პენსიონერები, რომლებიც 1 იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს მიიღებენ

589

პენსიონერი, რომელიც 1იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კი საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.

მისივე თქმით, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ.

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.