"რაც შეეხება თვითმმართველობებს, ეს საკითხი ფუნდამენტური განხილვის საგანია. მსჯელობაა საჭირო. ერთადერთი, რაც არ უნდა დაგვემართოს, ეს არის ორხელისუფლებიანობა",- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ თვითმმართველ ქალაქებტან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ზოგი თვითმმართველი ქალაქი, სადაც მერიც არის და გამგებელიც, არაეფექტურია. "პრობლემა არ უნდა შეიქმნას არცერთ თვითმმართველ ქალაქში იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალური ინსტიტუტები და გამგებლები ერთმანეთთან როგორ მუშაობენ და როგორ არიან...
საქართველოს მთავრობა იმ 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებას აპირებს, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გაიყო. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტების გაერთიანებამ მოლოდინი არ გაამართლა და გატარებულმა რეფორმამ დადებითი შედეგები არ გამოიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა უმეტეს შემთხვევაში გაუარესდა, ამასთან, არ გაზრდილა მუნიციპალიტეტების შემოსავალი, გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები და გაუარესდა ხარჯთა ეფექტიანობა. მუნიციპალიტეტების...
რის ხარჯზე და რატომ ცდილობს მთავრობა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას და როგორ ესმის ხელისუფლებას დემოკრატიის განვითარება თვითმმართველობებში; რეფორმის ჩაშლის მცდელობა და თვითმმართველობების დუმილი; არგუმენტები, – რატომ გეგმავს შვიდი ადმინისტრაციული ერთეულისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას, – რეგიონული განვითარების სამინისტრომ ერთ განცხადებაში მოაქცია. განცხადების მიხედვით, თვითმმართველობების დაყოფით ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა, ბიუჯეტი კი არა; ბიუჯეტები მხოლოდ ტრანსფერების ხარჯზე იზრდება, ამის ფონზე კი ხარჯვის ეფექტიანობა მცირდება;...
თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მე და ჩემს კოლეგებს მყარი არგუმენტები დაგვჭირდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა განუცხადა. “აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში არ განიხილება. საკითხი პარლამენტში ჯერ შემოსული არ არის. მთავრობას გააჩნია თავისი დასაბუთება და ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ მათ დასაბუთებას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მუნიციპალიტეტების გაერთიანება, გაყოფა თუ საზღვრების ცვლილება, პროცედურები კანონმდებლობით...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელი მართვისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობაა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რადგანაც სწორედ მუნიციპალური მართვის ორგანოების უფლებამოსილებას წარმოადგენს მოქალაქეთა პირველადი, კომუნალური საჭიროებების გადაწყვეტა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირების შესაძლებლობაა განსაზღვრული, ასევე თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს ადგილობრივი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორია, რამდენიმე თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაერთიანებას მიუღებელს უწოდებს. როგორც შერგელაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ თვითმმართველი ერთეულების გაზრდა არ მოხდება, რამდენიმე წელიწადში გაიზრდება მიგრაციული ნაკადები და მივიღებთ პატარ-პატარა თავკომბალებს. ”მიუღებელია, რომ ჩვენ 7 ქალაქზე გავჩერდით და არ გავაგრძელეთ თვითმმართველი სტატუსის მინიჭება ჭიათურისთვის, ზესტაფონისთვის, სამტრედიისთვის და სხვა ქალაქებისთვის. ჩვენ რეალურად...
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ინსტიტუტების ნგრევასა და ძალაუფლების სრულად საკუთარ ხელში კონცენტრირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ აცნობეს. თამარ კეკენაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ინსტიტუტის შემდეგ ჯერ კიდევ ჩანასახში არსებულ თვითმმართველობის ინსტიტუტს უტევს. თამარ კეკენაძე „ცინიზმს“ უწოდებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს არგუმენტს, რომლის მიხედვით, გაყოფილ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ნდობა თვითმმართველობისადმი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში, არსებითად არ შეცვლილა. „რა...
თავის დროზე შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფა არასწორი იყო და მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გაყოფილი თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება თავის მხრივ, სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამის განხორციელებას სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება. “მე ჩემს წინა ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ვიყავი. კარგად ვარ ჩახედული ამ საკითხში, მათ შორის ვმონაწილეობდი დისკუსიებში, რომელიც ამ შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფას...
თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ქუთაისს არ ეხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი, სავარაუდოდ, „დიდი განსჯის თემა იქნება“. „მთავარი თემა არის ის რომ, თუკი ამ რეფორმამ გაამართლა და მოსახლეობისთვის სერვისი გახდა ხელმისაწვდომი, მაშინ უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. ამასთან დაკავშირებით კვლევა უნდა დაიდოს. თუკი ამ ყველაფერმა ხარჯების გაზრდა გამოიწვია, შეიძლება სხვა გადაწყვეტილება იქნას მიღებული...
თვითმმართველი ქალაქების შემცირება იქნება უკან, საბჭოთა კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ასე ეხმაურება რამდენიმე მუნიციპალიტეტის შესაძლო გაერთიანებას ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ”მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის დემოკრატიის ღვიძლი შემადგენელი ნაწილი”. ”ის ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება, არის უკან გადადგმული ნაბიჯები საბჭოთა კავშირისკენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ მეტი თვითმმართველი ქალაქი გვექნებოდა და მეტ ადგილას შევძლებდით...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებას აპირებს. ამ საკითხზე სამინისტროში მსჯელობა უკვე დაწყებულია და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე არგუმენტსაც ასახელებენ. საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე. "მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის წახალისების საფუძვლად. მინიმუმ, გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ერთის მაგივრად ორი თვითმმართველი ერთეულის და, შესაბამისად,...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, დასამტკიცებლად კი საქართველოს მთავრობასთვის წარედგინათ. თუმცა აღნიშნული ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ აქვთ შესრულებული, რითაც...
სამთავრობო ინიციატივის თანახმად, რომელსაც პროექტის სახე ჯერ არც მიუღია, 12 თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ 5 დარჩება. რას ემყარება მმართველი გუნდის გათვლები და რა არგუმენტებს უპირისპირებენ მას საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები? „თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის“- ნათქვამია 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვას 2014 წლის შემდეგ შექმნილი...
ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას. ეს ქვეყნის განვითარების საფუძველი და მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ თვალსაზრისით 2014 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა არის საეტაპო მნიშვნელობის წარმატებული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა შემდგომი დემოკრატიზაციისა და  დეცენტრალიზაციის მყარი საფუძველი. 2014 წლამდე არსებული თვითმმართველობის სისტემა, მიუხედავად არა ერთი სახეცვლილებისა, არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს (მათ შორის თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ნორმებს) ვერც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ