მე-19 საუკუნიდან საქართველოს საზოგადოების მოდერნიზაციის და თანამედროვე სახელმწიფოს დაფუძნებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების მოპოვება და სამოქალაქო კულტურის ზრდა იყო. რუსეთის იმპერია, სხვა ერებისთვის ელემენტარული თვითმოქმედების ინსტიტუციური გარანტიის მიცემას თვითმპყრობელობისათვის სასიკვდილო საფრთხედ განიხილავდა და ამიტომ, არსებობის დასასრულამდე კავკასიას და საქართველოს შეზღუდული თვითმმართველობის მოდელიც კი არ აღირსა. ქართველ მოღვაწეთა თაობები კი ათწლეულების მანძილზე ითხოვდნენ თვითმმართველობის უფლების გადაცემას ხალხისათვის...
https://www.youtube.com/watch?v=v8xMNjA7zdI&feature=youtu.be
გორში, თელავსა და ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას და სათემო მუნიციპალიტეტებთან შეერთებას საკრებულოებმა მხარი დაუჭირეს. კენჭისყრების პარალელურად, არ წყდება მოქალაქეებისა და მესამე სექტორის პროტესტი. სხდომები ტრანსპარანტების, ხმაურისა და სტვენის ფონზე ჩატარდა.
თელავი ოზურგეთის შემდეგ მეორე ქალაქია, სადაც საკრებულოს წევრების უმრავლესობამ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირა, თუმცა მათ სხდომათა დარბაზი ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებას თავი აარიდეს. მოსალოდნელი ცვლილებების განხილვა მწვავე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
ქალაქ თელავის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ოპოზიციის გარდა, მესამე სექტორი და მოქალაქეებიც აპროტესტებენ. „თუ ქალაქ თელავის სტატუსის გაუქმებას მხარს დაუჭერთ, კარებს აგიფიცრავთ“,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლაშა თოდუას განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ დაუჭირა მხარი უმრავლესობამ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებას ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ, მაშინ როცა მოსალოდნელი რეფორმის შესახებ არავის უნახავს დოკუმენტი პროექტის სახითაც.
დამოუკიდებელი დეპუტატი ლაშა თოდუა ერთ-ერთი იყო იმ სამ დეპუტატს შორის, რომელმაც სხდომაზე წარმოდგენილ წერილის მოწონებას მხარი არ დაუჭირა.
გარდა იმ მიზეზისა, რომ დეპუტატებისთვის არავის წარმოუდგენია მოსალოდნელი ცვლილებების...
https://www.youtube.com/watch?v=bgJiZ1Hj-VU
ახალციხის თემის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სჯობს ახალციხეს ქალაქის სტატუსი გაუუქმდეს და თემის მუნიციპალიტეტი კვლავ ქალაქთან გაერთიანდეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატების პოზიციები ერთსულოვანი იყო.
საკრებულოს სხდომა ამ წუთებში დასრულდა. იგი ხმაურის ფონზე დაახლოებით ერთ საათს მიმდინარეობდა. ერთმა დეპუტატმა პარტია "ევროპული საქართველოდან" პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 21–მა წევრმა კი თემისა და ქალაქის შეერთებას მხარი...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათი განცხადებით, „ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რადგან საკრებულოს თავმჯდომარე და წევრების უმრავლესობა მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის დაკვეთას ასრულებენ, სინამდვილეში კი, ქალაქის და მუნიციპალიტეტის შერწყმა არც მათ სურთ“.
სხდომაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც არაერთხელ მოუწოდეს საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს, მხარი არ დაეჭირათ ამ საკითხისთვის. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერა დემოკრატიულ განვითარებას მნიშვნელოვნად...
ამბროლაურის თემის საკრებულომ მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ამბროლაურის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება პირველმა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი ამბობს, რომ გადაწყვეტილება გაერთიანების სასარგებლოდ იმიტომ მიიღო, რომ ეს სახელმწიფოს ხარჯებს დაზოგავს, თუმცა, ის ვერ აკონკრეტებს, რა ოდენობის თანხის ეკონომია მოხდება ამბროლაურის თემის გაუქმებითა და მისი ქალაქთან გაერთიანებით.
droa.ge ერასტი მეტრეველს ესაუბრა:
- დღეს თემის საკრებულოს სხდომა გაიმართა. რა გადაწყვიტა საკრებულომ?
- განხვიხილეთ სამინისტროს წერილი...
9 მომხრე და 5 წინააღმდეგი, ქალაქ ახალციხის საკრებულოს უმრავლესობა დაეთანხმა მთავრობის პოზიციას – ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმონ.
სხდომა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და ერთ საათს გაგრძელდა. ქალაქის თემთან შეერთებას მხარი ოპოზიციური ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ სამმა წარმომადგენელმა არ დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. დღეს, 19 მაისს...
https://www.youtube.com/watch?v=Ze3w-5Rz92Y&feature=youtu.be
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხმა ოპოზიციონერი დეპუტატის პროტესტი გამოიწვია.
"ეს არის დადგმული სპექტაკლი. როგორც კონსტიტუციას ირგებს ხელისუფლება, ასე უნდა თვითმმართველობის კოდექსიც მოირგოს საკუთარ თავზე"– განაცხადა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირინა გელაშვილმა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
შეგახსენებთ, რომ ახალციხის თემის საკრებულოში სხდომა დღეს, 19 მაისს 15:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. დეპუტატები მხოლოდ ერთ საკითხს, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების...
„ნუ დუჯერებთ მინისტრს, რომელმაც ადმინისტრაციული საზღვრები და თვითმმართველობების ცენტრებიც კი არ იცის სად არის“. - არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯეს" წარმომადგენელი ეგნატე შამუგია .
ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილეს. სხდომა, რომელსაც მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ხმაურის ფონზე ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით...
ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 15:00 საათზე დაიწყო. დეპუტატებს განსახილველი მხოლოდ ერთი საკითხი აქვთ.
დღის წესრიგის მიხედვით მათ „ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის წინადადების შესახებ საკრებულოს მოსაზრება“ უნდა დააფიქსირონ.
15 დეპუტატიდან სხდომას მხოლოდ ერთი, "ქართული ოცნებიდან" კობა გელაშვილი არ ესწრება. სხდომას ესწრება ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძეც.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია:...
https://www.youtube.com/watch?v=cYQXKz2GiqM&feature=youtu.be
ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეთავაზებულ მოდელს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან უნდა გაიმართოს.
"ჩემი შეფასება არის ძალიან დადებითი, მე ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯია შემოთავაზებული მოდელი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მართვის ეფექტურობაზე და შესაბამისად, უნდა გადავდგათ ნაბიჯი ნამდვილი ქმედითი თვითმმართველობისკენ. კონსტრუქციულ არასამთავრობო სექტორთანაც და ოპოზიციის...
"ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერებისა და გამგებლების კანდიდატების შესარჩევად შიდა გამოკითხვის ჩატარებას აპირებს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კანდიდატების ოფიციალურად დასახელებამდე, პარტია სოციალურ გამოკითხვას გეგმავს, მათ შორის ამომრჩეველთა აზრის გამოკითხვის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებას თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, პარტიას ასეთი გამოცდილება და პრაქტიკა გააჩნია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მისთვის ცნობილი არ არის, რა იგეგმება...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































