოდათ ის შეიყვანეს,მხოლოდ ხელისუფლების და მათი კანდიდატების მხარდამჭერები”. გურიის მოამბე წერს, რომ ეს ინფორმაცია ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიაწოდეს.
კომისიის ერთ ერთი წევრი, რომელიც მისი სახელისა და გვარის გაჟღერებისაგან თავს იკავებს, ამბობს, რომ არაუფლებამოსილი პირებს, ხშირ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიების გვერდის ავლით, მმართველი პარტიისა და მათი კანდიდატის...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალის მოსახლეობამ საუბნო გზების შეკეთება და წყლის მილების შეძენა მოითხოვა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ფარცხნალში მცხოვრები იზა ბუაჩიძე ამბობს, რომ, ჯერჯერობით, არაფერი გაკეთებულა.
„ბუნებრივი აირის მაგისტრალის გასაყვანად საუბნო გზები გადათხარეს და წვიმის დროს ტალახდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ამ უბნებში გზების მოხრეშვა უშედეგოდ მოვითხოვეთ. არც გაზი გვაქვს და გზებიც საშინელ დღეშია,“ – ამბობს იზა ბუაჩიძე.
ასევე...
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქუმში მისასვლელი საავტომობილო გზა სრულად განახლდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმიდან სოფელ ქულბაქამდე მისასვლელი 5.7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და მდინარე ჯონოულაზე ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.
განახლებული გზა გუშინ, 27 ოქტომბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რაჭა-ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ადგილობრივი...
ადიგენის ახალარჩეული მერი, გოჩა ქიმაძე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის და ღირსების შელახვაში კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს. ინფორმაციას toktv.ge ავრცელებს.
საუბარია 12 სექტემბერს ნიკა გვარამიას გადაცემაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გოჩა ქიმაძე სუს-ის აგენტი იყო, ფსევდონიმით «მამლუქი». გადაცემის ეთერში გასვლის მომენტისთვის ქიმაძე ადიგენის მერობის კანდიდატი გახლდათ. ამავე გადაცემაში გვარამია ირწმუნებოდა, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ფაილების...
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისათვის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 4 საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო პროგრამას განახორციელებს. „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, სადამკვირვებლო პროგრამა კრწანისის #4, ისნის #5, სამგორისა #6 და რუსთავის #20 საარჩევნო ოლქებს მოიცავს.
„სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სადამკვირვებლო პროგრამა განხორციელდება 170 მოკლევადიანი, მათ შორის 132...
27 ოქტომბრიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21-ვე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ამ დრომდე 8 საბავშვო ბაღი კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია.
„იმ საბავშვო ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს, ბავშვების რაოდენობა ძალიან შემცირებულია. ხარაგაულში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, მივიღეთ გადაწყვერტილება, რომ 2 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში შეწყდეს.
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრთან...
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული 44 მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 27 ოქტომბრიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ მერები შემდეგი მუნიციპალიტეტების მიხედვით:
გარდაბანი დავით კარგარეთელი
მარნეული კენან ომაროვი
ბოლნისი დავით შერაზადიშვილი
დმანისი კობა მურადაშვილი
წალკა ილია საბაძე
თეთრიწყარო გიორგი წიკლაური
ახმეტა ალექსი ფიცხელაური
ყვარელი გივი ზაუტაშვილი
ლაგოდეხი ჯონდო მდივნიშვილი
გურჯაანი ზურაბ...
რატომ იძებნებოდა აჭარის რევოლოციის შემდეგ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ და რა სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა მის მიმართ? - კითხვები ზაზა დიასამიძის მისამართით ოპოზიციაში აქვთ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აინტერესებთ ისიც, თუ რატომ იმყოფებოდა დიასამიძე საგამოძიებო უწყებაში და ხომ არ უკავშირდება ეს ჟურნალისტ, ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველი ნომერი მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაზეც საუბრობს.
მალხაზ თავდგირიძის...
დაავადებათა ადრეული გამოვლენის პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგი ემატება, იზრდება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ღონისძიებებში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, 300 ლარით განისაზღვრება ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლ პირთა დახმარება - ეს პროგრამები განიხილეს სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ლელა სურმანიძის ინფორმაციით, უნდა ამოქმედდეს საპილოტე პროგრამა - პერსონალური ასისტენტების სერვისი შშმ პირებისათვის.
26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავედ არსებული შენობები დანგრევის პირასაა და შესაძლოა გვერდით მდებარე კორპუსებიც დააზიანოს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის მიხედვით, ძლიერი დაზიანების გამო არსებული შენობა მთლიანად დასანგრევია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის განცხადებით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება და დემონტაჟი სწრაფად უნდა განხორციელდეს.
დემონტაჟისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საოლქო და საუბნო კომისიებში სარეკომენდაციო წერილები გაიგზავნება.
როგორც კალანდარიშვილი აღნიშნავს, რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ კამერები რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს განთავსებული ხმების დათვლის პროცესთან, ასევე ყველა ბიულეტენზე მიღებული ხმა და გაკეთებული არჩევანი ხმამაღლა იყოს კომისიის წევრის მიერ დაფიქსირებული.
„ საოლქო და საუბნო კომისიებში ჩვენი მხრიდან გაიგზავნება სარეკომენდაციო წერილი, რომელსაც მე მოვაწერ ხელს. გუშინ, სხდომის შემდეგ პირადად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































