საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანმა საქართველოს პარლამენტს განსახილველად 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა. https://www.youtube.com/watch?v=W5aPC3uKtlk&feature=youtu.be
სოფლის გაძლიერება საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. საქართველოს მოსახლეობის 42% სოფლად ცხოვრობს, ხოლო 48% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შესაბამისად, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გაზრდა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირი 2013 წლიდან ეხმარება საქართველოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD). 2015 წელს, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების და სოფლად...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ძლიერი წვიმის შედეგად წყალი ჩავიდა. შენობაში დასაქმებულები სამუშაო ოთახებში შესვლას ვერ ახერხებენ, რადგან წყალი შენობაში ამ დრომდე ჩადის. ,,მთლიანად ჩამორეცხა სამი სართული. კულტურის სამსახურის თანამშრომლები კი გარეთ დერეფანში სხედან, რადგან ოთახებში ვერ შედიან. ისე წვიმს მათთან როგორც გარეთ. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. შენობის სახურავი რამდენჯერმე შეაკეთეს, მაგრამ მაინც ამ რეალობის წინაშე ვართ", - აცხადებენ გამგეობაში. წყარო: ინტერპრესნიუსი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - 2017 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი...
2017 წლის 16 ივნისს, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მის პარტნიორ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან“ ერთად, საზოგადოებას აგრობიზნესის საჭიროებების შეფასების კვლევის შედეგებს წარუდგენს. ღონისძიება 13:00 სთ-ზე, თბილისში, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ აგრობიზნესის საჭიროებების შეფასების კვლევა 2014-2016 წლებში განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, იმერეთისა და რაჭის რეგიონებში მოხდა ფერმერების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების და მათი გადაჭრის პოტენციური გზების იდენტიფიცირება. ადგილობრივი აგრობიზნესის...
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 16-17 ივნისს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება.   საქართველოს ფინანსთა მინისტრს (2016-2017 წლებში) ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიცია უკავია. ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) და ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი ბანკის წლიური შეხვედრის...
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
ბათუმის მერიის შენობასთან სუვენირებით მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, მერია ერთი თვის წინ მათ ახალი ჯიხურების გადაცემას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არ ჩაბარებიათ. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყო და მუშაობას ჯიხურების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ. ერთი თვის წინ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების ჯიხურები აიღეს, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ბათუმის მერია კი სუვენირებით მოვაჭრეებს...
https://www.youtube.com/watch?v=V1q3Xw3xfFg&feature=youtu.be ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დანიის ლტოლვილთა საბჭოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელთან ერთად დღეს ქალაქის მერს შეხვდნენ. საუბრის ძირითადი თემა ორ - ლაღიძის და ბარამიას ქუჩებზე საბავშვო ბაღების მშენებლობას ეხებოდა, იმას, თუ რა სიახლე არსებობს მოცემულ საკითხზე. ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას განცხადებით, მათ თხოვნის შესაბამისად გამოყვეს მიწის ნაკვეთები, სადაც სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა უნდა განხორციელდეს. „ჩვენი ვალდებულება ამ ეტაპზე შესრულებული გვაქვს....
ყველა ქალაქის საკრებულოებში დაგეგმილია მაჟორიტარების გაზრდა, რათა ქალაქების წარმომადგენლობა უფრო ძლიერი იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას იქნება ინიცირებული. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის ინიციატივაზე მსჯელობს, რომელიც 2013 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად...
მუნიციპალიტეტების შეერთებასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა განსხვავებულია, მაგრამ აბსულუტურად ვეთანხმები რეფორმის იმ ძირითად ნაწილს, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა. ქვარაიას თქმით, შეიძლებოდა დღეს არსებული მოდელის დახვეწა და გაუმჯობესება, მაგრამ მთავრობის წინადადებაში ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ხედავს. ”დემოკრატიული ჩართულობის მექანიზმები სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა აქტიური - ეს არის პირდაპირი წესით არჩეული მერები...
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის წინადადებაზე მსჯელობს, რომელიც 2014 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. საკითხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარადგინა. მისი განცხადებით, ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგება და გამოთავისუფლდება თანხები, რომელიც რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსით და მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება...
პეკინის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ავტობუსების მარშრუტები იცვლება. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციით, 16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების სრული რეაბილიტაციისა და სავალი ნაწილის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა. ”კერძოდ: მარშრუტი № 6: შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან - ბუდაპეშტის ქ. - პეკინის ქ. - ვაჟა ფშაველას გამზირი - ბექას...
გამგებლები არც კი კადრულობენ, რომ სეტყვის მერე მოსახლეობასთან მივიდნენ და უბრალოდ ნახონ, ამ ადამიანებს რა სჭირთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კახეთში, სტიქიით გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა. ღვინიაშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწები ძალიან დიდ ფართობზე განადგურებულია, განსაკუთრებით, საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში. „უმძიმეს მდგომარეობაში არიან სოფლად გლეხები. აბსოლუტურად ბედის ანაბარა არიან მიტოვებული და მათზე არავინ ზრუნავს“,...
„ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი არის 87 ხე- მცენარის შენარჩუნება“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო მოძრაობის დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე, პირადად მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის შეჩერების შესახებ. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქის ცენტრში 87 ხე-მცენარის მოჭრას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვებოდა. „უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გუშინ  გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს...
ქალაქ გორის მერია 18 ქუჩას სარეაბილიტაციოდ ამზადებს. ზურაბ ჯირკველიშვილმა, მათი ხარჯთაღრიცხვისა და პროექტების შესადგენად, 35 ათასი ლარი გამოყო. ინფრასტრუქტურის სამსახურის მონაცემებით, სარეაბილიტაციო სიის სათავეში ნინოშვილის ქუჩა დგას, ხოლო, ბოლო ადგილს ჭალის დასახლებაში უსახელო ქუჩა და სტალინის გამზირზე კორპუსებთან მისასვლელები იკავებს. ამ ქუჩების დოკუმენტაციის მომზადების ვადა მაქსიმუმ 5 თვეზეა გათვლილი.  ამის შემდეგ გახდება ცნობილი 18-ვე ქუჩის სრული მოასფალტების ჯამური თანხა. რიგის მიხედვით ქუჩების ჩამონათვალი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ