4 ნოემბრის მონაცემებით, თბილისის 186 ბაგა-ბაღიდან კორონავირუსის გავრცელების გამო 72 არის დროებით დაკეტილი, - ამის შესახებ BM.GE-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უთხრეს.
მათივე განმარტებით, როგორც კი ამა თუ იმ ბაღში ინფიცირება დაფიქსირდება, ბაღი იმავე დღეს 12 სამუშაო დღით, საკარანტინო პერიოდით იკეტება.
როგორც სააგენტოში ამბობენ, ბაღებში ვირუსის მასობრივი გავრცელების მაჩვენებლები არ არის, თუმცა შიდა გავრცელების ფაქტები ფიქსირდება.
„გავრცელების მაჩვენებელი ჯგუფში 5-6 ადამიანზე ასულა, თუმცა...
შს სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში წერია, რომ ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან შს სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ...
მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარუდგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 400 მილიონი ლარით, 18.84 მილიარდ ლარამდე იზრდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტიც 6.09 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით ჯანდაცვის უწყების დაფინანსება 75 მილიონი ლარით იზრდება.
2.89 მილიარდ ლარამდე იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს...
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის შემდეგ, სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც ადასტურებს, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით, ამაზე საქართველოს მთავრობა მსჯელობს.
ასე უპასუხა მან bm.ge-ს კითხვას, რომელიც ელექტროენერგიის და ბუნებრივის აირის გადასახადების სუბსიდირებას და პირობებს შეეხებოდა.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, <კომუნალურების> სუბსიდიაზე მიმდინარეობს მუშაობა. მზადდება ახალი წესი და განსხვავებული მიდგომები იქნება. ის, თუ როგორ მოხდება სუბსიდირება და რომელი...
პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებამ, შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციის დაკისრება გამოიწვიოს.
პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატების - ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაა.
პროექტის მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვების განმეორებით შემთხვევაში კი,...
ქუთაისში მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ნადირაძემ დაათვალიერეს.
როგორც ქუთაისის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი, მელიქიშვილის გამზირზე უკვე მოეწყო ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა, ამჟამად კი ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „პალადა" ასრულებს, რისთვისაც 511 ათასი ლარი იხარჯება.
„კიდევ ერთი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ვადების დაცვით და ხარისხიანად...
ეს ამბიციად მაქვს, რომ ცხოვრებაში წალენჯიხა ჟღერდეს, არა მხოლოდ სპორტში, არამედ ხელოვნებაში, განათლებაში, კულტურაში, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ერთი აქტივისტი.
„ამ 9 წლის განმავლობაში მუდმივად აქტიური გახლდით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, ოღონდ არაპარტიული კონიუნქტურიდან, როგორც მოქალაქე, როგორც აქტივისტი. რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი...
რიჟვაძე: ქობულეთის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაზე გაკეთდა აქცენტი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქობულეთის მერთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
„ქობულეთში, პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ბულვარის მშენებლობა.
სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში 6...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 9 მილიონ ლარამდე მოხმარდება.
„დღეის მდგომარეობით, სოფელში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობა წყალს წყაროებისა და ჭაბურღილების მეშვეობით იღებს.
პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მოწყობას.
სამუშაოების შედეგად, სოფელ მანავში 24 საათიანი,...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების, ერთიანობისა და გამარჯვების სამოქმედო გეგმა“ წარადგინა.
როგორც გეგმაშია აღნიშნული, პოლარიზებისა და გამწვავებული კომფრონტაციის ფონზე მაღალია სამოქალაქო დაპირისპირების რისკი, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ პასუხისმგებლობის ხელისუფლებისთვის დაკისრება არ ამცირებს იმ საფრთხეებს, რასაც რეალური სამოქალაქო დაპირისპირება მოუტანს, როგორც ქართულ სახელმწიფოს, ისე მის მოქალაქეებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას უცვლელად გთავაზობთ:
„ქაოსი და არეულობაა სწორედ ის მთავარი...
საკრებულოებში საკრებულოს თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პრინციპი იცვლება
წინა სტატია
მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე ეყოლება.
ამასთან, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პრინციპიც იცვლება - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ეყოლება, ხოლო ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე იგი უფლებამოსილი იქნება დამატებით ერთი მოადგილე ჰყავდეს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გურამ მაჭარაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ მოამზადეს....
კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის შემდეგი ოთხი წელი თბილისისთვის ყველა მიმართულებით საინტერესო იქნება. მეორე ვადით ახალარჩეულმა დედაქალაქის მერმა „იმედის კვირასთან“ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„ეს იქნება საპარკო არეალების მოწესრიგება-განახლება, ახალი პარკების შექმნა, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური, ჯანდაცვითი პროგრამები, საბავშვო ბაღების მშენებლობა და სხვა მიმართულები.
ჩვენ მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვყავს ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები. წლის ბოლომდე კი მიკროავტობუსები ჩანაცვლდება.
ჩვენ იმაზე არ გავჩერდებით, რაც დედაქალაქში...
ვაკის რაიონის გამგეობამ ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-3 კორპუსებისა და II კვარტლის N9 კორპუსის მიმდებარედ პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.
განახლებული პარკი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად დაათვალიერა.
„პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა ტერიტორია. ტერასულად მოეწყო და ყველასთვის არის შესაბამისი სივრცე. პატარებისთვის არის ატრაქციონები, მოზარდებისთვის და არამხოლოდ მათთვის არის სავარჯიშო სივრცე, გაკეთებულია...
კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი 8-ჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმინისტრმა თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის.
„ჩვენ ახლა გვაქვს სამწლიანი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და...
2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5500 დოლარს გადასცდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქვეყანას ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა აქვს“.
„ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, თუმცა, ნოემბერში კიდევ ვიმუშავებთ ინტენსიურად სამინისტროებთან და ნოემბრის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში....
მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო - ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანაშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე კონცენტრირებაა ახლა საჭირო.
„მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იყო გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































