საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის საავტომობილო გზაზე სოფელ გომარეთთან და უერთდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთს 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. საავტომობილო გზის მონაკვეთი (სავარაუდო სიგრძე 7კმ) ამორტიზირებულია და ფერხდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხრეშოვანი საფარი ძლიერ დაზიანებულია. დღესდღეობით არსებულ...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის გამგეობიდან აცნობეს, ინიციატივა მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სოციალური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც უკიდურესაც შეჯირვებული ოჯახების მდგომარეობის ადგილზე გაცნობა და მათი პრობლემების დადებითად გადაწყვეტაა.
ამჯერად დიმიტრი ყიფიანმა სოფლებში რველში, ზანავში, კორტანეთში და ბეშეთში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა დედა მაია ფილიევი მოინახულა.
”ოჯახები, რომლებიც დღეს მოვინახულეთ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მიუხედავად...
არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან და საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
მესამე სექტორის პროტესტის მიზეზი უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, საარჩევო სისტემა შერეულიდან პროპორციულზე არა 2020 წელს, არამედ 2024 წელს გადავა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" როგორც მესამე სექტორისთვის, ისე საზოგადოებისა და ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობა დაარღვია.
მათი თქმით, უმრავლესობის ასეთი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს არასამთავრობო...
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის სისტემის შექმნის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. დოკუმენტის მიხედვით, დაინტერესებულმა საფინანსო ინსტიტუტებმა შესაბამისი წინადადებები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 10 ივლისის 18 საათამდე უნდა წარადგინონ. დოკუმენტის ტექნიკური მოთხოვნებთან წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისობას და პირველი ეტაპის გამარჯვებულებს სპეციალური კომისია განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში გამოავლენს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის...
" ქუთაისის უნივერისტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პროექტში შემოდის არა როგორც კონსულტანტი, არამედ როგორც პარტნიორი და ამით ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად". - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. -...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1...
რამდენად ეფექტური აღმოჩნდა მაღალმთიანი სოფლებისთვის მომზადებული კანონი. რამდენიმე დასახლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები შიდა მიგრაციის პრობლემას ვერ აგვარებს.
მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მიღების შემდეგ სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ისევ პრობლემად რჩება, რაც ახალგაზრდების გადინებას იწვევს.
იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი.
https://www.youtube.com/watch?v=MkBZ3Oo1SUc&feature=youtu.be
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი შეკვეთილში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მლნ ამერიკული დოლარია.
თითქმის უკვე დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და საჩვენებელი სასტუმრო ნომერი. ამჟამად მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სასტუმროში იფუნქციონირებს 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 1,600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, ზამთრის ბაღი და თემატური რესტორნები. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები.
სასტუმროში...
აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარით იზრდება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იუწყებიან, მატება საინვესტიციო პროცესების გააქტიურებამ, შემოსავლების ზრდამ, ასევე, ტენდერებიდან მიღებულმა ეკონომიებმა განაპირობა.
ფინანსები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გადანაწილდეს. 3 მლნ ლარით გაიზრდება საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტი, 1.200 ათასი ჯანდაცვის სამინიტროს ერგება, თანხები გაიწერება გაზიფიცირებისა და სპორტსკოლის მშენებლობისთვის.
"ბიუჯეტი 28 მილიონ ლარამდე თანხით გაიზრდება. პირველ რიგში, თანხები გათვალისწინებული იქნება გაზიფიცირების...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტზე და დაფინანსების საკითხზე ისაუბრეს.
ხაშურის პროექტის შეფასების ტექნიკურ შემსწავლელ მისიას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, წყლისა და წყალარინების პროექტების მენეჯერი, სილვე რუზო ხელმძღვანელობს. ფრანგული მხარე ხაშურში, ადგილზე გაეცნობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების არსებულ მდგომარეობას.
შეფასების...
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს 10-კილომეტრიან მონაკვეთზე.
პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების, მილების, გაბიონების, საფუძვლისა და ბეტონის საფარის მოწყობა, აგრეთვე მოეწყობა ეზოში შესასვლელები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და გაივლის სოფლებს - კიროვაკანი და კუმურდო, სადაც მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - IV საუკუნის საკათედრო ტაძარი.
გზის რეაბილიტაციის შედეგად, მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები და ტურისტები განახლებული გზით ისარგებლებენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან...
ოკუპირებულ სოხუმში აფეთქება მოხდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კალმიკოვის ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა მთელ ქალაქში გაიგეს.
აფეთქების შედეგად, დაზიანებულია მიმდებარე კორპუსები. ადგილზე ე.წ. გამომძიებლები მუშაობენ, თუმცა შემთხვევის ვერსიებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
თბილისში, კოსტავას გამზირსა და ბახტრიონის ქუჩაზე მოსახლეობის სიმჭიდროვე დასაშვებ ნორმაზე ორჯერ მეტია, - ასეთია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მონაცემები.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში, საცხოვრებელი განაშენიანების ნორმატიულ დასაშვებ სიმჭიდროვედ განისაზღვრა 397 მოსახლე 1 ჰექტარზე. კოსტავასა და ბახტრიონზე ეს მაჩვენებელი 1 ჰექტარზე 800 მოსახლეს აღემატება.
ნორმატივზე მაღალი სიმჭოდროვე ფიქსირდება დიდუბეში (671 მოსახლე 1 ჰექტარზე), ვერაზე (578), ვარკეთილში (549), ქვემო ჩუღურეთში (484), ვაზისუბანსა...
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წელს 10 სამშენებლო კომპანია დააჯარიმა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, - ამის შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 3000 ლარია.
”ზედამხედველობის საქაალაქო სამსახურმა, 2017 წელს 10 სამშენებლო კომპანია დააჯარიმა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. კომპანიებს ევალებათ, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები და ამის მონიტორინგს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ახორციელებს”, - აცხადებენ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით,...
თბილისის მეტროპოლიტენის ახალი, 23-ე მეტროსადგური “უნივერსიტეტი“ ტესტირების რეჟიმში მუშაობს. მოქალაქეები ახალი მეტროსადგურით სავარაუდოდ შემოდგომისთვის ისარგებლებენ.
როგორც „სითი კვირას“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ სადგურს, აგვისტოში თბილისის მერიას გადასცემენ.
„სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში აგვისტოსთვის გადავცემთ. შემდეგ კვლავ ტესტირების რეჟიმში იქნება და სადგური სავარაუდოდ შემოდგომისთვის გაიხსნება“, – განაცხადეს მუნიციპალურ განვითარების ფონდში.
მათივე ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. პროექტის ფარგლებში, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, აშენდა...
"ახალი საქართველო" გუბერნიებში გაცემულ პრემია-დანამატების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2016 წლისა და 2017 წლის 4 თვის მხოლოდ პრემია-დანამატმა 5 გუბერნიაში 1 063 486 ლარი შეადგინა.
როგორც ახალი საქართველოს წარმომადგენელი, მარი ქელბაქიანი ნიუპრესთან საუბარში აცხადებს, კვლევაში ვერ მოხვდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლისა და კახეთის მონაცემები, რადგან ამ გუბერნიებმა მათ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდა.
"ეს თანხა ბიუჯეტიდან სრულიად არაეფექტურად არის გახარჯული, ვინაიდან გუბერნიები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































