მცხეთაში ხვალ ევროკავშირის ინიციატივის - "შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების" პრეზენტაცია გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პროექტს ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობა“ ახორციელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის ექსპერტები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება ევროკავშირის ინიციატივის პრეზენტაციით დაიწყება, რა დროსაც შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების, შემოქმედებითი სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვლევებისა და ასევე...
სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საინიციატივო ჯგუფთან ერთად დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. კულტურის სახლში კი პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა ამბობს, რომ დაბა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ქალაქის სტატუსი მიენიჭოს. "ჩემი მრჩეველთა საბჭო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხზე, აწარმოებდნენ კონსულტაციებს მოქალაქეებთან და ახლა ეს ინიციატივა საკრებულოში შევა განსახილველად", - განაცხადა გოგუამ. მისივე თქმით,...
https://www.youtube.com/watch?v=whJ_s_2OYpk&feature=youtu.be პირველი არხი - "რეალური სივრცე"
ქალაქ მცხეთის საკრებულოს წევრები ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ ქალაქების კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება დემოკრატიული პროცესებისა და დეცენტრალიზაციის მხრივ უკუსვლა იქნება. ამასთან, მცხეთის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ ქალაქ მცხეთას საკუთარი თვითმმართველობა უნდა მართავდეს. ისინი საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისგან მოითხოვენ, რომ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტი ისევ არ გაერთიანდეს. გთავაზობთ ქალაქ მცხეთის...
”ქართული ოცნების” დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 2014 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად დაყოფილი თვითმმართველობების კვლავ გაერთიანების ინიციატივას სერიოზული დასაბუთება სჭირდება. როგორც ქუცნაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ლეგიტიმურია სურვილი შემცირდეს მართვის ხარჯები, რაზეც რეგიონალური განვითარების სამინისტრო საუბრობს, მაგრამ უნდა დასაბუთდეს, რამდენად ვალიდური და ადეკვატურია ეს იმ მიზნებთან, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დროს იყო დასახული. ”როდესაც ჩვენ ქალაქები გამოვყავით და თვითმმართველ დასახლებულ პუნქტებად ვაქციეთ, მაშინ...
რუსთავში, თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, რუსთავის მერიაში, თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ჯიქიამ და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნეს, მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო-ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები...
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ევროპის საბჭოს ექსპერტებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ( ქედა, შუახევი, ხულო) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, ეკა სეფაშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, განიხილეს აჭარის რეგიონში მუნიციპალიტეტების  თანამშრომლობის საპილოტე პროექტი - "მყარი ნარჩენების მართვა". სამინისტრომ გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას. წყარო: რეგიონული განვითარებისა...
მერაბ მეტრეველის ბლოგი ერთ-ერთ წინა ბლოგში შემოგთავაზეთ გეპოვათ ათი განსხვავება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, რადგან მე ვფიქრობ, რომ მათ შორის მსგავსება გაცილებით მეტია. დღემდე შემორჩენილი მცირეოდენი განსხვავებებიდან ერთ-ერთი მალე აღარ იარსებებს. "ოცნება" აპირებს თავის მიერვე გატარებული თვითმმართველობის რეფორმა გააუქმოს. მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს პირდაპირი წესით მხოლოდ თბილისის მერი ირჩეოდა, ხოლო რამდენიმე ქალაქს მერი საერთოდ არ ჰყავდა და ქალაქსაც იმ...
ჩხოროწყუს მოსახლეობა დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ ჩხოროწყუს გამგეობაში განაცხადეს, სადაც საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გამგებლის მოადგილის, ვალერი თოდუას განცხადებით, მოსახლეობასთან კონსულტაციები გავლილია, დასკვნითი შეხვედრა კი 7 აპრილს გაიმართება, რომელზეც შესაბამისი მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება. "ეს საკითხი რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში,თუმცა მაშინ იყო გარკვეული დაბრკოლებები, ახლა კი ეს დაბრკოლებები მოიხსნა და დაბა ჩხოროწყუ ყველანაირ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ქალაქის სტატუსი...
თვითმმართველობების ირგვლივ ხელოვნური ხმაურია ატეხილი, - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ”ევროპული საქართველოს” წევრის, მამუკა ჩიქოვანის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ჩიქოვანის საუბარი დაამშვენებდა 2014 წელს ჩატარებულ რეფორმამდე არსებულ სისტემას. ”რაც შეეხება თვითმმართველობის რეფორმის შესაძლო დახვეწის ირგვლივ ატეხილ ხმაურს, მინდა განვაცხადო, რომ ”ქართული ოცნების” დამსახურებაა 2014 წელს განხორციელებული რეფორმა. იქამდე არსებული სისტემა ვერ აკმაყოფილებდა ვერც...
ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საინიციატივო ჯგუფის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია მერიასთან გამართეს. მათთვის მმართველი გუნდის გეგმები მიუღებელია. "ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ცენტრალიზებაზე ზრუნავს, რადგან ეშინია მოახლოებული არჩევნების, საკუთარი კანდიდატის დამარცხების", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძე. ხელმოწერები პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნება. წყარო: იმედინიუსი

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ