საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ახლად არჩეულ მერებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მერებს აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული პროგრამა და ისინი აქტიურად შეუდგნენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. „ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ახლად არჩეულ მერებს შორის. მათ აქვთ...
დაგეგმილი გვაქვს სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ასევე ქალაქ კასპში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია და რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, - ამის შესახებ კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველ პროექტის განხორციელებაში მუნიციპალიტეტს მთავრობის მხარდაჭერა აქვს. „ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მოსახლეობასთან. ვიცით კასპის რაიონში და მის სოფლებში არსებული გამოწვევები. ეს არის საგზაო...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი. მთავრობის მეთაურმა მერებს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ახალი ინიციატივა, თანხვედრაში უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან და...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ვალერიან მჭედლიძე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქმეზე და მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე კონცენტრირება, რათა მათ წინაშე არსებული გამოწვევები მაქსიმალურად მოკლე ვადაში და ეფექტიანად გადაიჭრას. ირაკლი ღარიბაშვილმა მერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა უშუალო კოორდინაციისთვის და...
243 დასახლებული სოფელი მოვიარე არჩევნების პერიოდში, 2 დაბა და 1 ქალაქი - მე დუშელი ვარ, ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები და ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა, - ამის შესახებ დუშეთის მერმა მანანა ნარიმანიძემ, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. „დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე...
დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით, - ამის შესახებ გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მრავალი პროექტი ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა. „გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორცილდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი,...
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქტივისტების დაკავების მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია. "ბლოკირება სახელმწიფო დაწესებულების შენობის აკრძალულია კანონით", — პასუხობს ის TV პირველის კითხვას. აღსანიშნავია, რომ სუს-თან აქტივისტების დაკავება უშუალოდ აქციის დაწყებამდე დაიწყეს. მათი ნაწილი პოლიციამ არათუ შენობის წინ, არამედ შენობის მოპირდაპირედ ტროტუარზე დააკავა. აქტივისტებს აკავებენ ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზეც. როგორც მთაწმინდის რაიონის...
თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. „შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია...
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უმკურნალონ მას სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, სპიკერმა თავის განცხადებაში ორჯერ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას სააკაშვილის მენტალური ჯანმრთელობა. "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის დაკავებასა და მკურნალობას. მათ შორის, გავეცანით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ამ განცხადების ფონზე,...
თბილისში ოპოზიციის 3 აქცია ერთდროულად მიმდინარეობს - სუს-თან და ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან. სამივე ადგილას პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უწყების დეპოლიტიზაციის მოთხოვნით შეიკრიბა. აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ მისი დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება და თვალთვალი. სუს-ის შენობასთან ათეულობით მათგანი, მათ შორის პოლიტიკოსები ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს. პოლიციამ...
პრიორიტეტს როგორც მთელ ქვეყანაში, ისე ჩვენს რეგიონში წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლა და ამისთვის უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა. მივიღეთ პირდაპირი დავალება პრემიერ-მინისტრისგან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ნოზაძემ აღნიშნა, პრემიერის დავალებაა, რომ არჩეულმა მერებმა და რწმუნებულმა იმუშაოს იმისათვის, რომ მეტი ადამიანის ვაქცინაცია მოხდეს. “ახალარჩეულ მერებთან ერთად, პირველი...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ჩაუდგება სათავეში. პროექტი გულისხმობს როგორც თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფასა და ქუთაისის საოპერო თეატრის მსოფლიოს წარმატებული თეატრების...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ გურჯაანში წყლისა და წყაგურჯაანში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობსლარინების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. გურჯაანის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, დებიტის სიმცირიდან გამომდინარე წყალი შეზღდუვით მიეწოდებათ. რეაბილიტაციას საჭიროებს წყალარინების სისტემაც. რიგ უბნებში საკანალიზაციო ქსელი არ არსებობს. სამუშაოების შედეგად, ძველი, ამორტიზებული წყლის მილები ჩანაცვლდება ახლით, რაც აღმოფხვრის წყალმომარაგების კუთხით არსებულ პრობლემებს. ასევე, ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ახალი წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 3,6 მილიონ...
წინა სტატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე. მთავრობის მეთაურმა მერებს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და მათთან სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტებს ცენტრალური მთავრობისა და მაქსიმალური პირადი მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ის პროექტები და ინიციატივები, რომლებზეც საუბარი...
ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ დანიშნოთ არჩევნები, გაიძულებთ!, - ასე მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას. როგორც ის, სოციალურ ქსელში წერს, ახლა მათი ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ აქტიურ პროტესტში, „დისკომფორტი შეუქმნან რეჟიმს და საბოლოო ჯამში მოახდინონ მისი პარალიზება“. „მეგობრებო! პირველ რიგში მინდა აგიხსნათ, რატომ ვფიქრობ, რომ ტაქტიკა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ რეჟიმის გასატეხად არის სწორი ხელისუფლების მიერ,...
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები რეგიონების მიხედვით ცალ-ცალკე გაიმართება და მას მერებთან ერთად მხარის რწმუნებულებულებიც დაესწრებიან. პირველი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილის მცხეთა-მთიანეთის მხარის წარმომადგენლებთან აქვს. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში ერთის გარდა, „ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მხოლოდ ერთ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გია ხარჩილავამ მოიპოვა. დღესვე, ირაკლი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ