შეკვეთილში თანაინვესტირების ფონდი 80-მილიონიან სასტუმროს აშენებს

864

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი შეკვეთილში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მლნ ამერიკული დოლარია.

თითქმის უკვე დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და საჩვენებელი სასტუმრო ნომერი. ამჟამად მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სასტუმროში იფუნქციონირებს 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 1,600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, ზამთრის ბაღი და თემატური რესტორნები. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები.

სასტუმროში ბავშვთა გასართობი ცენტრი, წყლის გიგანტური ტოპოგანი, სპორტული მოედნები, კინოთეატრი და კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკები განთავსდება.

სასტუმროს ინტერიერი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

შეკვეთილში  მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ერთ-ერთია იმ მასშტაბურ რვა პროექტს შორის, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

წყარო: 1tv.ge