საკუთრების ფასი აქ თბილისთან შედერაბით დაბალია. ფანტასტიური ადგილია, ფანტასტიური ბუნებაა, ტყეში შეგიძლია იცხოვრო. ცოტა შორი კი არის თბილისიდან, მაგრამ მე მიღირს - აცხადებს ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც წალენჯიხაში იმყოფება და ამბობს, რომ გირჩელები და თავადაც, იქ საკუთრების შეძენასაც გეგმავენ: "გვაქვს იდეები, რომელიც მატ შორის გიას გავუზიარეთ, რისი გაკეთება შეიძლება აქ. გირჩში არიან ადამიანები, ჩემი ჩათვლით, რომლებიც აპირებენ წალენჯიხაში რაიმე საკუთრების შეძენას- მიწის ან...
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მივდივართ სასამართლოში, - ამის შესახებ ფეისბუქში წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, ხატია დეკანოიძე.
პერფორმანსი ზუგდიდის მერიაში - პარტია "დროას" წარმომადგენელმა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას "ნახვაწა" და ხმელი სიმინდის ტაროები მიუტანა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მარიამ სიჭინავას სურდა "საჩუქარი" მისთვის პირადად გადაეცა და შინაარსიც აეხსნა, თუმცა ამის საშუალება მას დაცვის პოლიციამ არ მისცა. "დროას" წარმომადგენლემა "საჩუქარი" კანცელარიაში დატოვა. ცნობისთვის, დღეს, ზუგდიდში 20:00 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშავნა და...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ გიორგი ციბაძე დაინიშნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ციბაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას 2019 წლის მარტიდან მიმდინარე წლის ნოემბრამდე იკავებდა. „შესაბამისად, აქვს სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ცოდნა და სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილება. გიორგი ციბაძეს სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები საჯარო სექტორში. კერძოდ, 2018 -2019 წლებში საქართველოს...
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიაში რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულოა ადგილობრივი კერძო სექტორისთვის. „პირდაპირი რეისების არსებობა ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და გაახანგრძლივებს საშუალო ღამისთევების რაოდენობას. ამასთან, სასიხარულოა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა კერძო სექტორის მოსაზრებას, რადგან ჩვენ არაერთხელ გვქონდა მათგანაც უკუკავშირი რეისების დანიშვნის მნიშვნელობაზე. მიგვაჩნია, რომ რეგულარული...
18 წლის დამკვირვებელ გოგონას არჩევნების დღეს მეტადონის პროგრამაში ჩართული 10 მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა, მობილური წაართვა და ყველა ის ვიდეო წაუშალა, სადაც კონკრეტული დარღვევები იყო დაფიქსირებული. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.  დაზარალებულის თქმით, მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ საარჩევნო უბანზე რიგდებოდა ფული და ამ პროცესში მონაწილეობდნენ მეტადონის პროგრამაში ჩართული ადამიანები. აგრესიულმა მამაკაცებმა ნაცემ გოგონას ტელეფონი მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც  ყველა ვიდეო...
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა ნარიმანიძემ რეგიონალური საზედამხედველო შპს „მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მერიიდან აცნობეს, მონიტორინგის მიზნით, შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი. „აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ხორციელდება 20-მდე სხვადასხვა მიმართულების პროექტი. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის...
რომელ პარტიას რამდენი წევრი ეყოლება რუსთავის საკრებლოში, - ამის შესხებ ინფორმაციას ინფო რუსთავის ავრცელებს. ცესკოს მონაცემებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით რუსთავის საკრებულოში მაჟორიტარული და პროპორციული სიით შევლენ: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პროპორციული სიით: 1. ალექსანდრე ბერიძე; 2. ჯუმბერი მგელაძე; 3. ვაჟა მორგოშია; 4. ზურაბი ბერაძე; 5. გიორგი მღებრიშვილი; 6. შავლეგი მანდარია; 7. ნინო სულაძე; 8. ქეთევანი ბენაშვილი; 9. კახაბერ ყეინიშვილი; 10....
"გორის ახალგაზრდული იდეა" ,,ევროპის ფონდის" მხარდაჭერით აცხადებს მოხალისეთა მიღებას საერთაშორისო პროექტში - "წყალი, სანიტარია და ჰიგიენა". ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ათუკა სამადალაშვილი გვიყვება, მსგავსი სახის პროექტს თანატოლები აფხაზეთსა და ბოსნია ჰერცოგოვინაში ახორციელებენ. პროექტში ჩართულნი იქნებიან ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 13- დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ,,ჩვენ ვიწვევთ აქტიურ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და მოუწოდებს „დესტრუქციულ ძალებს“ თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში. სუს-ის განცხადებით, უწყება განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბოლო დროს სოციალურ...
ხმების გადათვლას შედეგები არ შეუცვლია არც რომელიმე უბნის და მით უმეტეს, არც რომელიმე ოლქის დონეზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგებს, რომელმაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლავ არ დატოვა სივრცე, ვინმემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის სერიოზულ ხარვეზებზე...
პირველი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც აქცია 7 ნოემბერს დააანონსეს, შემდეგ საზოგადოების აღშფოთება ნახეს და გადაიფიქრეს 7 ნოემბერს აქციის ჩატარება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მეორე არაადეკვატური ქმედება ის იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და ამ დროს პარლამენტიდან გასვლაზე საუბრობენ. „თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოებში პრობლემა არ აქვთ და გადიან პარლამენტიდან. ამის...
წინა სტატია ქუთაისის მერიასთან დაკავებული აქტივისტები, ამ დრომდე იმერეთის სამხარეო პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. აქტივისტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა გამოაცხადეს. ახალგაზრდები სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ასევე, აქტივისტებს სურდათ, რომ ქალაქის თვითმმართველობის ორგანოსთან წარწერა თავისუფლება მიშას დაეწერათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ​კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღებაზე, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი მოიხსნას. როგორც გაბუნიამ განმარტა, ამ ეტაპზე რეგულაციის მიხედვით, ბუსტერ დოზით აცრა შეუძლია 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებსა და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ბუსტერის მიღება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ არის შესაძლებელი. "ბუსტერთან დაკავშირებით ახლა რა რეგულაციაც არსებობს, არის ის, რომ 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე,...
ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში - გარემოვაჭრეები, რომლებიც თევზის რეალიზაციას ეწევიან, ბაზრის დირექტორს ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მათი თქმით, ნოდარ კორსანტიას თავად აქვს მაღაზიები და რეალიზაციის აკრძალვის მიზეზი კონკურენციაა. მოვაჭრეებმა დახმარებისთვის ოპოზიციას მიმართეს. ბაზრის დირექტორი ამბობს, რომ სამართალდამცველები მას შესაბამის დახმარებას ვერ უწევენ და აწი "ქურდებს" მიმართავს. ნოდარ კორსანტია ფიზიკურად გაუსწორდა ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელიც მასთან მოვაჭრეთა მოთხოვნის გადასაცემად მივიდა....
ეს ბოიკოტი უბრალოდ არასერიოზულია - სასაცილოა, როცა კომიტეტზე მიდიხარ და სიაში ყველა ოპოზიციონერის ხელმოწერაა, რომ დარბაზშია, რათა ხელფასი არ დააკლდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას ასეთი ბოიკოტის არ სჯერა და ვერც მანდატების დატოვების მიზანს ხვდება. "მე ასეთი ბოიკოტის არ მჯერა უბრალოდ. საქმე არ მაქვს და ტყუილად რატომ ვიჯდეო - ამას უფრო ჰგავს. სააკაშვილის სიტუაცია...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ