წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტოს და პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კეპების გაყიდვით შემოსული თანხა მოხმარდება წალენჯიხელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას. ფოტოზე სამი სხვადასხვა შეფერილობის ქუდზე ინგლისურად აწერია "დაე შევქმნათ დიდებული წალენჯიხა კიდევ ერთხელ". “კეპების გაყიდვიდან შემოსული თანხის 20% გადაირიცხება წალენჯიხის განვითარების ფონდში, რომელიც დაფუძნების პროცესშია. თანხა მოხმარდება წალენჯიხელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას”,- წერს ხარჩილავა მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ხარჩილავა...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რვა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთი სააღმზრდელო პროცესი განახლებულ შენობაში გაგრძელდება. როგორც speqtri.ge- ს ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ელზა გილაშვილმა განუცხადა, ზოგ საბავშვო ბაღში რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა,ზოგან კი - უნდა დაიწყოს. "სრული რეაბილიტაცია ხორციელდება ყანდაურის, კაკაბეთის #1, დიდი ჩაილურის, თოხლიარის, გიორგიწმინდის, პატარძეულის #1, ხაშმის საბავშვო ბაღებში. მოეწყობა ცენტრალური გათბობაც. წყაროსთავშიც უნდა ჩატარდეს რეაბილიტაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ტენდერი ჩაიშალა. კაკაბეთის ბაღი ამორტიზებული...
სახელმწიფო ქონების ეროვნული ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს ელექტრონული აუქციონის გზით, 29 862 500 ლარის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაიყიდა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ქონების სააგენტოდან ოფიციალურად გამოითხოვა. პრივატიზებული მიწის საერთო ფართობი 15 330 079 კვ/მ-ია. რაც შეეხება გეოგრაფიას, ყველაზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაიყიდა კახეთში, მას მოსდევს მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნებულების მიწების პრივატიზაციას, როგორც...
შუახევს მალე ახალი რეაბილიტირებული კულტურის სახლი ექნება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ძველი  შენობის სრული რემონტი და  სცენის მიშენება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. პარალელურად კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.  დაგეგმილია ღია მუზეუმის მოწყობაც. პროექტი საქართველოს პრემიერმინისტრის ინიცირებული „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში ხორციელდება.
წინა სტატია მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების...
ბათუმში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ძველი ლიფტები ახლით იცვლება, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. როგორც მერიაში აცადებენ, წელს 27 ახალი ლიფტის მონტაჟია გათვალისწინებული. სამუშაოები უკვე დასრულდა 11 მისამართზე. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი ლიფტების მოწყობისთვის 1 მილიონ 500 ათასამდე ლარია გამოყოფილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ გეტას მოსახლეობას შეხვდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სოფლის წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობა რიტუალების სახლის კეთილმოწყობასა და მინი სტადიონის პროექტირებას განახორციელებს. „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ჩვენს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ამჯერად, სოფელ გეტას მოსახლეობას შევხდით და სოფლის წინაშე არსებული პრობლემები განვიხილეთ. მოსახლეობის...
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება, აღნიშნული პროექტი ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით ხორციელდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საშემოდგომო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიას 3000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა. მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე მეხუთე წელია...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსრგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. აღსანიშნია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი...
ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება. „კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და...
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 220,705 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +324.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და -71.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 205,680 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით +313.7%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -69.1%-ით ნაკლები. „ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 188,751 შეადგინა, რაც 2020...
საქართველოში მწვანე პასპორტები 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა განმარტა ვინ მიიღებს მწვანე პასპორტს. „პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს რეკომენდაცია მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი...
პენსიონერი, რომელიც 1იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კი საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა. მისივე თქმით, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ. „დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირებული სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად დაათვალიერა. ლევან დავითაშვილი ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ სარწყავი სისტემის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიას აქვს წინადადება, ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალი მოეწყოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი არის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილი, შესაბამისად, მსგავსი მონუმენტის მოწყობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდასაყოფად. „ვაკის პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. თუმცა ქალაქისთვის მისი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, შენარჩუნებულია პარკის ძირითადი კონცეფცია. ათწლეულების განმავლობაში ეს...
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისის ერთიანი პლატფორმა ინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი - პროექტში ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’ ჩაერთო. „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ანალიტიკოსი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს და მერიის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. დაგეგმილია პროექტის დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, რომელიც ელექტრონული სისტემის შესწავლას და რეალურ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ