ქვეყანაში წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი შეიმუშავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან და ასახულია ევროკავშირის ძირითადი დირექტივების მიდგომები და მოთხოვნები. „კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება, აუზების ფარგლებში წყლის გამოყენების პრიორიტეტები, ზედაპირული...
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობის" თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებაა. მათი თქმით, განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. აღნიშნული განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას. საქართველოს კონსტიტუციიის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების...
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები 4 მილიონი ლარით დაფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონარული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ 3 774 097 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარზე...
გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მრჩევლად დავით კვერნაძის დანიშვნა განიხილება. "რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, მისთვის ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს პერიოდში იგეგმება. დავით კვერნაძეს აქვს ადვოკატად მუშაობის გამოცდილება და ასევე არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი. შეგახსენებთ, რომ გორის მერისთვის მრჩევლის დანიშვნის საკითხი საკრებულომ ბოლო სხდომაზე განიხილა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ახალი კადრის აყვანაზე თანხმობა მისცა. აქვე ინფორმაციისთვის, რომ გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ახალი...
გორის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულოს თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება. აქამდე 40 წევრისგან შემდგარ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში ხელმძღვანელს 2 მოადგილე ჰყავდა. ამჟამად კი 36 დეპუტატიან საკრებულოში ხელფასს 1 – ით მეტი მოადგილე მიიღებს. ანაზღაურება 2500 ლარიდან, შესაძლოა, 3000 ლარამდე გაიზარდოს. ცვლილებებზე საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ საკრებულოს თავმდჯომარის 3 მოადგილის ხელფასებში თვეში მინიმუმ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო დროშების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ 60 დროშის შესაძენად 10 000 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დროშა უნდა იყოს გარე მოხმარების, პერიმეტრზე ორგვირისტიანი შემოკერვით, დროშის მარცხენა მხრიდან ვერტიკალურურად მიკერებული მყარი ზონარით, მთელ სიგრძეზე კაუჭებისთვის განკუთვნილი მიკერებული სამაგრით, ქარგამძლე, არ უნდა გახუნდეს და არ უნდა ჩამოირეცხოს. ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ დროშების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში უნდა უზრუნველყოს.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული  ,,განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, განახლდება მრავალსართულიანი სახლების ფასადები, სახურავები და მიმდებარე ტერიტორია, ასევე ეწყობა ტროტუარები. სამტრედიის მერი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ თამარ მეფის ქუჩის განაშენიანება, ურბანული მიმართულების კუთხით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროექტია მუნიციპალიტეტისთვის.
წინა სტატია "გირჩი მეტი თავისუფლების წევრს" და ქუთაისის ვიცემერობის კანდიდატს პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმედა კლდიაშვილი იზოლატორში შვიდ დღეს გაატარებს. ის ამავდროულად, შიმშილობას აგრძელებს. ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილება განპირობებული იყო, იმ ფაქტით, რომ კლდიაშვილს კანონდარღვევა ერთხელ უკვე ქონდა ჩადენილი. ადვოკატი სასჯელს არასამართლიანად აფასებს. კლდიაშვილის თანაგუნდელები მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. განცხადება კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე, თავად ირაკლი შიოშვილმა გამოაქვეყნა. “დამიდასტურდა კოვიდი და საჯარო სივრციდან გადავინაცვლე თვითიზოლაციაში. ვარ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი და რა თქმა უნდა, კოვიდის მიმდინარეობა სტაბილურია. კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია”- წერს შიოშვილი. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, კოვიდ-19, 14 ნოემბერს დაუდგინეს. ვინ გახდა ირაკლი შიოშვილის ინფიცირების წყარო, დაუდგენელია, რადგან რეგიონის პირველი...
„ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა 2021 წლის მარტში დაამტკიცა. 12 ნოემბერს გამართულ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე კი, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს უსმენდნენ, პროგრამის შესრულების ვადებზე დააყენა საკითხი მიღებული პროექტის ინიციატორმა ლადო კახაძემ. დეპუტატი ამბობს, რომ სკოლებში სამედიცინო სივრცეები მოწყობა კოვიდისა და პოსტკოვიდურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ჩანს, ამბულატორიების ყველა...
ბორჯომში, თორის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ზონაში, რკინა–ბეტონის დამცავ კედელს აშენებენ. ადგილობრივები დახმარებას 2018 წლიდან ითხოვდნენ. დაზიანებული საყრდენი კედელის გამო აქ საფრთხე ათობით ოჯახს ექმნებოდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „მერიას და საკრებულოს 2018 წლიდან ვაკითხავდით. ყოფილ მერთან, ლევან ლიპარტიასთანაც ვიყავით, მაგრამ არ გაგვიკეთა. 2020 წელს საკრებულოს თავმჯდომარეს ოთარ არბოლიშვილს მივმართეთ, გვითხრა 2021 წელს გავითვალისწინებთო. ახლა დაიწყეს გაკეთება“, - განაცხადა ადგილობრივმა ქეთევან ალადაშვილმა. ბორჯომის...
დაზიანებული ჭერი, ჩამოცვენილი ბათქაში და დანესტილი  კედლები. ასეთი ვითარებაა  ქობულეთის კულტურის სახლის შენობაში. აქ წვიმის დროს წყალი  სახურავიდან ოთახებში ჩადის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ უკვე მიმართეს შემსრულებელ კომპანიას სახურავის მოწყობასთან დაკავშირებით. იმის მიუხედად, რომ სატენდერო პირობების ვადა ამოწურულია. ქობულეთის კულტურის სახლის მშენებლობა, შპს „ემტეემმა“ 2015 წელს დაასრულა. პროექტისთვის  აჭარის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერით, 2-მილიონ ლარზე მეტი...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს. „პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის...
სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის აზრით, სკოლებში ჰიბრიდული სწავლების მოდელი არაეფექტურია, სკოლაში დასწრებითი სწავლა სავალდებულო უნდა გახდეს და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების მოდელის არჩევა ყოველ კვირაში არ უნდა შეეძლოთ. როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“ ზეპირი მოსმენისას 1-ელი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ აღნიშნა, ჰიბრიდული მოდელისას იქმნება ქაოსური სიტუაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსწავლესა...
„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეკონომიკური ზრდა იყო ჩაკეტილი ერთ ჯგუფში, ანუ მისი სიკეთე ხმარდებოდა კონკრეტულ ელიტას და არ ნაწილდებოდა ადამიანებზე, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დროს ქვეყანაში სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. „ჩვენ დროს, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, სტატისტიკურად სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს - 400 ათასზე მეტმა ადამიანმა მოახერხა და ჩვენი...
წყალმომარაგების კომპანიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში დღემდე არ არსებობს სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობა ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. სოფლების ნაწილი კი თერჯოლის წყალმომარაგების ქსელიდან მარაგდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ