საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 197-ე კილომეტრზე შპს „ვარციხე 2005“ მის საკუთრებაში არსებული 110 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „კოხრა-4“ - ის სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის საჭიროა, აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 12 და 13 ნოემბერს, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ექვსჯერ...
წინა სტატია
სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატში ამ დრომდე არ წყდება იმ აქტივისტების ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც დაკავებულებს ეძებენ.
"რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად,...
აზიის განვითარების ბანკის 101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება.
როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB) დღეს დამტკიცებული 101 მილიონი ევროს (დაახლოებით 119.9 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას და უკვე არსებულის რეაბილიტაციას, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გაუმჯობესებას ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდას მოხმარდება.
“საქართველომ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.
„პირველი ოქტომბრიდან მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი 2021 წლის 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში...
დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პრემიერის მხარდაჭერით, კონკრეტული ღონისძიებები, „განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარეობს.
„ბუნებრივია, როგორც საბიუჯეტო ნაწილში, ასევე სხვა მხრივაც, იმ გამოწვევების წინაშე, რის წინაშეც დგას ქალაქი ბათუმი,...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა დღეს ბოლო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებმა პრემიერ-მინისტრს თავიანთი ხედვები და გეგმები გააცნეს. მთავრობის მეთაურმა მათ გეგმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და...
ჩვენ ძალიან მალე წარვდგებით დეტალური პროექტებით, 4 წლიანი გეგმით და ამის შედეგი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოვაგვარებთ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს, - ამის შესახებ ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრთან შეხვედრისას საუბარი იყო მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო 4 წლიან გეგმებზე, მუნიციპალიტეტში არსებულ ძირითად გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე.
„პრემიერმინისტრთან შეხვედრისას საუბარი...
არჩევნების შემდეგ პირველი სამუშაო შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან. ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იმ გეგმებისა და პროექტებისთვის, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და წინასაარჩევნოდ გვქონდა გაცხადებული, - ამის შესახებ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მერმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაც მთავრობის მეთაურთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
„პირადად ჩვენ ბატონი პრემიერმინისტრისგან მივიღეთ...
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მორიგი აქცია, ხვალ, 11 ნოემბერს, 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება.ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხვალ 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელორუსს“, - განაცხადა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ლია ორკოდაშვილის, ნინო ელიეშვილისა და მაია ქოქიაშვილის შემადგენლობით, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.
მოსამართლე ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო აღკვეთის ზომად, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვეღარ ხედავს.
ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმე იყო ერთადერთი, რომელზეც მესამე პრეზიდენტს აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.
ამავე საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ...
პრემიერის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, - ამის შესახებ ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა, პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს, მეორეს მხრივ, დაასაქმებს ადამიანებს.
„არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში...
წალენჯიხის არჩეულმა მერმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია ხარჩილავამ განაცხადა, რომ მან მიიღო მიწვევა პრემიერისგან, მაგრამ არ დაესწრება „საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას“. გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანაშრომლობისთვის მზადაა.
წერილში, რომელიც გია ხარჩილავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, განმარტა, თუ რატომ არ შეხვდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.
''ვადასტურებ,რომ მივიღე, საქართველოს პრემიერმინისტრის, ბ-ნ ი.ღარიბაშვილის, მოწვევა ღონისძიებაზე. წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის...
ევროკავშირი, საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები საქართველოში სოციალური დაცვის ხელშესაწყობად ახალ პროექტს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, ევროკავშირი , საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები ერთობლივი ძალებით შეიტანენ წვლილს საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებაში.
საელჩოს ინფორცმაციით, მონაწილე მხარეებმა ხელმოწერის ღონისძიებით პროექტის დაწყება აღნიშნეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საერთო ძალისხმევა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და სოციალური უფლებების გაფართოებისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის.
„ჩეხეთის...
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მან ხაზი გაუსვა, რომ განხორციელდება პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდა.
მთავრობის მეთაურმა მერებთან შეხვედრაზე იმერეთის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ეფექტიანი გადაჭრის გზები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონის მერებს ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ პროექტები და ინიციატივები, რომლებზეც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას და მოსახლეობისთვის...
21 ნოემბრიდან შევუდგები უფლებამოსილების განხორციელებას, აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.
„ვისაუბრეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ის 8 პუნქტიანი გეგმა, რომელიც გვქონდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































