ბორჯომში, თორის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ზონაში, რკინა–ბეტონის დამცავ კედელს აშენებენ. ადგილობრივები დახმარებას 2018 წლიდან ითხოვდნენ. დაზიანებული საყრდენი კედელის გამო აქ საფრთხე ათობით ოჯახს ექმნებოდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „მერიას და საკრებულოს 2018 წლიდან ვაკითხავდით. ყოფილ მერთან, ლევან ლიპარტიასთანაც ვიყავით, მაგრამ არ გაგვიკეთა. 2020 წელს საკრებულოს თავმჯდომარეს ოთარ არბოლიშვილს მივმართეთ, გვითხრა 2021 წელს გავითვალისწინებთო. ახლა დაიწყეს გაკეთება“, - გვითხრა ადგილობრივმა ქეთევან ალადაშვილმა. ბორჯომის...
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. "უკრაინა ყოველთვის დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დასვა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. "პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების დაუშვებლობას. ვლადიმერ ზელენსკიმ...
ევროკავშირმა და თელავის მუნიციპალიტეტმა კახეთში პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნეს, რომლის განახლება და თბოიზოლაცია ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიის გამოყენებით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავდროულად, ხარჯების 60%-საც დაზოგავს. მათივე ცნობით, საბავშვო ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“(link is external) და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „ენერგოეფექტურობა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის...
video
საკრებულოების თავმჯდომარეებს 3-3 მოადგილე ეყოლებათ. აქამდე, თბილისის გარდა, წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელს ერთი ან ორი მოადგილე ჰყავდა. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 63 თავმჯდომარეს სულ 189 მოადგილე ეყოლება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. მოადგილის ხელფასი 3400 ლარია. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მათი დაფინანსებისთვის, თვეში 642 ათას 600 ლარი იქნება საჭირო. ერთ წელში კი ეს თანხა 7 მილიონ 771 ათას 200 ლარს...
ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს რუსთავის ბიუჯეტში, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოა. გასულ წელს რუსთავის ბიუჯეტი დავიწყეთ 50 მილიონით, დღეს კი პროექტი მომზადებულია 81 მილიონზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. „31 მილიონით იზრდება ბიუჯეტი და ეს კიდევ შეიცვლება მთელი წლის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავებთ, რათა ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს კიდევ უფრო...
წინა სტატია "2 000-ლარიანი ჯარიმა და 10-15 დღიანი პატიმრობა ამ ადამიანებს ვერ შეაშინებს... ჩვენი ბრძოლა ძლიერდება" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საუბრობს, სადაც ამ წუთებში გუშინ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ასამართლებენ. შთაბეჭდილება მრჩება ის, რომ ალბათ საკუთარ თავს იმხნევებენ და გუშინდელი მათი საქციელი, 46 ადამიანის დაკავება, ზუსტად საკუთარ თავს ამხნევებენ და ამხნევებენ ალბათ მომხრეებს....
“შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ბათუმი, უკვე წლებია ინვესტორებისა და დეველოპერების შეჯიბრის ადგილად იქცა, თუ ვინ წამოჭიმავს უფრო გიგანტურ ნაგებობას”, - ამის შესახებ "სითი ინსტიტუტის" დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომელიც ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. მისივე თქმით, ფაქტია, რომ ბათუმი დღითი დღე კარგავს თავის სახეს და იდენტობას. BMG-ის კითხვაზე, თუკი ინვესტორები ან ადგილობრივი დეველოპერები, ბათუმის და თბილისის გარდა,...
მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, დღეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს. საბჭოს სხდომაზე მოწვეული იყო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ანგარიშის ძირითად დასკვნებზე...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. “უპირველს ყოვლისა, გაზრდილია ხარჯების ნაწილი 395 მილიონით და ასიგნებები 18 მილიარდ 840 მილიონ ლარს აღწევს. მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდის წლევანდელი წლის პროგნოზი 9,5%-დან გაზრდილია 10%-მდე. ამან საშუალება მოგვცა, რომ მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო ბიუჯეტის ზრდისათვის. მთლიანი...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგ, 24-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც 2021 წლის 10 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად იქნა მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ...
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოამზადა, რომლებიც საქართველოში ახალი კურორტებისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით გაიმართა, 40-მდე საინვესტიციო შეთავაზება განიხილეს, რომელიც მოიცავს, როგორც ახალი ტურისტული ობიექტების განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პროექტებს. განხილული წინადადებებიდან, უახლოეს პერიოდში საინვესტიციო თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი შეთავაზებები...
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების აქცია დღეს, 14:00 საათზე დედაქალაქის ორ სხვადასხვა ადგილზე გაიმართება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქცია მეტროსადგურებთან „300 არაგველი“ და „დიდუბე“ ჩატარდება. „გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე, ამიტომ ჩვენ შევიკრიბებით გეოგრაფიულად 2 განსხვავებულ წერტილში დედაქალაქში - „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა შესასვლელ - გამოსასვლელთან 14:00 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე! ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე...
სახალხო დამცველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით კადრების გავრცელებით, ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ომბუდსმენი მოითხოვს, იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა. „იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18...
მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმოქმედონ ამ გადაწყვეტილების სწრაფად შესრულებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. „მივესალმები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი წინ უფრო მეტად შეთანხმებული გამოსავლის პოვნისკენ. როგორც ვიცით, ეს შუალედური ღონისძიება შეიცავს გარკვეულ მოთხოვნებს, კერძოდ, მოუწოდებს...
10 ნოემბერს თბილისში გამართული აქციების მონაწილეების დაკავების დროს, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული მასობრივი დაკავების პრაქტიკა არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს. ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. მათი შეფასებით, პრობლემურია დაკავებული პირების ხანგრძლივი ვადით დაყოვნება პოლიციის ავტომობილებში, მათი დაკავების იზოლატორებში დაგვიანებით გადაყვანა და ამ პროცესში დაკავებულების ადვოკატთან წვდომის შეზღუდვა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელს მაია კვეზერელს უმასპინძლეს. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას მერის მოადგილეები ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ ქემაშვილი ესწრებოდნენ. საუბარი ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობას და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. დღესვე, მხარეებმა შშმ პირებს სარგებლობაში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ